ეკატერინე მედიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 97: ხაზი 97:


==== წმინდა ბართლომეს ღამე ====
==== წმინდა ბართლომეს ღამე ====
1572 წლი 18 აგვისტოს ნოტრ დამში მარგარიტა და ანრი დაქორწინდნენ. ეკატერინე მედიჩიმ ისარგებლა  ანრი ნავარელის  და  მარგარეტ ვალუას ქორწილზე მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ჰუგენოტების წინამძღოლი გასპარ დე კოლინიც. ანრი ნავარელმა სასწრაფოდ აღიარა თავის კონფესიად კათოლიციზმი და ამით უშველა თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც, მაგ: ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსა და სხვ. ამ ინცინდენტს <nowiki>''</nowiki> წმინდა ბართლობეს ღემე<nowiki>''</nowiki> ეწოდა. მიუხედავად ასეთი ბარბაროსული ძალადობრივი აქტისა ბართლომეს ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები და მათ გააგრძელეს ბრძოლა სარწმუნოებრივი თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვა რელიგიური ომების განახლება.1574 წელს გარდაიცვალა შარლ IX დე ვალუა. შარლი უძეოდ დაიღუპა ამიტომაც ტახტი მისმა ძმამ ანრიმ დაიკავა.
1572 წლი 18 აგვისტოს ნოტრ დამში მარგარიტა და ანრი დაქორწინდნენ. ეკატერინე მედიჩიმ ისარგებლა  ანრი ნავარელის  და  მარგარეტ ვალუას ქორწილზე მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ჰუგენოტების წინამძღოლი გასპარ დე კოლინიც. ანრი ნავარელმა სასწრაფოდ აღიარა თავის კონფესიად კათოლიციზმი და ამით უშველა თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც, მაგ: ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსა და სხვ. ამ ინცინდენტს '' წმინდა ბართლობეს ღემე'' ეწოდა. მიუხედავად ასეთი ბარბაროსული ძალადობრივი აქტისა ბართლომეს ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები და მათ გააგრძელეს ბრძოლა სარწმუნოებრივი თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვა რელიგიური ომების განახლება.1574 წელს გარდაიცვალა შარლ IX დე ვალუა. შარლი უძეოდ დაიღუპა ამიტომაც ტახტი მისმა ძმამ ანრიმ დაიკავა.


=== ანრი III-ის მეფობა ===
=== ანრი III-ის მეფობა ===
ხაზი 115: ხაზი 115:
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ეკატერინე ერთობ ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც იგი ყოველდღიურად სიკვდილს ელოდებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი ეკატერინეს იმ გადაწყვეტილებისა, რომ იგი შეხვდა საქვეყნოდ განთქმულ ექიმს, ალქიმიკოსსა და წინასწარმეტყველს - მიშელ დე ნოსტრადამუსს. ეკატერინემ იკითხა თარიღი თუ როდის გარდაიცვლებოდა. ნოსტრადამუსმა კი მიუგო - " მაშინ, როდესაც "სენ-ჟერმენს" იხილავთ".
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ეკატერინე ერთობ ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც იგი ყოველდღიურად სიკვდილს ელოდებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი ეკატერინეს იმ გადაწყვეტილებისა, რომ იგი შეხვდა საქვეყნოდ განთქმულ ექიმს, ალქიმიკოსსა და წინასწარმეტყველს - მიშელ დე ნოსტრადამუსს. ეკატერინემ იკითხა თარიღი თუ როდის გარდაიცვლებოდა. ნოსტრადამუსმა კი მიუგო - " მაშინ, როდესაც "სენ-ჟერმენს" იხილავთ".


მას შემდგომ ეკატერინე მედიჩის ფეხი აღარ დაუდგამს სენ-ჟერმენის სამეფო სასახლეში, თუმცა ამას ეკატერინეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეკატერინე მედიჩის დაავადება თანდათან პროგრესირებდა, რის გამოც მასთან ერთი მეტად სახელგანთქმული უცხოელი ექიმი მიიყვანეს. დედოფალმა ახლად გაცნობილ ექიმს სახელი ჰკითხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მისდა სავალალოდ, <nowiki>''</nowiki>ბედის ირონიით<nowiki>''</nowiki>, ექიმის სახელი სწორედ ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველები სახელი - სენ-ჟერმენი იყო. ამ სახელის გაგონებამ ეკატერინეზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა, რომ დედოფალს მაშინვე ინფაქტი განუვითარდა და 1589 წლის 5 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას შემდგომ ეკატერინე მედიჩის ფეხი აღარ დაუდგამს სენ-ჟერმენის სამეფო სასახლეში, თუმცა ამას ეკატერინეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეკატერინე მედიჩის დაავადება თანდათან პროგრესირებდა, რის გამოც მასთან ერთი მეტად სახელგანთქმული უცხოელი ექიმი მიიყვანეს. დედოფალმა ახლად გაცნობილ ექიმს სახელი ჰკითხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მისდა სავალალოდ, ''ბედის ირონიით'', ექიმის სახელი სწორედ ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველები სახელი - სენ-ჟერმენი იყო. ამ სახელის გაგონებამ ეკატერინეზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა, რომ დედოფალს მაშინვე ინფაქტი განუვითარდა და 1589 წლის 5 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.


== ხელოვნების მფარველი ==
== ხელოვნების მფარველი ==
ხაზი 233: ხაზი 233:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ''ნ. ქოთორნი''. ტირანები, გვ. 68 — თბილისი, „კლიო“, 2011.
* ''ნ. ქოთორნი''. ტირანები, გვ. 68 — თბილისი, „კლიო“, 2011.
* Babelon, Jean-Pierre. "The Louvre: Royal Residence and Temple of the Arts". Realms of Memory: The Construction of the French Past. Vol. III: Symbols. Edited by Pierre Nora. English language edition translated by Arthur Goldhammer, edited by Lawrence D. Kritzman. New York: Columbia University Press, 1998. <nowiki>ISBN 0-231-10926-1</nowiki>.
* Babelon, Jean-Pierre. "The Louvre: Royal Residence and Temple of the Arts". Realms of Memory: The Construction of the French Past. Vol. III: Symbols. Edited by Pierre Nora. English language edition translated by Arthur Goldhammer, edited by Lawrence D. Kritzman. New York: Columbia University Press, 1998. ISBN 0-231-10926-1.
* Blunt, Anthony. Art and Architecture in France: 1500–1700. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999. <nowiki>ISBN 0-300-07748-3</nowiki>.
* Blunt, Anthony. Art and Architecture in France: 1500–1700. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999. ISBN 0-300-07748-3.
* Brantôme, Pierre de Bourdeille. Illustrious Dames of the Court of the Valois Kings. Translated by Katharine Prescott Wormeley. New York: Lamb, 1912.
* Brantôme, Pierre de Bourdeille. Illustrious Dames of the Court of the Valois Kings. Translated by Katharine Prescott Wormeley. New York: Lamb, 1912.
* Bryson, David M. Queen Jeanne and the Promised Land: Dynasty, Homeland, Religion and Violence in Sixteenth-century France. Leiden and Boston, Massachusetts: Brill Academic, 1999.
* Bryson, David M. Queen Jeanne and the Promised Land: Dynasty, Homeland, Religion and Violence in Sixteenth-century France. Leiden and Boston, Massachusetts: Brill Academic, 1999.

