არუენი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
→‎ლიტერატურაში: clean up, replaced: რივენდელ → შუაველ (2) using AWB
(→‎ლიტერატურაში: clean up, replaced: რივენდელ → შუაველ (2) using AWB)
არუენი [[ელრონდი]]სა და [[კელებრიანი]]ს უმცროსი შვილია. მისი ძმები არიან ტყუპისცალი [[ელადანი და ელროჰირი]]. სახელი ''Ar-wen'' ნიშნავს „კეთილშობილ ქალწულს“. ნაწარმოების მიხედვით, იგი ატარებს ნიშანს - ''მწუხრის ვარსკვლავს''.
 
მოთხრობილია<ref>''The Lord of the Rings'', Appendix A, part I.v.</ref>, რომ [[არაგორნი|არაგორნმა]], როდესაც ოცი წელი შეუსრულდა, რივენდელშიშუაველში არუენი პირველად იხილა, როდესაც თავად ელრონდის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა. არუენი მას უმალვე შუყვარდა. გავიდა 30 წელი და ლორიენში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. ნახევარ-ელფმა მას სიყვარულით უპასუხა და [[კერინ ამროთი|კერინ ამროთთან]] მათ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ იქორწინებდნენ.
 
არუენი „ბეჭდების მბრძანებლის“ ტექსტში პირველად ჩნდება რივენდელშიშუაველში, როდესაც ელრონდის სახლში [[ფროდო ბეგინსი]] გონს მოდის. იგი ნადიმის დროს ელრონდთან ერთად ზის. როდესაც [[ბეჭდის საძმო (პერსონაჟები)|ბეჭდის საძმო]] ლოთლორიენში შედის, არაგორნი იხსენებს კერინ ამროთზე არუენთან საუბარს.
 
სანამ არაგორნი [[მკვდრების ბილიკი|მკვდრების ბილიკს]] დაადგებოდა, მას შეუერთდნენ ჩრდილოელი [[დუნადანები]], ელადანთან და ელროჰირთან ერთად, რომლებმაც არუენის ძღვენი, შავი ნაჭრის ალამი მოუტანეს. იგი აფრიალებული იქნა [[პელენორის მინდვრების ბრძოლა|პელენორის მინდვრების ბრძოლისას]]. ალამზე გამოსახული იყო [[ელენდილი]]ს სიმბოლო, მოქარგული [[მითრილი]]თ, ძვირფასი ქვებით და ოქროთი, რაც იყო მეფის დაბრუნების ტრიუმფალური ცნობა.

სანავიგაციო მენიუ