ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11: ხაზი 11:
|მმართველობის დასასრული = [[1705]], [[1716]], [[1737]], [[1745]]
|მმართველობის დასასრული = [[1705]], [[1716]], [[1737]], [[1745]]
|წინამორბედი = [[სალიმ-ფაშა]] ([[1701]])
[[ასლან II]] ([[1708]])
([[1716]])
[[იუსუფ III]] ([[1744]])
|წინამორბედი = [[სალიმ-ფაშა]] ([[1701]])
[[ასლან II]] ([[1708]])
([[1716]])
[[იუსუფ III]] ([[1744]])
|მემკვიდრე = [[ასლან II]] ([[1705]])
[[ასლან II]] ([[1716]])
[[იუსუფ III]] ([[1737]])
[[აჰმედ-ფაშა (ჯაყელი)|აჰმედ-ფაშა ([[1745]])
|მემკვიდრე = [[ასლან II]] ([[1705]])
[[ასლან II]] ([[1716]])
[[იუსუფ III]] ([[1737]])
[[აჰმედ-ფაშა (ჯაყელი)|აჰმედ-ფაშა]] ([[1745]])
|სხვა წოდებები =
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|ვიცე-პრეზიდენტი =

22:53, 17 აგვისტო 2017-ის ვერსია

ისაყ I
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1701, 1708, 1718, 1744
მმართ. დასასრული: 1705, 1716, 1737, 1745
წინამორბედი: სალიმ-ფაშა (1701)
ასლან II (1708)
(1716)
იუსუფ III (1744)
მემკვიდრე: ასლან II (1705)
ასლან II (1716)
იუსუფ III (1737)
აჰმედ-ფაშა (1745)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1745
შვილები: იუსუფ III
აჰმედ-ფაშა
დინასტია: ჯაყელები
მამა: იუსუფ II
რელიგია: სუნიტური ისლამი

ისაყ I ჯაყელი, ახალციხის ფაშა ოთხჯერ: 1701-1705, 1708-1716, 1718-1737 და 1744-1745 წლებში, იუსუფ II-ის ძე. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ - სალიმმა - წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა - ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენიმეჯერ დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით 1718-წლიდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723-1724 წლებში ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს დაპრობაში. 1727, იესე მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ისაყ I-ს ემორჩილებოდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. 1735 წელს, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 წელს ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი 1744 წელს,ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

• ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975
• ლომსაძე შ.,ქსე, ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980