18:11, 17 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ეკატერინე მედიჩი
Catherine de Médicis
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 31 მარტი 1547
მმართ. დასასრული: 10 ივლისი 1559
წინამორბედი: ელეონორ ავსტრიელი
მემკვიდრე: მარიამ სტიუარტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აპრილი 1519
დაბ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
გარდ. თარიღი: 5 იანვარი 1589 (69 წლის)
გარდ. ადგილი: ბლუის სასახლე, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი II
შვილები: ფრანსუა II (საფრანგეთი)
ელიზაბეტა ვალუა
კლაუდია ვალუა
ლუი
შარლ IX
ანრი II
მარგარიტა დე ვალუა
ფრანსუა დე ვალუა
ჟანა
ვიქტორია
სრული სახელი: ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი
დინასტია: მედიჩები
მამა: ლორენცო II მედიჩი
დედა: მადლენ დე ლა ტურდე
რელიგია: კათოლიციზმი

ეკატერინე მედიჩი (ფრანგ. Catherine de Médicis) ანუ ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი (იტალ. Caterina Maria Romola di Lorenzo de' Medici) (13 აპრილი 1519, ფლორენცია5 იანვარი 1589, ბლუა) ეკატერინე მედიჩი დაიბადა დიდგვაროვანთა ოჯახში, რომელიც 1434-დან 1737 წლამდე თითქმის უწყვეტად და დესპოტურად მართავდა ფლორენციას. 1533 წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, რომელიც 1547 წელს ანრი VII გახდა. მართალია მას საყვარლად საყოველთაოდ ცნობილი ქალი — დიანა პუატიე ჰყავდა, ეკატერინემ ათწლიან ქორწინებაში 10 შვილი გაუჩინა.

1558 წელს ანრი დაიღუპა — მას შემთხვევით, მისმა ერთ-ერთმა შოტლანდიელმა გვარდიელმა თავში შუბი მოარტყა. 1560 წელს გარდაიცვალა ეკატერინეს უფროსი ვაჟი ფრანსუა II, რომელსაც შოტლანდიელთა დედოფალი მერი ჰყავდა ცოლად. სამეფო გვირგვინი ეკატერინეს 10 წლის ვაჟს, შარლს დაადგეს, ხოლო დედამისი რეგენტი გახდა.

ამ დროს საფრანგეთი დაყოფილი იყო კათოლიკეებად, რომლებსაც ესპანეთი ეხმარებოდა, და პროტესტანტებად, რომლებსაც ჰუგენოტების სახელით ცნობილი ჯგუფი ედგა სათავეში. 1572 წელს ეკატერინემ ამ ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა სცადა და ამ მიზნით, 4000 ჰუგენოტის მოკვლა ბრძანა, რაც „ბართოლომეს ღამის“ სახელით შევიდა ისტორიაში. პაპმა გრიგოლ XIII-ემ ამ მოვლენის აღსანიშნავად, მედალი მოაჭრევინა. მაგრამ კონფლიქტის დასრულების ნაცვლად, მასობრივ ჟლეტას მტრობის ახალ-ახალი ტალღები მოჰყვა.

1574 წელს შარლ IX გარდაიცვალა და ტახტზე ანრი III ავიდა. ეკატერინე კვლავ რეგენტი გახდა და პოლიტიკაში ჩარევასა და რელიგიური კონფლიქტების გაღვივებას განაგრძობდა.

ეკატერინეს დაბადება და აღზრდა

რომის პაპი კლემენტე VII

ეკატერინე დაიბადა ფლორენციის რესპუბლიკის ქალაქ ფლორენციაში მისი სრული სახელია ეკატერინა მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი.მედიჩები იმ დროისთვის ფლორენციის დე ფაქტო მმართველები იყვნენ.ეკატერინეს მამა იყო ლორენცო II დე’მედიჩი,ხოლო მისი ბიძა რომის პაპი ლეო X. მემატიანეები წერენ რომ იგი დაიბადა 1519 წლის 13 აპრილს. ასევე მემატიანეების გადმოცემით ვიცით, რომ როდესაც იგი დაიბადა მისმა მშობლებმა განაცხადეს „ მოხარულები ვიქნებოდით ის , რომ ვაჟი ყოფილიყო“. ეკატერინეს დაბადებიდან 15 დღეში გარდაიცვალა მისი დედა მადლენ დე ლა ტურდე ცხელებით.ხოლო ამ მოვლენიდან 6 დღეში გარდაიცვალა კატერინას მამა ლორენცო დე მედიჩი.მალევე დაიწყო მოლაპარაკებები ეკატერინესა და საფრანგეთის პრინცის ანრის ქორწინებასთან დაკავშირებით.ეს წინადადება წამოვიდა საფრანგეთის მეფე ფრასუა I-ის მხრიდან, მას  ეწინააღმდეგებოდა რომის პაპი  და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი მაქსიმე II. ფრასუა I დაჟინებით მოითხოვდა კატერინასა და მისი ვაჟის ქორწინებას, მაგრამ რომის პაპს მისთვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა,იგი აპირებდა , რომ ეკატერინე მიეთხოვებინა თავისი უკანონო შვლის - იპოლიტოსათვის რითაც საკუთარ გავლენას გაზრდიდა ფლორენციაში.

