ეტალონი (პროექტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გალერეა ზედმეტი ხომ არ არის?
ხაზი 64: ხაზი 64:
გადაცემაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა თუ ქალაქების სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა გუნდები. თუმცა, არაგეგმიურ გადაცემებში პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები თუ მასწავლებლებიც იღებენ მონაწილეობას.
გადაცემაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა თუ ქალაქების სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა გუნდები. თუმცა, არაგეგმიურ გადაცემებში პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები თუ მასწავლებლებიც იღებენ მონაწილეობას.


==გალერეა==
<center><gallery>
ფაილი:Gadacema etaloni.JPG|მოსწავლეები „ეტალონში“ თამაშისას
ფაილი:Gadacema etaloni 2.JPG|მასწავლებლების თამაში „ეტალონში“
ფაილი:Etaloni 1.JPG|ეტალონის მონაწილეები
ფაილი:Etaloni 2.JPG|ეტალონი პატრული
ფაილი:Etaloni 3.JPG|ახალგაზრდა მოჭიდავეები ეტალონში
ფაილი:Etaloni 4.JPG|ეტალონი ჩოხოსნები
ფაილი:Etaloni 5.JPG|მუსიკალური ნომერი - [[დები ნაყეურები]]

</gallery></center>
==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.etaloni.ge „ეტალონის“ ოფიციალური საიტი]
* [http://www.etaloni.ge „ეტალონის“ ოფიციალური საიტი]

20:34, 15 ივნისი 2017-ის ვერსია

ეტალონი
გადაცემა ეტალონის ლოგო
ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი
წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მანანა ღოღობერიძე
პროდიუსერ(ებ)ი არჩილ თავბერიძე
ეთერი
ორიგინალური არხი პირველი არხი
ჩვენების ფორმატი 4:3
პირველად ეთერში 2004 წლის ოქტომბერი


„ეტალონი“ — სატელევიზიო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობის მასობრივ დაინტერესებას სწავლა-განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მედია საშუალებებით).

ეტალონი ტელეკომპანია იმედისა და ჟურნალ „რეიტინგის“ ერთობლივი, მოსწავლე ახალგაზრდობაზე გათვლილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები.

„ეტალონის“ იდეის ავტორი და წამყვანია გოჩა ტყეშელაშვილი. ეთერში გასვლის შემდეგ, პროექტმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობაში, ისე უფროსი ასაკის ტელემაყურებლებში.

პროექტს, ეთერში გასვლამდე უკვე მხარს უჭერდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულია და დაპატენტებულია.

„ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ“ ქალაქ ჰანოვერში (გერმანია) 2006 წლის 26-28 მაისს ფართომასშტაბიან კონფერენციაზე პროექტი „ეტალონი“ პედაგოგიკის სიახლედ აღიარა, დიპლომი და ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი — „მედიაპედაგოგიკა“ შეურჩია.

ისტორია

პროექტი 2004 წლის შემოდგომის სატელევიზიო სეზონიდან ტელეკომპანია მზის ეთერში დაიწყო, თუმცა გაზაფხულის სეზონიდან მან ტელეკომპანია იმედზე გადაინაცვლა; აქვე, მას დაემატა მეორე პროექტი სტუდენტებისათვის — ეტალონის პრინციპებზე აგებული გადაცემა „დიდი პერსპექტივა“. 2007 წლის შემოდგომიდან, ეტალონი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაგრძელდა. 2008 წლის შემოდგომიდან, გადაცემა კვლავ ტელეკომპანია მზეს უბრუნდება. 2010 წლის შემოდგომიდან ყოველ კვირას, დილის 10:00-ზე ეტალონი იმედის ეთერში გადიოდა. 2012 წლის შემოდგომიდან ეტალონი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადის ყოველ შაბათს 18:00 საათზე, ხოლო განმეორებით კვირას,დილის 10:00 საათზე. გადაცემას მართვას საპროდიუსერო კომპანია „ეტალონი მედია“.

გადაცემაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა სოფლებისა თუ ქალაქების სკოლების წარმატებულ მოსწავლეთა გუნდები. თუმცა, არაგეგმიურ გადაცემებში პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები თუ მასწავლებლებიც იღებენ მონაწილეობას.

რესურსები ინტერნეტში