აკრის ალყა (1189-1191): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მივწერე მომხმარებელს
მომხმარებლის გიო ოქრო ცვლილებების გაუქმება (№3347891)
ხაზი 9: ხაზი 9:
|შედეგი=ჯვაროსანთა მიერ [[აკო|აკრის]] აღება
|შედეგი=ჯვაროსანთა მიერ [[აკო|აკრის]] აღება
|ტერიტორია=
|ტერიტორია=
|მხარე1=[[File:England COA.svg|22px]] [[ინგლისის სამეფო]]
[[File:Arms of the Kingdom of France (Ancien).svg|22px]] [[საფრანგეთის სამეფო]]
[[File:Vexillum Regni Hierosolymae.svg|border|22px]] [[იერუსალიმის სამეფო]]
[[File:Armoiries Saint-Empire monocéphale.svg|21px]] [[საღვთო რომის იმპერია]]
[[File:Rubenid_Flag.svg|border|22px]] [[კილიკიის სომეხთა სამეფო]]
|მხარე1=[[File:Royal Arms of England (1198-1340).svg|22px]] [[ინგლისის სამეფო]]
[[File:Arms of the Kingdom of France (Ancien).svg|22px]] [[საფრანგეთის სამეფო]]
[[File:Vexillum Regni Hierosolymae.svg|border|22px]] [[იერუსალიმის სამეფო]]
[[File:Armoiries Saint-Empire monocéphale.svg|21px]] [[საღვთო რომის იმპერია]]
[[File:Rubenid_Flag.svg|border|22px]] [[კილიკიის სომეხთა სამეფო]]
|მხარე2=[[File:Flag of Ayyubid Dynasty.svg|22px]] [[აიუბიდები]]
|მხარე2=[[File:Flag of Ayyubid Dynasty.svg|22px]] [[აიუბიდები]]
|მეთაური1=[[File:England COA.svg|22px]][[რიჩარდ I|რიჩარდ I ლომგული]]
[[File:Arms of the Kingdom of France (Ancien).svg|22px]] [[ფილიპ II ოგიუსტი|ფილიპ ავგუსტი]]
[[File:Vexillum Regni Hierosolymae.svg|border|22px]] [[გი დე ლუზინიანი]]
[[File:Cross of the Knights Templar.svg|border|18px]] [[ჟერარდ რიდეფორტი†]]

|მეთაური1=[[File:Royal Arms of England (1198-1340).svg|22px]][[რიჩარდ I|რიჩარდ I ლომგული]]
[[File:Arms of the Kingdom of France (Ancien).svg|22px]] [[ფილიპ II ოგიუსტი|ფილიპ ავგუსტი]]
[[File:Vexillum Regni Hierosolymae.svg|border|22px]] [[გი დე ლუზინიანი]]
[[File:Cross of the Knights Templar.svg|border|18px]] [[ჟერარდ რიდეფორტი†]]

[[File:Cross of the Knights Templar.svg|border|18px]] [[რობერტ დე საბლე]]
[[File:Hohenstaufen_family_arms.svg|15px]][[ფრიდრიხ VI]]-შვაბიის ლორდი
[[File:Rubenid_Flag.svg|border|22px]][[ლეო II-კილიკიის ლორდი]]
{{flagicon|Austria}} [[ ლეოპოლდ V]]-ავსტრიის გრაფი
[[File:P%C5%99emyslovci_erb.svg|18px]] [[დეპოლტ II]]†
[[File:Cross of the Knights Templar.svg|border|18px]] [[რობერტ დე საბლე]]
[[File:Hohenstaufen_family_arms.svg|15px]][[ფრიდრიხ VI]]-შვაბიის ლორდი
[[File:Rubenid_Flag.svg|border|22px]][[ლეო II-კილიკიის ლორდი]]
{{flagicon|Austria}} [[ ლეოპოლდ V]]-ავსტრიის გრაფი
[[File:P%C5%99emyslovci_erb.svg|18px]] [[დეპოლტ II]]†
|მეთაური2=[[File:Flag of Ayyubid Dynasty.svg|22px]] [[სალადინი]]

|მეთაური2=[[File:Flag of Ayyubid Dynasty.svg|22px]] [[სალადინი]]

15:28, 30 ივლისი 2017-ის ვერსია

აკრის ალყა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი
აკრის ალყა
თარიღი აგვისტო 1189 - ივლისი 1191
მდებარეობა აკრა, პალესტინა
შედეგი ჯვაროსანთა მიერ აკრის აღება
მხარეები
ინგლისის სამეფო
საფრანგეთის სამეფო
იერუსალიმის სამეფო
საღვთო რომის იმპერია
კილიკიის სომეხთა სამეფო
აიუბიდები
მეთაურები
რიჩარდ I ლომგული
ფილიპ ავგუსტი
გი დე ლუზინიანი
ჟერარდ რიდეფორტი†

