ანა გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
clean up, replaced: ყავდა → ჰყავდა using AWB
(clean up, replaced: ყავდა → ჰყავდა using AWB)
[[1607]] წელს [[ქეთევან დედოფალი|ქეთევან დედოფლის]] შუამდგომლობით გაყვა ცოლად თეიმურაზს. შეეძინა ორი შვილი ლევანი [[1609]] წელს, ხოლო ალექსანდრე [[1610]] წელს. რამდენიმე წელიწადში დასნეულდა და გარდაიცვალა.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] ცნობით „მოკვდა ანნა ქ~სა ჩქ~ი ქართ. სჟჱ“ ე. ი. [[1610]] წელს. [[პარიზის ქრონიკა]] კი შემდეგს გვიამბობს: „ამ შვილების ყოლის უკან ცოტა ხანი გამოვიდა, ყელში ყიყვი გაუჩნდა ანა დედოფალსა, მრავალი იწამლა, უცხო და ძნელი და მერმე ორმოც დრესა სხვა არა ჭამა რა ხმელის პურის მეტი და არაყი ზედა სვა და მერმე გაიჭრა ყიყვი. ქკსა სჟზ. ბევრი უშალა ბატონმა თეიმურაზ და სხვათაცა, მაგრამ არც წამლობა დაიშალა და არც ყელის გაჭრა. ამ ქკსა მიიცვალა დედოფალი ანნა“. ამრიგად პარიზის ქრონიკის მიხედვით, დედოფალი ანა გარდაიცვალა [[1609]] წელს. ვახუშტისა და პარიზის ქრონიკის ცნობები არ ეთანხმება „[[არჩილიანი]]ს“ მონაცემებს. არჩილიანის მიხედვით, თეიმურაზის შვილები ყოფილან ხუთის წლის და მეოთხისა, როცა მოვიდა გლოვა წუხილი, კერძოდ თეიმურაზის ქორწინებიდან შვიდი წლის შემდეგ („შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ“...) ამ ცნობების გათვალისწინებით თეიმურაზს მეუღლე გარდაეცვალა დაახლოებით [[1613]]-[[1614]] წლებში. მაგრამ არც ეს ცნობებია მართებული, რადგან, როგორც ცნობილია [[შაჰ-აბასი]]ს პირველი შემოსევის დროს თეიმურაზს უკვე ყავდაჰყავდა მეორე ცოლი [[ხორეშანი]]. [[ალავერდი]]ს [[1612]] წლის სიგელი რომელშიც დაწესებულია ანას მოსახსენებელი [[აღაპი]], წერია: „ოდეს ყოველთა მბადმან არსთამან წარიყვანა თანამეცხედრე ჩემი დედოფალთ დედოფალი ანა შემგან, შემოგწირე 37 კომლი კაციო“.
 
==ლიტერატურა==
 
{{გურიელები}}
 
[[კატეგორია:გურიელები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1612]]

სანავიგაციო მენიუ