ეკატერინეზე ზრუნავდა მისი ბებია მამის მხრიდან - ალფონსინა ორსინი.მაგრამ მას შემდეგ რაც ალფონსინა გარდაიცვალა ეკატერინე შეუერთდა მის ბიძაშვილებს და ფლორენციის ტახტე ავიდა მისი დეიდა კლარისა დე მედიჩი. 1521 წელს რომის პაპი ლეო X გარდაიცვალა. 1523 წელს კარდინალთა საბჭომ არიჩია ახალი რომის პაპი კლემენტე VII.1527 წელს აჯანყებულებმა დაამხეს მედიჩების მმართველობა ფლორენციაში ხოლო 8 წლის ეკატერინე ტყვედ ჩავარდა.მან ტყვეობაში 3 წელი გაატარა.კლემენტეს სხვა გზა აღარ ქონდა დახმარება საღვთო რომის იმპერიას სთხოვა.მათ ალყა შემოარტყეს ფლორენციას.როდესაც ქალაქში შევიდნენ 1530 წლის 12 აგვისტოს ეკატერინე მიჯაჭვული იყო ქალაქის კედელზე და როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ ეკატერინე გააუპატიურეს. იგი გადაიყვანეს რომში პაპ კლემენტესთან.ე კატერინე მას აცრემლებული თვალებით შეხვდა და პაპმა იგი დაიტოვა თავისთან მანამ სანამ შესაფერის საქმროს მოუძებნიდა.

ქორწინება

ეკატერინეს და ანრის ქორწილი

მისი ვიზიტი რომში ვენეციური დელეგაციის აღწერით ასე გამოიყურება : " ეკატერინე არ არის ლამაზი,იგი არის დაბალი,გამხდარი,წითური მაგრამ აქვს მრავლისმეტყველი თვალები". თავდაპირველად დააპირეს შოტლანდიის მეფის ჯეიმზ V სტიუარტისა და ეკატერინე მედიჩის დანშვნა მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა.საბოლოოდ გადაწყვიტეს ეკატერინე საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის მეორე ვაჟის, ორლეანის ჰერცოგის - ანრი დე ვალუასათვის მიეთხოვებინათ. ანრის თავდაპირველად ეს შეთავაზება არ მოეწონა მაგრამ მოგვიანებით ეკატერინეს უზარმაზარი სიმდიდრის გამო იგი დათანხმდა.1533 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ მარსელის წმინდა ფეროელ ავგუსტინელის ტაძარში შედგა ეკატერინე დე მედიჩისა და ანრი დე ვალუას ქორწინება. ამ დროს ანრიც და ეკატერინეც 14 წლისანი იყვნენ.მათ პირველ ღამეს ფრანგული ტრადიციის მიხედვით დაესწრნენ სამეფო ოჯახის წევრები,კატერინას ფროილინები და რომის პაპი. რომის პაპმა კლემენტემ დალოცა მათი საძნებელი და საწოლი. ანრისა და ეკატერინეს ქორწილი მაინც არ წყდებოდა. მათი საქორწინო ღონისძიებები 34 დღე გრძელდებოდა.1534 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა რომის პაპი კლემენტე VII.ამავე წელს რომის პაპი პავლე III გახდა. ანრისა და ეკატერინეს ქორწინების 10 წელი შეუსრულდათ ბავშვი კი არ უჩნდებოდათ, ამიტომაც ანრი სულ უფრო და უფრო კარგავდა ინტერესს ეკატერინეს მიმართ.ანრიმ უამრავი საყვარელი გაიჩინა. ანრის 1537 წელს მისი ერთ-ერთი საყვარლთან ქალიშვილი გაუჩნდა, რომელიც საჯაროდ აღიარა,ეს ნიჩნავდა , რომ უშვილობა ეკატერინეს ბრალი იყო რის გამოც ანრი საშინლად ამცირებდა ეკატერინეს და აგრძელებდა მასზე ზეწოლას. მალე ანრიმ გაიჩინა ახალი საყვარელი დიანა დე პუანტე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იყო.

დოფინი

1536 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე ფრანსისი ჩოგბურთის თამაშის დროს ცხელებით.ეს იმას ნიშნავდა,რომ  ანრი საფრანგეთის მომავალი მეფე იყო.ამის შემდეგ დაიწყო ეკატერინეს მდგომარეობის გაუარესება. ხალხის უმრავლესობა ანრის ურჩევდა , რომ გასცილებოდა ეკატერინეს რადგან მას არ შეეძლო მემკვიდრის გაჩენა და მოეყვანა ვინმე ნაყოფიერი ქალი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ეკატერინე იყენებდა ყველანაირ საშუალებას რომ დაორსულებულიყო, სვავდა ყველანაირ წამალს: სიცოცხლის წყაროს,ჯორის შარდსა და ირმის მისს. როგორც იქნა ეკატერინე დაფეხმძიმდა.1544 წელს ეკატერინემ გააჩინა ვაჟი რომელსაც საფრანგეთის მეფის სახელი დაარვეს - ფრასუა.მას შემდეგ რაც ეკატერინამ ვაჟი გააჩინა მას აღარ ჰქონდა არანაირი პრობლემა სამეფო კარზე. მან 1545 წლის 2 აპრილს გოგონა გააჩინა რომელსაც ელიზაბეტა დაარქვეს.შვილების გაჩენამ ვერ უშველა ეკატერინეს ქორწინებას.ანრის ყავდა ერთი ისეთი საყვარელი დიანა დე პუანტეს სახით რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა და მასთან იყო.

საფრანგეთის დედოფალი

ეკატეინე მედიჩი საფრანგეთის დედოფლობის პერიოდში

1547 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I და ამავე წელს ტახტზე ავიდნენ ანრი II დე ვალუა და ეკატერინე დე მედიჩი, ამ წელს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა ეკატერინეს და ანრის კიდევ ერთი გოგონა შეეძინათ რომელსაც კლაუდია დაარქვეს.1550 წელს ანრიმ და ეკატერინემ დააარსეს ანტარქრიკული ბრაზილია.1549 წელს ეკატერნეს და ანრის ეყოლათ კიდევ ერთი ვაჟი სახელად ლუი რომელიც 1 წლის 8 თვის ასაკში გარდაიცვალა.1548 წელს მათ პირველი ვაჟი - ფრანსუა, დანიშნეს შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტზე. ამის გამო საფრანგეთში ჩამოვიდა მარიამ სტიუარტი და 4 შოტლანდიელი მდიდარი ფროილინით.ამის გარდა საფრანგეთი შოტლანდიას დაპირდა დახმარებას. საფრანგეთის ჯარები ჩავიდნენ შოტლანდიაში და განდევნეს ინგლისელები.მარიამმა მოხიბლა საფრანგეთის სამეფო კარი და თვით მეფე ანრიც. ანრის წყალობით მარიამი სწავლობდა უამრავ ენასა და ლიტერატურას.1550 წელს ეკატერინემ კიდევ ერთი ვაჟი გააჩინა სახელად შარლ-მაქსიმილიანი.1551 წელს ეკატერინემ იდევ ერთი ვაჟი გააჩინა სახელად ედუარდ-ალექსანდრე იგივე ანრი. 1552 წელს ანრი ლოთარინგიის დასალაშქრად გაემგზავრა, ამ პერიოდში ეკატერინეს რეგენტის ტიტული ენიჭება. 1553 წელს ეკატერინემ გააჩინა გოგონა სახელად მარგარიტა,1555 წელს კატერინამ გააჩინა კიდევ ერთი ვაჟი სახელად ჰერკულესი (შემდგომში ფრანსუა),1556 წელს ეკატერინემ გააჩინა ტყუპი გოგონები ჟანა და ვიქტორია, ჟანა დაბადებისთანავე გარდაიცვალა ხოლო ვიქტორია 2 თვის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ექიმებმა ეკატერინეს შვილის გაჩენა აუკრძალეს.1558 წელს პარიზის ღვისმშობლის ტაძარში შედგა დოფინი ფრანსუასა და შოტლანდიის დედოფლის მარია სტიუარტის ქორწინება.

