ალექსანდრე ტორმასოვი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ დაემატა კატეგორია:დაბადებული 11 აგვისტო გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1819]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1819]] |
||
[[კატეგორია:საქართველოს მთავარმართებლები]] |
[[კატეგორია:საქართველოს მთავარმართებლები]] |
||
[[კატეგორია:დაბადებული 11 აგვისტო]] |
18:08, 3 აგვისტო 2017-ის ვერსია
ალექსანდრ პეტრეს ძე ტორმასოვი (დ. 11 აგვისტო, 1752 – 25 ნოემბერი, 1819, მოსკოვი) — რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1809–1811 წლებში.
მან პოლკოვნიკ თეოდორ სიმონოვიჩთან ერთად მოტყუებით შეიპყრო სოლომონ II და შემდგომ იმერეთში დაწყებულ აჯანყებას სასტიკად გაუსწორდა. 1809 წლის 5 მარტს დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად (რუს. главноуправляющий Грузии). 1810 წელს, იმერეთის სამეფოს გაუქმებასთან ერთად, მისი მთავარმართებლობის დროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა მამია გურიელი და აფხაზეთის მთავარი გიორგი (საფარ-ბეგ) შერვაშიძე. 1811 წელს ტორმასოვმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ნიჟნი-ნოვგოროდში გადაასახლა და მცხეთის საკათალიკოსო ტახტი გააუქმა. 1810 წელს ახალციხეზე განხორციელებული წარუმატებელი იერიშის და შავი ჭირის გამო საქართველოში მდგომარეობა დაიძაბა. ტორმასოვმა გადადგომა ამჯობინა.
საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1809 წლის 5 მარტს, ხოლო 1811 წლის 6 ივლისს ჩაანაცვლეს მარკიზ ფილიპ პაულუჩით.
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 11
წინამორბედი: ივან გუდოვიჩი |
საქართველოს გუბერნიის მმართველი საქართველოს მთავარმართებელი 1809-1811 |
შემდეგი: ფილიპ პაულუჩი |
|