ბნელტევრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბნელტევრი''' ({{lang-en|Mirkwood}}) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმი|ლეგენ...
 
ხაზი 13: ხაზი 13:
==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
{{სქოლიოს სია}}

{{არდის სამეფოები (მეორე ეპოქა)}}


[[Category:შუახმელეთის სამეფოები]]
[[Category:შუახმელეთის სამეფოები]]

20:33, 22 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ბნელტევრი (ინგლ. Mirkwood) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ორი სხვადასხვა ტყის სახელწოდება.

პირველად „ბნელტევრი“ პირველ ეპოქაში ერქვა დორთონიონის, ბელერიანდის ჩრდილოეთით მთებში მდებარე ტყეს - მას ასე ეწოდა მას შემდეგ, რაც მორგოთი გაბატონდა.

უფრო ცნობილია ველურმიწეთის ტერიტორიაზე, ანდუინის აღმოსავლეთით მდებარე ტყე. სახელწოდება „ბნელტევრი“ მან შეიძინა მესამე ეპოქაში, როდესაც ნეკრომანტის მიერ იქნა დაპყრობილი. მანამდე ადგილს ეწოდებოდა „დიდი ტყემწვანე“. ეს ტყე ფიგურირებს რომანში „ჰობიტი“ და ფილმში „ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“.

სიტყვა Mirkwood აღებულია უილიამ მორისის შემოქმედებიდან. იგი შთაგონებულია სკანდინავიურ მითოლოგიაში ნახსენები მიურკვიდით. ძველ ინგლისურად იგი ტოლკინის „დაკარგულ გზაში“ ჩნდება „Myrcwudu“-ს, ელფუინის მიერ ნამღერი ლექსის სახით.[1] „Mirkwood“ აგრეთვე ჩნდება „ართურის დაცემაში“.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დაკარგული გზა და სხვა ნაწერები, 91 [1]
  2. ტოლკინი, ჯ.რ.რ., ართურის დაცემა, HarperCollins 2013, გვ.19 & 22, ISBN 978 0 00 748994 7.