1559 წელს ანრიმ ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას ინგლისთან,საღვთო რომის იმპერიასთან დაა ესპანეთთან რის შემდეგაც დასრულდა იტალიური ომები.1559 წელს ნოტერდამში იქორწინეს საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტა დე ვალუამ და ესპანეთის მეფე ფილიპე II ჰაბსბურგმა.ელიზაბეტას და ფილიპეს ქორწილზე გამართულ ტურნირზე უეცრად მეფე ანრიმ განაცხადა რომ იგი ბრძოლაში იწვევდა ლორდ მონტგომერს. ტურნიზე შეჯიბრის დროს შემთხვევით მონტგომერმა ანრის თვარში შუბი მოარტყა. მეფე დაბრმავდა მაგრამ შუბის ნაწილების თავიდან ბოლომდე ამოღება ვერ მოახერხეს, ამიტომაც მეფე ანრი 1559 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა .40 წლის ეკატერინე დაქვრივდა და ამის შემდეგ იგი აღარც გათხოვილა.1559 წელსვე ტახტე ავიდა ეკატერინეს პირველი ვაჟი ფრანსუა  II  დე ვალუა და მისი მეუღლე შოტლანდიის - დედოფალი მარიამ I სტიუარტი, ხოლო ეკატერინე დედა დედოფალი გახდა.

დედა დედოფალი

ფრანსუა II-ის მეფობა

ფრანსუა II, ეკატერინე მედიჩის ვაჟი, საფრანგეთისა და შოტლანდიის მეფე

1559 წელს შექმნილი რთული მდგომარეობის გამოსწორების და მოკავშირის შეძენის მიზნით, იძულებით გაათხოვეს ეკატერინეს მეორე ქალიშვილი - კლაუდია ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ზე. ფრანსუა მეფე გახდა 15 წლის ასაკში.ამით ისარგებლეს კარდინალმა ლორეანმა და მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება ინგლისის დედოფლის ელისაბედის ხელშეწყობით, მაგრამ ეს აჯანყება ჩაახშეს.ახალგაზრდა მეფე-დედოფლის უსაფრთხოებისათვის სამეფო ოჯახი სასწრაფოდ გადასახლდა ლუვრის სასახლეში. ეკატერინე ამ შემთხვევაში ფარულად მუშაობდა, იგი მარტივად იშორებდა თავისი შვილის მოწინააღმდეგეებს - ზოგს აკვლევინებდა, ზოგს კი თავისივე მომზადებული შხამებით წამლავდა.აქ ედან მოყოლებული მიეკერა მის სახელს ტირანი და შავი დედოფალი.

იგი არ ივიწყებდა მისი მეუღლის საყვარელს დიანა დე პუანტეს მისი უპირველესი მიზანი იყო ჩამოეცილებინა იგი გზიდან. მან დიანას ჩამოართვა მთელი ქონება - მიწები,სახლები და უძვირფასესი სამკაულები. მალევე დიანა პარიზიდან გააძევა.

ეკატერინეს შვილი სუსტი მმართველი გამოდგა ამიტომაც საფრანგეთის მართვა თავად აიღო ხელში.მან საფრანგეთში დაიწყო ჰუგენოტების დევნა.იგი სასტიკად ეპყრობოდა ჰუგენოტებს ამიტომაც ჰუგენოტებმა დაიწყეს მათივე რწმენის მიმდევარი ადამიანების ძებნა მაღალ საზოგადოებაში და იპოვნეს კიდეც, ეს იყო ნავარას მეფე ანტუან დე ბურბონი და მისი ძმა ნავარას პრინცი - ლუი დე ბურბონი იგივე პრინცი კონდე. კონდეს სურდა ფრანსუას ტახტიდან ჩამოგდება და საფრანგეთის მეფობა. მან ჯარით ალყაში მოაქცია ლუვრის სასახლე.შეტევა ტყიდან მიმდინარეობდა თუმცა ეკატერინეს ეშმაკობით და სამეფო ჯარის შეტევით ეს აჯანყება მოიგერიეს.ჰუგენოტების ჯარის ნაწილი ტყეში ამოხოცეს ნაწილი კი მდინარეში ჩაახრჩეს ეკატერინეს ბრძანებით, ხოლო შეშინებულმა პრინცმა კონდემ სასწრაფოდ მიიღო კათოლიკობა.1560 წელს საფრანგეთში დაინიშნა კანცლერი, მისი მოვალეობა იყო რომ,დაერეგულირებინა საფრანგეთში არსებული ანარქია.1560 წელს საფრანგეთის სამხრეთ ქალაქებს კვლავ დაესხა თავს პრინცი კონდე.კატერინამ დაამარცხა ნავარელთა შემოტევები დატყვედ აიყვანა პრინცი კონდე. პრინცი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.მალე ფრანსუას ყურებში ინფექცია შეეჭრა, დაეწყო გახშირებული სისხლდენები ყურებიდან და 1560 წლის 5 დეკემბერს ფრანსუა II გარდაიცვალა. ეს კი იმას ნიშნავდა,რომ მარიამ სტიუარტი აღარ ითვლებოდა საფრანგეთის დედოფლად და იგი შტლანდიაში დაბრუნდა.

