ცვლილებები

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ელექტრო გიტარა''' — [[გიტარა|გიტარის]] სახეობა, რომელიც გარდაქმნის სიმების რხევას [[ელექტროდენი|ელექტროდენად]] და დინამიკების მეშვეობით გამოსცემს ხმას.
 
[[XX საუკუნე]]ში, მაშინ, როდესაც გაჩნდა ხმის გაძლიერებისა და დამუშავების ტექნოლოგიები, შეიქმნა ახალი ტიპის გიტარა — ელექტროგიტარა. [[1938]] წელს [[ბოშარი, ჯორჯ|ჯორჯ ბოშარისაბოშარი]]სა და [[ადოლფ რეკენბეკერი]]ს მიერ დაპატენტებული იქნა პირველი ელექტროგიტარა მაგნიტური ხმის ამღებითა და მეტალის კორპუსით (ე.წ. „ტაფა“). [[1950]]-იანი წლების დასაწყისში ამერიკელი ინჟინერ-მეწარმე [[ლეო ფენდერი]] და ინჟინერ-მუსიკოსი [[ლეს პოლი]] ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იგონებენ ელექტრონულ გიტარას მასიური ხისაგან. მათ მიერ გამოგონილი კონსტრუქცია დღემდე შემონახულია.
 
ელექტრო გიტარების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად ითვლება „გიბსონი“ („Gibson Guitar Corporation“), რომელიც უშვებს ელექტრო გიტარების ბევრ სახეობას, მათ შორის ყველაზე პოპულარულია „Gibson les paul“, „Gibson flying V“, „Gibson Explorer“ და „Gibson Double-necked“.

სანავიგაციო მენიუ