რობერტ დე საბლე
ფრიდრიხ VI-შვაბიის ლორდი
ლეო II-კილიკიის ლორდი
ავსტრიის დროშა ლეოპოლდ V-ავსტრიის გრაფი
დეპოლტ II

სალადინი

ემირა მოჯილი
აიბეკ ალ არხეში
იბნ ალ ბესარაუ
იმად ედ დინ სინჯარი
ჰოსან ად დინ ლულუ
გოკბორი
მოეზ ად დინი
ალ ადილ I
ასად ად დინი
ბეჰა ად დინ კარაკუში
აბუ ალ ჰეიჯა
იბნ ბარიკი
საიფ ად დინ მეშტუფი
შირკუჰ იბნ ბახელი

ძალები
თავიდან 3000 მოგვიანებით 25000 უცნობია
გარნიზონი 6000
დამხმარე 20000
დანაკარგები
2500 გარნიზონი: 6000 დამხმარე: მძიმე
აკრის ალყა ვიკისაწყობში

აკრის ალყა — კონფლიქტი ჯვაროსნებსა და აიუბიდებს შორის. მიმდინარეობდა 1189-1191 წლებში. ორწლიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი აკრა.

წინაპირობა

მას შემდეგ რაც იერუსალიმის მეფე გახდა გი დე ლუზინიანი, გაგრძელდა მუსლიმთა ქარავნების დარბევა რენო დე შატიი- ონის მიერ. ამის გამო სალადინისგან გამოგზავნილი ელჩები არ მიიღეს. ეს გახდა მშვიდობის დარღვევის მიზეზი. სალადინი 200000-იანი ჯარით შეიჭრა პალესტინაში, დაამარცხა ჯვაროსნები ჰატინის ბრძოლაში და იერიში მიიტანა იერუსალიმზე. სალადინმა 14 დღეში აიღო ქალაქი.იერუსალიმის შემდეგ აიღო ასკალონი, იაფა და აკრა. წმინდა მიწის დასაბრუნებლად პაპმა გრიგოლ VIII-მ მოუწოდა ინგლისის,საფრანგეთის და საღვთო რომის იმპერიის მონარქებს. ისინი ცალცალკე გამოემართნენ წმინდა მიწისკენ.

ალყა

ამასობაში 1189 წელს სალადინმა გი დე ლუზინიანი გაათავისუფლა. იგი ჯვაროსანთა პორტ ტვიროსს მიადგა, თუმცა იქ არ შეუშვეს. ამის შემდეგ გი აკრისკენ გაემართა და ალყაში მოაქცია ის. გი დე ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად სალადინი მოვიდა და მოალყე ჯვაროსნები ალყაში მოაქცია. შემოდგომაზე მეტმა ევროპელმა ჯვაროსანმა მოაღწია. გის საშუალება მიეცა მეორე ბლოკადა შემოერტყა აკრისთვის. ჩამოვიდა ამბავი, რომ ფრიდრიხ I ბარბაროსა მოიწევდა აკრისკენ. ამან ქისტიან ჯარისკაცები მორალი გაუზარდა და აიძულა სალადინი მეტი ჯარისკაცი მოებილიზებინა, რათა ქალაქის ორი ბლოკადა დაემარცხებინა. მომდევნო თხუთმეტი თვე ძირითადი მოქმედებების გარეშე გავიდა. 30 ოქტომბერს, 50 მუსლიმთა გალერა შეიჭრა ქრისტიანთა ბლოკადაში და მიაწოდა ქალაქს საკვები და იარაღი. 17 დეკემბერს მოხერხდა პორტისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება. 1190 წლის მარტში ჯვაროსანთა მეთაური კონრადი წავიდა ტვიროსში და ჩამოიტანა საკვები და იარაღი, რაც დაეხმარათ ეგვიპტის ფლოტის წინააღმდეგ. ასევე ჩამოიტანა მასალა საალყო მანქანებისთვის, ამის მიუხედავად ეს მანქანები დაიკარგა 6 მაისს, როცა ჯვაროსნებმა სცადეს თავდასხმა ქალაქზე.