შარლ IX-ის მეფობა

შარლ IX, საფრანგეთის მეფე, ეკატერინეს ვაჟი

ფრანსუას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო ეკატერინეს უფროსი ვაჟი, ამ შემთხვევაში 10 წლის შარლ IX დე ვალუა. შარლის სრულწლოვანებამდე საფრანგეთი რეგენტს უნდა ემართა, რეგენტი კი ეკატერინა მედეჩი გახდა.იგი აკონტროლებდა სახელმწიფო ეკონომიკასა და პოლიტიკას.ამან საფრანეთი მიიყვანა რელიგიურ ომებამდე და დანაწევრებამდე.საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში დიდებულებს უფრო ემორჩილებოდნენ ვიდრე  მეფეს.

სწორედ ამ პერიოდში, ეკატერინე მედიჩის ხელშეწყობით ვრცელდება ახალი ტერმინი "ნიკოტინი". დედოფალს მისმა უერთგულესმა მსახურმა ჟან ნიკომ პორტუგალიიდან გამოუგზავნა თამბაქო. თამბაქომ იმთავითვე მიიქცია ეკატერინეს დიდი ინტერესი. ჟან ნიკო გარკვეული პერიოდის მანძილზე საფრანგეთის ელჩი იყო პორტუგალიაში. 1560 წელს მან დედოფალს თამბაქოს პირველი პარტია გაუგზავნა, ამასთან ერთად გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ თამბაკო შაკიკის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალმა მისი მოწევა სიცოცხლის ბოლომდე ვერ ისწავლა, დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს მცენარე საუკეთესო საშუალება იყო თავის ტკივილისა და სხვა დაავადებების საშველად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ჟან ნიკოს პატივსაცემად უწოდა ეკატერინემ ამ მცენარეს ნიკოტინი.

1562 წელს ეკატერინემ მდგომარეობის გაუარესების გამო გამოსცა ედიქტი რათა აღედგინა ხიდი ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის.მაგრამ 1562 წლის 1 მარტს პარიზში დაფიქსირდა ჰუგენოტების ხოცვა-ჟლეტა სადაც დაიღუპა 74 ხოლო დაიჭრა 104 ჰუგენოტი. ეკატერინეს ამ დაუიქრებელმა საქციელმა გამოიწვია საფრანგეთში რელიგიური ომების დაწყება რაც 30 წელი გაგრძელდა. ამის გამო ნავარას მეფემ ანტუან დე ბურბონმა და გენერალმა გასპარ დე კოლინმა ინგლისის დახმარებით შექმნეს 1 800 კაციანი არმია და საფრანგეთს წაართვეს რამდენიმე ქალაქი.ამის შემდეგ ეკატერინე დე მედიჩი სიტყვით გამოვიდა და თქვა:’’თქვენ გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ,მაგრამ ახლა ჩვენ გაჩვენებთ თუ რა შეგვიძლია!’’სამეფო არმია სწრაფად დაატყდა თავს ნავარელებს და ალყაში მოაქციეს ჰუგენოტები მაშინ დედოფალი ეკატერინე შევიდა ანტუან დე ბურბონისა და გასპარ დე კოლინის ბანაკში და თქვა „ჩემი გამბედაობა ისეთივე დიდია როგორიც თქვენი“.1563 წლის 19 მარტს სამშვიდობო ზავით დროებით შეწყდა ომი.

რელიგიური ომები

1563 წლის 17 ოქტომბერს  მეფე შარლი სრულწლოვანი გახდა მაგრამ მას არ შეეძლო გამოევლინა საკუთარი ინტერესი სახელმწიფოს მართვაზე.1565 წელს ეკატერინემ მოლაპარაკებები დაიწყო ნავარას დედოფალ ჟანა III დ'ალბრესთან. ნავარას ტახტის მემკვიდრის ანრი ბურბონისა და საფრანგეთის პრინცესის (ეკატერინეს ქალიშვილის) მარგარიტა ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა მისი სიძე ესპანეთის მეფე ფილიპე II ეკატერინე აფრთხილებს, რათა შეაჩეროს თავისი შვილი შარლ IX და არ დაიწყოს ესპანეთთან ომი. ეკატერინემ მიიღო ფილიპეს გაფრთხილება და შვილი დაარწმუნა,რომ საფრანგეთს ესპანეთთან ომი არ აწყობდა.

ნავარის დედოფალი ჟანა III დ'ალბრე

ეკატერინეს წყალობით 1566 წელს აღსდგა დიდი ხნის წინანდელი ფრანკო-ოსმალური ალიანსი. ეკატერინე ოსმალეთის სულთანს - სულეიმან I-ს სთავაზობდა ფრანგი ჰუგენოტების ოსმალეთის კუთნილ მოლდავეთში გადასახლებას.ეს გეგმა რომ ასრულებულიყო საფრანგეთში დასრულდებოდა რელიგიური ომები მაგრამ ოსმალებმა უარი განაცხადეს რადგანაც ოსმალეთში ახალი სარწმუნოების გავრცელება არ აწყობდათ.

1567 წელს კიდევ სცადეს რელიგიური ომების განახლება მაგრამ მოღალატეები დააკავეს და პარიზში გამოკეტეს.ჰუგენოტებმა დაიხიეს საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროზე ლა-როშელის გამაგრებულ ციხესიმაგრეში სადაც დახვდათ ნავარას დედოფალი ჟანა და მისი 15 წლის ვაჟი ანრი. იქ ჟანამ ჰუგენოტებს უთხრათ’’ჩვენ მოვედით რათა ვნახოთ ვინ იღუპება ჩვენთვის“.ასევე ჟანამ ეკატერინეს მისწერა „ ვიდრე აქ ვარ დავიცავ ჩვენს ღმერთს“ ეკატერინემ კი უპასუხა“შენ ხარ მსოფლიოში ყველაზე სამარცხვინო ქალი“.1568 წელს  მშობიარობიასას გარდაიცვალა კატერინას უფროს ქალიშვილი და ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტა დე ვალუა.ეკატერინემ ესპანეთთან კავშირის შესუსტების გამო დაიწყო ახალი მოკავშირის ძებნა და იპოვა კიდეც, თავისი ვაჟი - შარლი დანიშნა საღვთო რომის იმპერიის იმპერიატორის მაქსიმე II-ის ქალიშვილ ელისაბედ ავსტრიელზე. ახლა ეკატერინე ცდილობდა დაექორწინებინა თავისი უმცროცი ქალიშვილი მარგარიტა დე ვალუა და ნავარას ტახტის მემკვიდრე ანრი დე ბურბონი რათა როგორმე დაემთავრებინა რელიგიური ომები. ეკატერინემ ჟანას მისწერა, რომ უნდოდა მათი შვილების დაქორწინება და სთხოვა ანრი გაეგზავნა საფრანგეთში და ეკატერინე მას ჰპირდებოდა რომ არაფერს დაუშავებდა. ჟანამ კი ასეთი რამ მისწერა „ მაპატიეთ,თუ  ამ წერილს კითხულობთ,რადგან სიცილი მინდა, თქვენ მთხოვთ რომ ჩემი შვილი ჩემი ხელით გამოგიგზავნოთ მე კი ეს არ შემიძლია რაგან როგორც ამბობენ თქვენ ჭამთ პატარა ბავშვებს“.მაგრამ ჟანა და ეკატერინე საბოლოოდ მაინც შეთანხმდნენ იმ პირობით რომ მარგარიტა და ანრი იქორწინებდნენ ოღონდ ანრი კვლავ ჰუგენოტი იქნებოდა. ჟანა ჩავიდა საფრანგეთში რათა ქორწინების საკითხები მოეგვარებინა, მაგრამ უეცრად ცუდად  გახდა და 44 წლის ასაკში დაიღუპა.შემდეგ აღმოჩნდა რომ ეკატერინემ ჟანას ხელთათმანები აჩუქა რომლებიც მოწამლული იყო. 

