უეინ რუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
2006-2007 წლის სეზონმა გამოაჩინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა რუნიზე ზეგავლინა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ შეძლო დუბლის შესრულება პირველ ტურში „ფულჰემის“ წინააღმდეგ, შემდეგი გოლის ლოდინი მას მთელი 13 მატჩი მოუწია. მაგრამ 13 მატჩის შემდეგ მან შეასრულა ჰეთ-თრიკი „ბოლტონის“ კარში, შემდეგ „შეფილდ იუნაიტედის“ კარში დუბლი მოჰყვა.
 
გოლების ნუსხაში რუნიმ 2006-2007 წლის სეზონში მიუმატა „არსენალის“ კარში გატანილი გოლი „ემირეიტს სტედიუმზე“, ასევე შესანიშნავი გოლი „უოტფორდთან“, და ამაზე უფრო აღსაღნიშნი გოლი [[დევიდ ჯეიმსიჯეიმზი]]ს კარში „პორტსმუთის“ წინააღმდეგ თასის თამაშზე, ბრწყინვალე გოლი „ბოლტონის“ კარში რონალდუსთან შეთამაშებით, ინგლისის თასის ნახევარფინალში გატანილი პირველი გოლი „უოტფორდის“ კარში, და გოლი რომელმაც მანჩესტერელები დააწინაურა „გუდისონ პარკზე“ ლივერპულის „ევერტონის“ წინააღმდეგ 2-3, წერტილი კი ამ თამაშში კრის იგლსმა დასვა 2-4. რაც არ უნდა რთულად მოგვეჩენოს, რუნიმ ამ სეზონში 23 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა თავის ანგარიშზე.
 
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუნიმ როგორც იქნა დაარღვია ევროპის თასებზე უგოლი მატჩების სერია, მან 1/4 ფინალში შეძლო „რომას“ კარში გოლის გატანა. ამას მოჰვა მისი მომდევნო ტურში ორი გოლის გატანა, ერთ-ერთი კი „მილანის“ კარში ბოლო წუთზე, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ჯამში ანგარიში 3-2 დააფიქსირა და მოაგებინა „წითლებს“.

სანავიგაციო მენიუ