20 მაისს სალადინმა, რომელიც აგრძელებდა არმიის გაძლიერებას,დაიწყო შეტევა ქრისტიანთა ბანაკზე რომლებიც გასული რვა დღე იგერიებდნენ მის შეტევებს. 25 ივლისს, მათი მეთაურების წინააღმდეგობის მიუხედავად ჯვაროსნები თავს დაესხნენ სალადინის მარჯვენა ფლანგს და დამარცხდნენ. დამატებითი ძალები საფრანგეთიდან ჩამოვიდა ზაფხულის ბოლოს, ჰენრი II შამპანის, თეობალდ II ბლოისის, სტეფან I სანსერის, რაულ I კლერმონის, ჯონ ფონტიგის და ალან სან-ვალერის ლორდების მეთაურობით. ფრიდრიხ VI შვაბიის ლორდი ჩამოვიდა ოქტომბრის დასაწყისში მამამისის დარჩენილ არმიმიასთან ერთად. ცოტა ხანში მოვიდა ინგლისელთა არმიაც, რომელსაც მეთაურობდა ბალდუინ ექსეტერი, კენტერბე-რიელი ეპისკოპოსი. ოქტომბერში ჩამოვიდა ასევე გრაფი ბარი და ქრისტიანებმა შეძლეს ალყის გარღვევა და მიაწოდეს საკვები ბანაკს აკრასთან. ცხოვრება ქალაქში და ქრისტიანთა ბანაკში სწრაფად გართულდა, მას შემდეგ რაც სალადინმა მოახერხა მათი შეკავება. სურსათი გახდა შეზღუდული, წყალი კი დაბინძურდა ცხოველთა და ადამიანთა ცხედრებით. ეპიდემიები მალე გავრცელდა.გი დე ლუზინიანის მეუღლე სიბილა და მისი ორი ქალიშვილი გარდაიცვალა. გიმ დაკარგა პრეტენზია იერუსალიმის ტახტზე.

სალადინის არმია იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელი იყო ჯვაროსანთ ხმელეთიდან დახმარება. ზამთარში გაძნელდა საკვების შოვნა. თეობალდი და სტივენი გარდაიცვალნენ. ფრიდრიხიც მალევე გარდაიცვალა 1191 წლის 20 იანვარს. პატრიარქი ერაკლიუსუც ალყაში გარდაიცვალა.

31 დეკემბერს კიდევ ერთი კედლების გარღვევის მცდელობა ვერ მოხერხდა. 6 იანვარს კედლის ნაწილობრივ დაშლას მოჰყვა ქრისტიანთა მცდელობა გაენადგურებინათ მუსლიმთა გარნიზონები.13 თებერვალს სალადინმა შეძლო ქრისტიანთა ხაზების გარღვევა და მიაღწია ქალაქს, შეავსო ქალაქის გარნიზონი, რადგან ძველი მთლიანად განადგურდა. ჯვაროსნებმა სცადეს ზღვიდან სცადეს შეტევა თუმცა ქარმა და წყალქვეშა კლდეებმა ხელი შეუშალა მიახლოებაში.

ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V გაზაფხულზე ჩამოვიდა და ხელში ჩაიგდო ხელში ჯვაროსანთა არმია.ასევე ჩამოვიდა სალადინისთვის გამანადგურებელი ინფორმაცია.მან ვერ გამოიყენა შანსი გაენადგურებინა ქრისტიანები,ახლა კი მეფე რიჩარდ ლომგული და ფილიპ ავგუსტი გზაში იყვნენ წმინდა მიწისკენ და ორივეს ახლავს ძლიერი არმია.სალადინს გამარჯვების შანსი ხელიდან გამოეცალა.

მეფე ფილიპი ჩამოვიდა 20 აპრილს,1191,და მეფე რიჩარდი 8 ივნისს,მას შემდეგ რაც დაიპყრო კვიპროსი.რიჩარდი მოვიდა 100 გემით(8000 მეზღვაურით),ხოლო ფილიპი გენუის ფლოტით.ფილიპმა რიჩარდის ჩამოსვლამდე ააწყო საალყო მანქანები.რიჩარდი ცდილობდა სალადინთან შეხვედრას და დაზავებას,თუმცა შეხვედრა არ შემდგარა.საალყე მანქანებმა გააჩინა ხვრელები აკრის კედლებში,გარნიზონი კარგად იცავდა მათ. 3 ივლისს კიდევ ჩამოინგრა კედელი, თუმცა მოახერხეს ქრისტიანთა შეჩერება.4 ივლისს ქალაქმა დანებება შესთავაზა, თუმცა რიჩარდმა პირობები არ მიიღო. ამჯერად სალადინმა თავი შეიკავა შეტევისგან. 7ივლისს ქალაქმა გაგზავნა ელჩი სალადინთან და დახმარება მოსთხოვა წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს ჯვაროსნებს გადასცემდნენ. 11 ივლისს იყო ბოლო ბრძოლა მათ შორის. 12 ივლისს ქალაქმა კიდევ შესთავაზა დანებება, ამჯერად მათი წინადადება მისაღები იყო ჯვაროსნებისთვის. სალადინი არ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ჯვაროსნები დათანხმდნენ და შევიდნენ ქალაქში. მუსლიმთა გარნიზონი დაატყვევეს. ლეოპოლდი და ფილიპი რიჩარდთნ დაპირისპირების გამო წავიდნენ ევროპაში. ქრიტიანთა ჯარების მეთაურობა რიჩარდს ერგო.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

• Reston, James Jr.: Warriors of God: Richard the Lionheart and Saladin in the Third Crusade. Anchor, 2001.
• Runciman, Steven: Historia de las cruzadas. Tomo 3. Madrid, Alianza Editorial, 1973. ISBN 84-206-2061-0.
• Williams, Paul L.: The Complete Idiot's Guide to the Crusades. Editorial Alpha, 2002.