თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(176.221.143.254-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
|კონფლიქტი= თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში
|ნაწილი= თემურლენგის ლაშქრობების
|სურათი= Caucasus 1405 map de alt.svg
[[ფაილი:Caucasus|სათაური= 1405 map de alt.svg|მარცხნივ|მინი|კავკასია და საქართველო თემურლენგის შეომოსევების შემდეგ]]
|თარიღი= [[1386]]–[[1403]]
|მდებარეობა= [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე]], [[ქართლი]], [[თრიალეთი]], [[კახეთი]], [[ჰერეთი]], [[საქართველოს სამეფო]]
|casus=
|შედეგი= [[1403]] წლის ზავი, რომლის პირობითაც თემურმა [[საქართველოს სამეფო|საქართველო]] ცნო დამოუკიდებელ ქრისტიანულ სახელმწიფოდ.
|ტერიტორია=
|მხარე1= [[Image:Sakartvelo - drosha.svg|border|25px]] [[საქართველოს სამეფო|საქართველო]]
|მხარე2= [[Timurid.svg|25px|border]] [[თემურიდების იმპერია]]
|მეთაური1= [[Image:Sakartvelo - drosha.svg|border|25px]] [[ბაგრატ V]] <br /> [[Image:Sakartvelo - drosha.svg|border|25px]] [[გიორგი VII (საქართველოს მეფე)|გიორგი VII]]
|მეთაური2= [[Timurid.svg|25px|border]] [[თემურლენგი]]
|ძალა1= 50,000 მებრძოლი
|ძალა2= 200,000-მდე მებრძოლი
|დანაკარგები1= უმძიმესი
|დანაკარგები2= მძიმე
|შენიშვნა=
}}
[[File:Timur orders campaign against Georgia.jpg|მინი|„თემური ბრძანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობას“. „ზაფარნამეს“ ილუსტრაცია, 1595-1600]]
'''თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში''' – [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]], [[ირანი]]ს და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს [[თემურლენგი|თემურლენგს]] შეტაკება უხდებოდა [[ოქროს ურდო]]სთან. [[1385]] ოქროს ურდოს ხანი [[თოხთამიში]] ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც [[1386]] შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. [[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ V]]-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.
[[1400]] გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით [[თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში|მეექვსედ]] შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები [[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე|გიორგი VII-ის]] მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა [[გორის ციხე|გორის ციხეს]], სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა [[ძამის ციხე|ძამის ციხეში]], სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქიდან თეძმის ხეობით - მცხეთაში და დალაშქრეს არაგვის ხეობა, შემდეგ ააოხრა [[ტაო]]. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა.
 
[[ფაილი:Caucasus 1405 map de alt.svg|მარცხნივ|მინი|კავკასია და საქართველო თემურლენგის შეომოსევების შემდეგ]]
[[1401]] თემურლენგი [[თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა|მეშვიდედ]] მოადგა საქართველოს ასაოხრებლად, გიორგი VII-მ ზავი შესთავაზა. თემურლენგი დათანხმდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანთან გადამწყვეტი შეტაკების წინ ზავი მისთვის ხელსაყრელი იყო. 1401 შამქორის ზავის პირობით საქართველო კისრულობდა ხარკის გადახდას, თემურლენგის ლაშქრობების მიღებას, სამიმოსვლო გზების თავისუფლების დაცვას. ქართველებს ეკრძალებოდათ მუსლიმურ ქვეყნებში სახალხოდ ქრისტიანული რელიგიური რიტუალის შესრულება, ხოლო თავიანთ ქვეყანაში კარგად უნდა მოპყრობოდნენ მუსლიმანებს. სამაგიეროდ თემურლენგი საქართველოს მშვიდობას და ხელშეუხებლობას აღუთქვამდა. მიუხედავად ზავისა, თემურლენგი იმავე წელს თავს დაესხა [[თორთომი]]ს ციხეში გამაგრებულ ქართველებს და მოაოხრა იქაური მხარე.
 

სანავიგაციო მენიუ