წმინდა ბართლომეს ღამე

1572 წლი 18 აგვისტოს ნოტრ დამში მარგარიტა და ანრი დაქორწინდნენ. ეკატერინე მედიჩიმ ისარგებლა  ანრი ნავარელის  და  მარგარეტ ვალუას ქორწილზე მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ჰუგენოტების წინამძღოლი გასპარ დე კოლინიც. ანრი ნავარელმა სასწრაფოდ აღიარა თავის კონფესიად კათოლიციზმი და ამით უშველა თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც, მაგ: ლიონს, ორლეანს, რუანს, მოს, ბორდოსა და სხვ. ამ ინცინდენტს წმინდა ბართლობეს ღემე ეწოდა. მიუხედავად ასეთი ბარბაროსული ძალადობრივი აქტისა ბართლომეს ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები და მათ გააგრძელეს ბრძოლა სარწმუნოებრივი თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვა რელიგიური ომების განახლება.1574 წელს გარდაიცვალა შარლ IX დე ვალუა. შარლი უძეოდ დაიღუპა ამიტომაც ტახტი მისმა ძმამ ანრიმ დაიკავა.

ანრი III-ის მეფობა

ანრი III, პოლონეთის, ლიტვისა და საფრანგეთის მეფე, ეკატერინე მედიჩის ვაჟი

იქიდან გამომდინარე, რომ შარლ IX-ს ვაჟი არ ჰყავდა, ტახტზე მისი ძმა - ანრი უნდა ასულიყო, თუმცა პრობლემა ის იყო რომ ანრი პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი იყო 1573 წლიდან და ამის გამო იგი პოლონეთში ცხოვრობდა. მას არ შეეძლო პოლონეთის დატოვება და არც ის არ შეეძლო, რომ საფრანგეთის გვირგვინზე უარი ეთქვა. ამიტომაც შარლის გარდაცვალების შემდეგ მას მიენიჭა საფრანგეთის მეფის ტიტული და თანაც პოლონეთში დარჩა. ამიტომაც საფრანგეთის რეგენტი კვლავ ეკატერინე გახდა.

ფრანსუა დე ვალუა, ალანსონის ჰერცოგი და საფრანგეთის დოფინი, ეკატერინეს ნაბოლარა შვილი

შარლის გარდაცვალების შემდეგ ეკატერინე წერდა“მე ძალიან დამწუხრებული ვარ ,რათა მოვესწარი ასეთ სცენას და სიყვარული რომელიც მან გამოხატა სიცოცხლის ბოლოს...ჩემი ერთად-ერთი ნუგეში ის არის, რომ აქ მალე ჩამოვა კარგი და ჯანმრთელი მეფე,და თუ მე მასაც დავკარგავ მირჩევნია მათთან ერთად ცოცხლად დავიმარხო“. ანრი III კატერინას უსაყვარლესი შვილი იყო,ანრის დედის მსგავსად ძალიან უყვარდა ხელოვნება და მხატვრული კითხვა. გარდა ამისა ანრი თავისი ძმებისგან განსხვავებით ტახტზე ასვლისას სრულწლოვანი იყო.ანრი მართალია ჯანმრთელი იყო მაგრამ მას ჰქონდა სუსტი ფილტვვები და განიცდიდა მუდმივ დაღლილობას. იგი დამოკიდებული იყო ეკატერინეზე .1575 წლის 14 თებერვალს ანრიმ ცოლად მოიყვანა ლუიზა დე ლორენ-ვემონტი.ლუიზა მალე დაორსულდა მემკვიდრეზე მაგრამ რომის პაპმა ასეთი რამ თქვა“ეს არის მხოლოდ სირთულე რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ის არ იქნბა მისი შთამომავლობა და იგი ვერ იცოცხლებს ხანგრძლივად".ამ ამბიდან მალევე დედოფალს მუცელი მოეშალა.ამის გამო ანრიმ დაიწყო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება რამაც საფრანგეთში კიდევ უფრო გაამწვავა რელიგიური ომები და დაიწყო სამოქალაქო ომები. ეკატერინე ვეღარ მართავდა ანრის ისე როგორც მის უფროს ძმებს ფრანსუასა და შარლს.გარდა ამისა 1575 წელს გარდაიცვალა და კატერინას კიდევ ერთი შვილი კლაუდია დე ვალუა რომელიც ლოთარინგიის ჰერცოგინია იყო.1576 წელს ანრიმ ხელი მოაწერა ბეაულიეუს ედიქტს, რომელმაც ჰუგენოტები უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა. მეფის ამ ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ კათოლიკე ანრი დე გიზის მეთაურობით ჩამოყალლიბდა კათოლიკეთა ლიგა. ამგვარი მდგომარეობისა და ქმედებების ფონზე ჰენრი იძულებული გახდა გაეუქმებინა დათმობათა უმეტესობა, რომელსაც ითვალისწინებდა აღნიშნული ედიქტი პროტესტანტების მიმართ.1577 წელს დაიწყეს მოლაპარაკებები ჰენრისა და ინგლისის დედოფლის ელისაბედის ქორწინებაზე მაგრამ ჰენრიმ უარი განაცხადა რადგან ელისაბედი ჰენრიზე გაცილებით უფროსი იყო და გარდა ამისა ჰენრის არ მოსწონდა იგი ჰენრი მას უწოდებდა „მოხუცს დაწყლულებული ფეხებით“.1578 წელს კატერინამ დაიწყო მოგზაურობა საფრანგეთის ქალაქებში და შეხვედრები ჰუგენოტებთან ამით მან დაიბრუნა ფრანგების მხარდაჭერა და პატივისცემა.

