Musique pour Supermarché: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ინტერნეტ-რესურსები: რესურსები ინტერნეტში - შეცვლა "ინტერნეტ-რესურსებით", replaced: რესურ using AWB
→‎რესურსები ინტერნეტში: რესურსები ინტერნეტში - დაბრუნება ძველზე, replaced: ინტერნეტ-რესურ using AWB
ხაზი 53: ხაზი 53:
მითითებული ხანგრძლივობა ეფუძნება ბუტლეგურ ჩანაწერებს, ვინაიდან ორიგინალური ჩანაწერი არ არსებობს.
მითითებული ხანგრძლივობა ეფუძნება ბუტლეგურ ჩანაწერებს, ვინაიდან ორიგინალური ჩანაწერი არ არსებობს.


==ინტერნეტ-რესურსები==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://216.70.103.199/forum/viewtopic.php?p=13184#13184 სურათები ყდიდან]
* [http://216.70.103.199/forum/viewtopic.php?p=13184#13184 სურათები ყდიდან]
* [http://216.70.103.199/forum/viewtopic.php?t=1080&highlight=supermarkets სურათები აუქციონის კატალოგიდან]
* [http://216.70.103.199/forum/viewtopic.php?t=1080&highlight=supermarkets სურათები აუქციონის კატალოგიდან]

23:10, 11 ივლისი 2017-ის ვერსია

Music for Supermarkets
გამოცემის თარიღი 6 ივლისი, 1983
ჩაიწერა თებერვალი-მაისი 1983
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 34:16
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი

Music for Supermarkets — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1983 წლის სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა მხოლოდ ერთი ასლის სახით, ერთადერთხელ გავიდა რადიოსადგურის ეთერში (სწორედ ამ ეთერის მეშვეობით ჩაწერილი ასლები ვრცელდება ჯგუფის მოყვარულებს შორის) და ითვლება ჟარის ერთ-ერთ იშვიათ დისკად.

ისტორია

1983 წელს ჟარს შეუკვეთეს მუსიკა გამოფენისათვის, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა მხატვრობა სუპერმარკეტების თემაზე. ალბომი ჩაიწერა 1983 წლის თებერვალში-მარტში. გამოფენა გაიმართა ჟან-კლოდ რიდელის გალერეაში, 1983 წლის ივნისში. მხატვრობის ნაწილი გასაყიდად აუქციონზე იქნა გამოტანილი. ამ მოვლენის შთაგონებით, ჟარმა გადაწყვიტა ალბომის ერთადერთი ასლის საქველმოქმედოდ გამოცემა. გამოფენის დასრულების შემდეგ ყველა ორიგინალური ფირი განადგურდა, ამიტომ ეს ასლი უნიკალურად ითვლება და წარმოადგენს მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ჩანაწერს.

ალბომის ბუკლეტში წარმოდგენილია 11 პოლაროიდის ტიპის ფოტოსურათი, ხოლო მეთორმეტე ფოტოს ადგილი ცარიელია, რათა მსურველს ჰქონოდა საკუთარი სურათის ჩსმის საშუალება. ალბომის მფლობელის ვინაობა ანონიმური იყო, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ვინმე მ. ჟერარი იყო. მასზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში მოსმენილმა ჟარის კომპოზიციამ Souvenir of China. 2007 წლისათვის დისკის ასლი ორჯერ გაიყიდა, მეორე მფლობელია ვინმე დუკრუა. ამჟამად მისი მფლობელის ვინაობა უცნობია.

სიმღერების სია

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Musique pour Supermarché Overture“4:09
2.„Musique pour Supermarché Part I“2:18
3.„Musique pour Supermarché Part II“3:29
4.„Musique pour Supermarché Part III“2:17
5.„Musique pour Supermarché Part IV“3:52
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Musique pour Supermarché Part V“5:54
2.„Musique pour Supermarché Part VI“3:59
3.„Musique pour Supermarché Part VII“3:51

მითითებული ხანგრძლივობა ეფუძნება ბუტლეგურ ჩანაწერებს, ვინაიდან ორიგინალური ჩანაწერი არ არსებობს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო