ცეკვა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
3 ბაიტი დაემატა ,  3 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(82.211.128.135-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
[[ფაილი:Robert_Dudley_Elizabeth_Dancing.jpg|მინი|300x300პქ|რობერტ დადლი, მოცეკვავე ელისაბედი ]]
 
განპირობებული ცეკვის ეფემერული ბუნებით 1400-იანი წლებიდან ვერ შემოინახა საგულისხმოდ მრავალი ინდივიდუალური ნამუშევარი, მაგრამ ამ დროისათვის მაინც არსებობდნენ ცეკვის ოსტატები და მათ შორის იყო [[დომენიკო და პიაჩენცა]] (იგივე და ფერარა, ფლორენ. დაახ. 1420-60), რომლებიც იტალიური სამეფოების კარზე მსახურობდნენ. [[რენესანსი|რენესანსის ხანაში]] მიუხედავად იმისა, რომ სრულდებოდა ცეკვები და განსაკუთრებით გლეხების მიერ ორგანიზირებულ, წელიწადის დროებთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს, მაინც მწირი ინფორმაცია მოიპოვება ამდროინდელ წყაროებში. ადრეულ 15-ე საუკუნეში შეიმჩნევა აშკარა ცვილილება. დაიწყო ხალხური (ისინი მეტწილად [[პრექრისტიანული|პრექრისტიანულ]] საცეკვაო ფორმებს ეყრდნობოდნენ და უმთავრესად ღია ცის ქვეშ იმართებოდნენ) და დიდებულთა ცეკვების ერთმანეთისაგან გამოყოფა. ცვლილება შეიმჩნეოდა აგრეთვე [[სოციალური ცეკვები|სოციალური ცეკვების]] წყველების მიერ შესრულებაშიც, რომლებიც [[ევროპა|ევროპული]] სამეფოების კარზე დროსტარებისა და გართობის მიზნით ხდებოდა. სამეფო კარის პროფესიონალი მოცეკვავის გამოსვლა და პირველი ცეკვის სახელმძღვანელოების გამოჩენა ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცეკვა იმ დროს უკვე არისტოკრატიის ცხოვრების სტილის ნაწილად იყო ქცეული. იმ დროის კარის პოეტმა [[ანტონიო კორნაცანო|ანტონიო კორნაცანომ]] (1429 - 1484) მრავალრიცხოვანი ნამუშევრების ჩათვლით დაწერა “Libro sull’arte del danzara” ((დაახლ. 1455 წ.). ამ დროისათვის მეტად იყო გავრცელებული ცეკვა [[ცეკვა პავანა|პავანა]] (ფარშევანგების ცეკვა). რენესანსის ეპოქის განმავლობაში უმთავრესად საპროცესიო ცეკვას ეკავა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ღირსეული საცერემონიო მოძრაობებით გამოირჩეოდა და რომელთა შესერულება ქალბატონებსაც კი შეეძლოთ მიუხედავად მათი არაკომფორტული კაბებისა. მხიარულებამ და მისწრაფებამ თავისუფალი წეს-ჩვეულებებისადმი განაპირობა “danse haute”-ის (მაღალი ცეკვა) შემოღება, რომელიც “danse basse”-თან შედარებით უფრო სწრაფი მოძრაობებისაგან, შეხტომებისაგან შედგებოდა და ფიზიკურ მოქნილობას მოითხოვდა. ამ სახის პირველი ცეკვა იყო იტალიური [[გალიარდა]], რომლიცრომელიც უმეტესწილად პარტნიორებს შორის ხელის შეხების გარეშე შერეული ნაბიჯებითა და შეხტომებით სრულდებოდა. გალიარდა, როგორც წესი, პავანას მოჰყვებოდა ხოლმე.16-ე საუკუნეში არისტოკრატიის მხიარული ხასიათის ცეკვები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ფენის ძირებს შეიცავდა, რომლებიც სტილისტურად სახეცვლილი ფორმით იქნა გადმოღებული. 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში ცეკვები კი უფრო მეტად  დაიხვეწა, გამთლიანდა და ამავდროულად მეტი სენსაციურობაც შეიძინა. [[ევროპა|ევროპულ]] სამეფო კარებზე ცეკვის სკოლების მიერ დიდგვაროვანთა სწავლება ხორციელდებოდა იმგვარად, რომ  იმ დროის პოპულარული ცეკვების ერთი ქვეყნიდან მეორეში გავრცელება შესაძლებელი ყოფილიყო. ნიჭიერი და დახელოვნებული იმპრესარიოები საუცხოო წარმოდგენებს უწევდნენ ორგანიზირებას, რომლის დროსაც ცეკვებს, [[გალობა|გალობას]], [[რეჩიტატივი|რეჩიტატივს]] და [[პანტომიმა|პანტომიმას]] მდიდრულად მორთული გარემოში ეთმობოდა ადგილი. ესენი იყო [[იტალია|იტალიური]] “balli”, [[საფრანგეთი|ფრანგული]] “Ballet de cour” და [[ინგლისი|ინგლისური]] “masques”, რომელთა დაგეგმვასა და დადგმაში თავად სამეფო ოჯახი იღებდა მონაწილეობას. გვიანდელი რენესანსის ცეკვის საუკეთესო წყაროდ [[თუანო არბოს]] “ორქესოგრაფიაა” (1588) მიჩნეული.
 
===ტრადიციული აფრიკული ცეკვა===

სანავიგაციო მენიუ