კათოლიკური ლიგა

ანრი I გიზი, კათოლიკური ლიგის მეთაური, ეკატერინეს დაუძინებელი მტერი

1584 წელს ეკატერინეს კიდევ ერთი ვაჟი ფრანსუა გარდაიცვალა იგი ანჟუს გრაფი იყო.ამის გამო იმ შემთხვევაში თუ კი ანრი მოკვდებოდა მის მემკვიდრედ რჩებოდა მისი ერთადერთი ცოცხალი და - მარგარიტა და მისი მეუღლე ნავარას მეფე ანრი დე ბურბონი. ანრი დე გიზის ჰერცოგის ზეგავლენით ანრი III-მ გამოსცა ედიქტი, რომლითაც აკრძალა პროტესტანტიზმი და ამ ნაბიჯით ანრი ნავარელს მემკვიდრის უფლებები ჩამოართვა.ჰენრი III-მ დაამყარა მეგობრობა ჟან დე ლა ბარიერესთან და 1587 წელს აუშენა ეკლესია მათი მეგობრობის უკვდავსაყოფად. 1588 წლის 12 მაისს ჰენრი II იძულებული გახდა დაეტოვებინა პარიზი, როდესაც ქალაქი გუისის ჰერცოგის ჯარმა აიღო. იმავე წლის 23 დეკემბერს გუისის ჰერცოგი ჩავიდა ბლუას სასახლეში, სადაც მას ელოდებოდა თავისი ძმა ლუი II, გიზის კარდინალი. ჰერცოგს უთხრეს, რომ მას პირადად ელოდებოდა მეფე სამეფო საძინებელში, სადაც მცველებმა მოკლეს ჯერ ჰერცოგი, შემდეგ კარდინალი. იმისათვის, რათა სამეფო გვირგვინის მოცილე არ გამოსჩენოდა, მეფემ ჰერცოგის შვილი დააპატიმრებინა.

გიზის ჰერცოგი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა მკვლელობამ კი მოქალაქეები ჰენრის წინააღმდეგ განაწყო. პარლამენტმა კრიმინალში დაადანაშაულა მეფე, რომელმაც დატოვა პარიზი, რათა შეერთებოდა ანრი ნავარელის ჯარს.გარდა ამისა 1587  წლისთვის ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა თავი მოკვეთა შოტლანდიის დედოფალს,საფრანგეთის ყოფილ დედოფალს, ეკატერინეს გარდაცვლილი ვაჟის - ფრანსუას მეუღლეს მარიამ სტიუარტს.ამის გამო ესპანეთის მეფეს ფილიპეს მიეცა საბაბი ინგლისზე თავდასასხმელად.იქიდან გამომდინარე ,რომ ესპანეთი იმ დროისათვის უდიდესი და უძლიერესი ქვეყანა იყო საფრანგეთის და ესპანეთის საზღვაო ფლოტების გაერთიანებით ფილიპემ შექმნა ეგრედწოდებული „უძლეველი არმადა“ რომელსაც მხარს კატერინაც უჭერდა.უძლეველი არმადა აღჭურვილი იყო 130 გემით,20 000 ჯარისკაცით და 8000 მეზღვაურით.მაგრამ მოხდა სასწაული ინგლისმა ეს თავდასხმა მოიგერია და სასტიკად გაანადგურეს ესპანეთის ფლოტები.23  სექტემბერს 130 გემიდან მხოლოდ 23 ჩააღწია ესპანეთამდე.ამან გამოიწყვია ესპანეთის გაღატაკება და ინგლისის უსაძღვროდ გაძლიერება.ამან ეკატერინეს უკიდურესი შეშფოთბა გამოიწვია რადგან რელიგიურ ომებში გახვეულ საფრანგეთს ნამდვილად არ სჭირდებოდა ჩრდილოეთით ასეთი მტერი.

უკანასკნელი თვეები და გარდაცვალება

ეკატერინე მედიჩი სიბერეში

სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ეკატერინე ერთობ ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც იგი ყოველდღიურად სიკვდილს ელოდებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი ეკატერინეს იმ გადაწყვეტილებისა, რომ იგი შეხვდა საქვეყნოდ განთქმულ ექიმს, ალქიმიკოსსა და წინასწარმეტყველს - მიშელ დე ნოსტრადამუსს. ეკატერინემ იკითხა თარიღი თუ როდის გარდაიცვლებოდა. ნოსტრადამუსმა კი მიუგო - " მაშინ, როდესაც "სენ-ჟერმენს" იხილავთ".

მას შემდგომ ეკატერინე მედიჩის ფეხი აღარ დაუდგამს სენ-ჟერმენის სამეფო სასახლეში, თუმცა ამას ეკატერინეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეკატერინე მედიჩის დაავადება თანდათან პროგრესირებდა, რის გამოც მასთან ერთი მეტად სახელგანთქმული უცხოელი ექიმი მიიყვანეს. დედოფალმა ახლად გაცნობილ ექიმს სახელი ჰკითხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მისდა სავალალოდ, ბედის ირონიით, ექიმის სახელი სწორედ ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველები სახელი - სენ-ჟერმენი იყო. ამ სახელის გაგონებამ ეკატერინეზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა, რომ დედოფალს მაშინვე ინფაქტი განუვითარდა და 1589 წლის 5 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხელოვნების მფარველი

ეკატერინეს ძალიან უყვარდა რენესანსული ხელოვნება. თავისი სისასტიკით სახელგანთქმული ეკატერინე ჰუმანურობას მხოლოდ ხელოვანი ხალხის მიმართ იჩენდა. სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა : "სანამ ეკატერინე მედიჩი ცოცხალია, საფრანგეთში ხელოვნება არ მოკვდება!". იგი უხვად აჯილდოვებდა ხელოვანებს. მან წამოიწყო მხატვრული პატრონაჟის პროგრამა, რომელიც საფრანგეთში 3 ათწლეულის მანძილზე მიმდინარეობდა. სწორედ მისი წყალობით გაიფურჩქნა საფრანგეთში რენესანსული ხელოვნება.

