ნაძვი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვიტალი გიგაშვილი-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ...
ხაზი 21: ხაზი 21:


[[საქართველო]]ში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: [[ევროპული ნაძვი]] (Picea excelsa), [[ჰიმალაური ნაძვი]] (Picea morinda), [[ვერცხლისფერი ნაძვი|ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი]] (Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.
[[საქართველო]]ში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: [[ევროპული ნაძვი]] (Picea excelsa), [[ჰიმალაური ნაძვი]] (Picea morinda), [[ვერცხლისფერი ნაძვი|ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი]] (Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

აღმოსავლური ნაძვი

ნაძვი აღმოსავლური/picca orientalis მარადმწვანე წიწვოვანი ხე, სიმაღლე – 40-60 მ, ვარჯი – კონუსისებური, დახრილი ტოტებით; ასაკოვანი ხის ქერქი – მუქი რუხი ფერის, დახეთქილი, შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს; წიწვები – თითისტარის მოყვანილობის, 4-წახნაგოვანი, ტოტებზე სპირალურად განლაგებული; გირჩები – ტოტებზე ჩამოკიდებული, თესლი – კვერცხისებური, მოკლეფრთიანი. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ყველგან, გავრცელებულია აგრეთვე ბორჯომის ხეობაში, აჭარა- თრიალეთის ქედზე თბილისამდე და კავკასიონის ქედზე მდ. არაგვის ხეობამდე, ზღ. დ. 300-2,400 მ-მდე. დეკორატიულია. გამოიყენება ბაღებსა და პარკებში.


==გალერეა==
==გალერეა==

16:47, 29 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ნაძვი

Picea abies
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ნაძვი
ლათინური სახელი
Picea

ნაძვი (ლათ. Picea) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis).

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

გალერეა

ლიტერატურა