ლისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 30: ხაზი 30:
|ვიკისაწყობი =
|ვიკისაწყობი =
}}
}}
'''ლისის ტბა''' — ტბა [[საქართველო]]ში, [[თბილისის ქვაბული|თბილისის ქვაბულში]], [[თბილისი|ქალაქის]] ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე.<ref>„თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი), გვ. 27</ref> ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], [[თოვლი]]სა და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. მაღალი დონე აქვს [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], დაბალი — [[შემოდგომა]]ზე. [[ზაფხული|ზაფხულში]] [[წყალი]] თბილია, მაქსიმალური [[ტემპერატურა]] — 28&nbsp;°C. [[ზამთარი|ზამთრობით]] ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. [[წყალი]] მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია [[თევზები|თევზი]]. საწყლოსნო [[სპორტი]]სა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე [[თბილისი|თბილისელთა]] დასასვენებელი ადგილია.<ref>{{ქსე|6|252|აფხაზავა ი.|არა|}}</ref>
'''ლისის ტბა''' — ტბა [[საქართველო]]ში, [[თბილისის ქვაბული|თბილისის ქვაბულში]], [[თბილისი|ქალაქის]] ჩრდილო-დასავლეთით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 624 მ სიმაღლეზე.<ref>„თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი), გვ. 27</ref> ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს [[წვიმა|წვიმის]], [[თოვლი]]სა და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლით]]. მაღალი დონე აქვს [[გაზაფხული|გაზაფხულზე]], დაბალი — [[შემოდგომა]]ზე. [[ზაფხული|ზაფხულში]] [[წყალი]] თბილია, მაქსიმალური [[ტემპერატურა]] — 28&nbsp;°C. [[ზამთარი|ზამთრობით]] ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. [[წყალი]] მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია [[თევზები|თევზი]]. საწყლოსნო [[სპორტი]]სა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე [[თბილისი|თბილისელთა]] დასასვენებელი ადგილია.<ref>{{ქსე|6|252|აფხაზავა ი.|არა|}}</ref>


ლისის ტბა [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ მშვენიერი ჰავაა დასასვენებლად. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო [[რელიეფი]].<ref>[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Lisi-lake/ კურორტი ლისის ტბა // ცნობები ლისის ტბის შესახებ]</ref>
ლისის ტბა [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ მშვენიერი ჰავაა დასასვენებლად. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო [[რელიეფი]].<ref>[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Lisi-lake/ კურორტი ლისის ტბა // ცნობები ლისის ტბის შესახებ]</ref>

10:59, 19 ივნისი 2017-ის ვერსია

ლისის ტბა
ლისის ტბა
ლისის ტბა
კოორდინატები: 41°44′34″ ჩ. გ. 44°44′08″ ა. გ. / 41.74278° ჩ. გ. 44.73556° ა. გ. / 41.74278; 44.73556
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, თბილისი
სიმაღლე ზღვის დონიდან 624 
ფართობი 0,47 კმ²
მოცულობა 1,22 მლნ. კმ³
მაქსიმალური სიღრმე
აუზის ფართობი 16 კმ²
ლისის ტბა — საქართველო
ლისის ტბა
ლისის ტბა — თბილისი
ლისის ტბა

ლისის ტბა — ტბა საქართველოში, თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.[2]

ლისის ტბა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ მშვენიერი ჰავაა დასასვენებლად. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. მისი მიდამოების კეთილმოწყობა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო რელიეფი.[3]

2007 წელს მის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი. დღეს ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება, ახორციელებს კომპანია „ლისი დეველოპმენტი“. პროექტის პირველი უბანია ლისი ვერანდა, რომლის მოწყობა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.[4]

ლისის ტბა მისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, რომლებიც ზღვის დონიდან 380-600 მეტრამდე მერყეობს, ლისის ტბა, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით.[4]

ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება კომპანია ლისი დეველოპმენტმა 2012 წელს დაიწყო. ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე შენდება სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის.[4]

2016 წელს ტბის გარშემო ქალაქის მერიის დავალებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს. ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა. ბილიკის გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა. ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან, კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები.[5] აღსანიშნავია ასევე ლისის ტბის მწვანე მასივი, რომელიც საბურთალოს უერთდება. ტბის შემოგარენში არსებობს თერმული წყარო. 2015 წელს ტბის ტერიტორიაზე გაიხსნა გოგირდის აბანო.[4] ლისის ტბის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი თხინვალი.[6]

სქოლიო

  1. „თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი), გვ. 27
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 252.
  3. კურორტი ლისის ტბა // ცნობები ლისის ტბის შესახებ
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 ლისი დეველოპმენტი // ცნობები ლისის ტბის შესახებ
  5. ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკი მოეწყო
  6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33.