ეკატერინეს გერბი

ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა სპეციალური მუზეუმი სადაც გამოფენილი იყო იმ ეპოქაში დამზადებული ნივთები. იქ ნახავდით ხელით დამზადებულ რუქებს, ქანდაკებებს, საოცარ ნახატებს,სპილოს ძვლით და ჩინური აბრეშუმით დამზადებულ საუცხოო ავეჯს, ფაიფურის ჭურჭელს და ა.შ. იქ ასევე გამოფენილია ასობით გასაოცარი პორტრეტი, რომლებიც შექმნილია ფრანსუა კოლუეტისა და ჟან კოლუეტის მიერ. სწორედ ისინი იყვნენ ეკატერინეს ფავორიტი მხატვრები. ეკატერინე მედიჩის ბრძანებით ფრანსუა კოლუეტმა შეადგინა წიგნი სადაც ეკატერინე მედიჩის ოჯახის ყველა წევრის პორტრეტებია ჩახატული. ეკატერინეს მმართველობის ეპოქაში იდგმებოდა საოცარი მუსიკალური და თეატრალური შოუები. ასევე მისი ხელშეწყობით დაიხვეწა ბალეტიც.

გარდა მხატვრებისა ეკატერინეს ძალიან უყვარდა მოქანდაკეები, მუსიკოსები და პოეტები. მას შემდეგ რაც ეკატერინეს მეუღლე გარდაიცვალა მისი სიძლიერის უკვდავსაყოფად ააშენებინათ რამოდენიმე საოცარი შატო. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე მედიჩიმ ხელოვნების განვითარებაზე კატასტროფული ხარჯები გაიღო, ვალუას დინასტიის დასრულების შემდეგ ეს ხელოვნების ნიმუშები ქმნიან მათი სიდიადის განცდას.

კულინარიული ლეგენდა

ეკატერინე მედიჩიმ საფრანგეთში უამრავი იტალიური საკვები და ჭურჭელი ჩაიტანა. მაგალითად სწორედ მისი ბრძანებით დამზადდა საფრანგეთის ისტორიაში პირველი ნაყინი და ბამბის ნაყინი. ამას გარდა მან საფრანგეთში დანერგა ჩანგლის გამოყენებაც, ვინაიდან მანამდე მხოლოდ კოვზითა და დანით მიირთმევდნენ. ასევე მან ჩაიტანა ოხრახუში, სალათის ფოთოლი, ფორთოხალი,ბროკოლი, პარმეზანი, ტომატის დამზადების რეცეპტი, პიტნა და სხვა მრავალი. ასევე ეკატერინე მედიჩის ინიციატივით დაინერგა საფრანგეთში მაკარონის ჭამაც. ეკატერინე მედიჩიმ ძალიან გაამდიდრა ფრანგული კულინარია და მასში იტალიური ტრადიციების შერწყმით საოცარი შედეგები მიიღო.

შვილები

პორტრეტი სახელი დაბ. თარიღი გარდ. თარიღი თანამდებობა მეუღლე
ფრანსუა II 19 იანვარი

1544

5 დეკემბერი

1560

საფრანგეთის მეფე

შოტლანდიის თანამეფე

მარიამ სტიუარტი
ელიზაბეტა

ვალუა

2 აპრილი

1545

3 ოქტომბერი

1568

ესპანეთის კოლონიური

იმპერიის დედოფალი

ფილიპე II ჰაბსბურგი
კლაუდია

ვალუა

12 ნოემბერი

1547

21 თებერვალი

1575

ლოთარინგიის

ჰერცოგინია

შარლ III ლორენი
ლუი I 3 თებერვალი

1549

24 ოქტომბერი

1550

ორლეანის ჰერცოგი მეუღლე

არ ჰეყოლია

შარლ IX 27 ივნისი 1550 30 მაისი 1574 საფრანგეთის მეფე ელისაბედ ავსტრიელი
ანრი III 19 სექტემბერი

1551

2 აგვისტო

1589

საფრანგეთის მეფე

პოლონეთის მეფე

ლიტვის დიდი მთავარი

პროვანსის გრაფი

ანჟუს და ორლეანის

ჰერცოგი

ლუიზა დე

ლორენ-ვემონტი

მარგარიტა

ვალუა

14 მაისი 1553 27 მარტი 1615 საფრანგეთის დედოფალი

ნავარის დედოფალი

ანრი IV ბურბონი
ფრანსუა

ვალუა

18 მარტი 1555 10 ივნისი 1584 ანჟუსა და ალანსონის

ჰერცოგი

მეუღლე არ ჰყოლია

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 68 — თბილისი, „კლიო“, 2011.
  • Babelon, Jean-Pierre. "The Louvre: Royal Residence and Temple of the Arts". Realms of Memory: The Construction of the French Past. Vol. III: Symbols. Edited by Pierre Nora. English language edition translated by Arthur Goldhammer, edited by Lawrence D. Kritzman. New York: Columbia University Press, 1998. ISBN 0-231-10926-1.
  • Blunt, Anthony. Art and Architecture in France: 1500–1700. New Haven, Connecticut: Yale University Press, 1999. ISBN 0-300-07748-3.
  • Brantôme, Pierre de Bourdeille. Illustrious Dames of the Court of the Valois Kings. Translated by Katharine Prescott Wormeley. New York: Lamb, 1912.
  • Bryson, David M. Queen Jeanne and the Promised Land: Dynasty, Homeland, Religion and Violence in Sixteenth-century France. Leiden and Boston, Massachusetts: Brill Academic, 1999.
  • Carroll, Stuart. Noble Power During the French Wars of Religion: The Guise Affinity and the Catholic Cause in Normandy. Cambridge: Cambridge University Press, 2005.
  • Dimier, L. French Painting in the XVI Century. Translated by Harold Child. London: Duckworth, 1904.
  • Frieda, Leonie. Catherine de Medici. London: Phoenix, 2005.
  • Heller, Henry. Anti-Italianism in Sixteenth-century France. Toronto: University of Toronto Press, 2003.
  • Heritier, Jean. Catherine de' Medici. Translated by Charlotte Haldane. London: George Allen and Unwin, 1963.
  • Holt, Mack P. The French Wars of Religion, 1562–1629. Cambridge: Cambridge University Press, 2005.
  • Hoogvliet, Margriet. "Princely Culture and Catherine de Médicis". In Princes and Princely Culture, 1450–1650. Edited by Martin Gosman, Alasdair A. MacDonald, and Arie Johan Vanderjagt. Leiden and Boston, Massachusetts: Brill Academic, 2003. 
  • Jollet, Etienne. Jean et François Clouet. Translated by Deke Dusinberre. Paris: Lagune, 1997.