შინაარსზე გადასვლა

აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

→‎1996 – 2002 „აიაქსი“ და „ამსტერდამ არენა“: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
(→‎1996 – 2002 „აიაქსი“ და „ამსტერდამ არენა“: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB)
მიუხედავა იმისა, რომ გუნდში ძირითადი ბირთვი მწვრთნელებიანად დარჩა, უკვე აშკარა იყო, რომ „აიაქსის“ მეორე დიდი ეპოქა დასასრულ უახლოვდებოდა. მანამდე ამსტერდამელებმა კვლავ შთამბეჭდავად გაიარეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, დაამარცხეს „გლაზგო რეინჯერსი“, გრასჰოპერსი“, „ოსერი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და რიხით გავიდნენ ნახევარფინალში, სადაც მათ კვლავ ელოდებოდა „ბებერი ქალბატონი“. თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ თითქოს სადღაც ქრებოდა ის ურყევი ხასიათი და გამარჯვების ჟინი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური თამაშები იყო ამ დიდი გუნდის დიდი ეპოქის დასასრულის დასაწყისი. „აიაქსი“ დამარცხდა სასტიკად ტურინის „იუვენტუსთან“. ხოლო შიდა პირველობაზე გავიდა მეოთხე ადგილზე, თასიდან გამოაგდო პირველი დივიზიონის „ჰერაკლესმა“. ფანები უკმაყოფილნო იყვნენ არა მარტო შედეგებით, არამედ ახალი სტადიონით და მასზე ასრებული ატმოსფეროთი. გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს პატრიკ კლუივერტმა და ლუის ვან გაალმა. დიდი მწვრთნელი „ბარსელონაში“ წავიდა, ხოლო პატრიკი იტალიის „მილანში“.
გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მორტენ ოლსენი. მის წინაშე იდგა საკმაოდ მძიმე ამოცანა. „აიაქსში“ გადმოიყვანეს [[მიკაელ ლაუდრუპი]], პირველი ქართველი ფეხბურთელი — [[შოთა არველაძე]]. ამასთან ერთად კიდევ ცხრა ახალი შენაძენი გააკეთა მიხაელ ვან პრაგმა. შოთას ტრანსფერს თავიდან ჰოლანდიელები ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ სეზონის ბოლოს ქართველის მონაგარი 37 გოლი იყო, რითაც მან საყოველთაო სიყვარული და დაფასება მოიპოვა. ხოლო „აიაქსმა“ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და დააგროვა უფრო მეტი ულა, ვიდრე ვან გაალის დროს. მიუხედავად ამისა მორტენ ოლსენი დიდი პოპულარობით არსარგებლობდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის 4-4-2 ტაქტირური მონახაზი იყო.
სეზონის ბოლოს ისევ ნაცნობი სურათი წარსდგაწარდგა ჩვენს წინაშე: კარიერა დაასრულა დენი ბლინდმა, იარი ლიტმანენი იყიდა „ბარსელონამ“, აქვე გადაბარგდნენ ძმები დე ბურები, რომელთაც ხელი ჰონდათ მოწერილი „სამუდამო კონტრატზე“ კლუბთან. ლუის ვან გაალმა მიუხედავად ვან გაალის დაპირებისა, რომ ის არ წაიყვანდა ამსტერდამიდან გუნდის ლიდერებს, „ბარსელონა“ მაინც გაივსო „აიაქსელებით“. მანამდე მოხდა კონფლიქტი მორტენ ოლსენსა და ფეხბურთელებს შორის, რის ნიადაგზედაც დანიელი წავიდა ჰოლანდიიდან. მის შემცვლელად დაინიშნა იან ვოუტერსი. ამასობაში „ტრიბუნა F” მთელი ხმით ღრიალებდა და ილანძღებოდა იმის გამო, რომ გუნდი ნელ-ნელა კვლავ იშლებოდა, კლუბის აქციები გაჩნდა საფონდო ბირჟაზე. გულშემატკივრები ემოციურად აცხადებდნენ, რომ „აიაქსი“ გადაიქცა უსულგულო წარმოებად. რამდენიმე წლის შემდეგ მიხაელ ვან პრააგმა აღიარა ფანების სიმართლე.
ამ სეზონში ამსტერდამულმა გრანდმა „ამსტერდამ არენაზე“ 6:0 გაანადგურა როტერდამის „ფეინოორდი“ და დაეუფლა მეთოთხმეტე თასს. მაგრამ ეს წარმატება ვერ გამოდგა ნუგეშად. გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ძალზედ ცუდად გამოიყურებოდა. თასის მოგების აღსანიშნავად ზეიმზე მოვიდა სულ რაღაც 5 000 გულშემატკივარი. ეს პროტესტი და ტრაგედია, ფანები დიდი ტკივილს განიცდიდნენ. სამაგიერო 16 მაისს გაივსო „ამსტერდამ არენა“, რათა გუნდიდან გაეცილებინათ იარი ლიტმანენი და [[ედვინ ვან დერ სარი]]. ეს იყო ცრემლიანი დღე. „ტრიბუნა F”-მა მათ მოუწყო ბრწყინვალე გაცილება.
1999-2000 სეზონში კლუბის 100 წლის იუბილე აღმოჩნდა ზეიმის ერთადერთი მიზეზი. აღნიშნული წლები იყო ყველაზე ცუდი 1965-ის მერე. „აიაქსი“ გავიდა მეექვსე ადგილზე. კლუბი 11 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა გამარჯვებას სტუმრად. მალევე გამოვარდა ეროვნული და უეფას თასებიდან. ხოლო 2000 წლის 18 მარტს დაბადების დღეზე სულაც წააგო ენსხედეს „ტვენტესთან“. ცამეტ თამაშიანი მოუგებელი სერიის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს იან ვოუტერსი. სპეციალურად დაქირავებული ანალიტიკური კომისიის მიერ გამოტანილ იქნა დასკვნა: თანამდებობიდან უნდა გადადგეს გუნდის მმართველობა. მიხაელ ვან პრააგმა განაცხადა, რომ ის ემორჩილება ამ დასკვნას და ტოვებს დაკავებულ პოსტს იმისათვის, რომ ახალმა ძალებმა დააყენოს კლუბი სწორ გზაზე.