სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
clean up, replaced: ცოცხალი ალბომი → საკონცერტო ალბომი (4) using AWB
(→‎კინო და ტელევიზია: clean up, replaced: სიმპსონ → სიმფსონ (2) using AWB)
(clean up, replaced: ცოცხალი ალბომი → საკონცერტო ალბომი (4) using AWB)
ჯერ კიდევ [[1984]] წლამდე, ალბომის ''[[Love at First Sting (ალბომი)|Love at First Sting]]'' გამოშვებამდევე, სკორპიონსი უკვე შერაცხილი იქნა როკის სუპერვარსკვლავად. სინგლები Rock You Like a Hurricane და Love at First Sting ჩარტების სათავეებში მოექცნენ და აშშ-ში ორჯერ გახდა პლატინის გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. სკორპიონსმა კვლავ მოახერხა სკანდალის მოწყობა ალბომის პროვოკაციული გაფორმებით. ზოგიერთმა მაღაზიამ ალბომის გაფორმება მეტისმეტად პროვოკაციულად მიიჩნია და მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. [[MTV]]-მ სკორპიონსის ვიდეოებს Rock You Like a Hurricane, Bad Boys Running Wild, Big City Nights და პაუერ ბალადას Still Loving You ეთერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ალბომის პოპულარიზაციაში. არხმა სკორპიონსი მონათლა კიდეც და როკის ელჩები უწოდა.
 
ჯგუფი ალბომის მხადრასაჭერად ინტენსიურ ტურნეებს მართავდა და გადაწყვიტა, ჩაეწერა და გამოეშვა მეორე ცოცხალისაკონცერტო ალბომი ''[[World Wide Live (ალბომი)|World Wide Live]]'' [[1985]] წელს. მათი პოპულარობის მწვერვალზე ჩაწერეს რა მსოფლიო ტურნე, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ალბომი გამოდგა კიდევ ერთი წარმატება ჯგუფისთვის, აშშ-ის ჩარტებში - მეთოთხმეტე, ხოლო ბრიტანულ ჩარტები მეთვრამეტე ადგილს მიაღწია.
 
ტურნეების შემდეგ საბოლოოდ ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას და ჩაწერეს მორიგი ალბომი ''[[Savage Amusement (ალბომი)|Savage Amusement]]''. გამოშვებული [[1988]] წელს, ოთხი წლის შემდეგ მატი წინა ალბომიდან, ''Savage Amusement''-ში წარმოდგენილი იყო უფრო პროგრესული როკი, რომელიც წააგავდა იმ სტილს, რომელმაც ჯგუფი [[დეფ ლეპარდი]] გახადა პოპულარული. ალბომი კარგად გაიყიდა, თუმცა კრიტიკოსების განაწყენება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბრიტანულმა მძიმე როკ ჟურნალმა ''[[Kerrang!]]'' ალბომს ხუთი ვასკვლავიდან ხუთივე მიანიჭა.
[[1993]] წელს სკორპიონსმა გამოუშვა ალბომი ''[[Face the Heat (ალბომი)|Face the Heat]]''. ბას-გიტარის პარტიას ასრულებდა რალფ რიკერმანი. ჩაწერის პროცესისთვის ჯგუფმა დაიქირავა პროდიუსერი ბრიუს ფეარბერნი. ალბომის ჟღერადობა უფრო მეტალური იყო, ვიდრე მელოდიური, რამაც ფანები ორ ბანაკად გაყო. მეტალის მოყვარულები პოზიტიურად შეხვდნენ ალბომს, ჯგუფის დიდი ხნის ფანები კი ნეგატიურად. ვერც [[მძიმე როკი|მძიმე როკ]] [[სინგლი]]ს Alien Nation და ვერც ბალადის Under The Same Sun პოპულარობა ახლოსაც ვერ მივიდოდა Wind of Change-ის წარმატებასთან. ''Face the Heat''-ს ჰქონდა საშუალო წარმატება.
 
[[1995]] წელს გამოვიდა ახალი ცოცხალისაკონცერტო ალბომი ''[[Live Bites (ალბომი)|Live Bites]]''. დისკში აღწერილი იყო კონცერტები ''Savage Amusement''-ს მხარდამჭერი ტურნედან მოყოლებული ([[1988]]) ''Face the Heat'' ტურნეს ჩათვლით ([[1994]]). მიუხედავად იმისა, რომ ალბომს უკეთესი ჟღერადობა ჰქონდა, ვიდრე მათ საუკეთესოდ გაყიდვად ცოცხალ ალბომს [[World Wide Live (ალბომი)|World Wide Live]], იგი არ იყო წარმატებული.
 
მეცამეტე სტუდიური ალბომის [[1996]] წლის ''[[Pure Instinct (ალბომი)|Pure Instinct]]''-ის ჩაწერის წინ დრამერმა [[ჰერმენ რარებელი|ჰერმენ რარებელმა]] დატოვა ჯგუფი ხმისჩამწერი [[ლეიბლი]]ს დასაარსებლად. ჩაწერის პროცესზე მისი შემცვლელი იყო კურტ კრესი, სანამ [[აშშ|ამერიკელმა]] [[ჯეიმზ კოტაკი|ჯეიმზ კოტაკმა]] არ დაიკავა ეს პოზიცია. მრავალის აზრით, ''Pure Instinct'' იყო პასუხი იმ ჩივილებზე, რომლებიც ''Face the Heat''-მა გამოიწვია. ალბომში შედიოდა ბევრი ბალადა, მათ შორის საუკეთესო სიმღერად მიჩნეულია You And I.
 
[[1999]] წელს გამოვიდა ალბომი ''[[Eye II Eye (ალბომი)|Eye II Eye]]'', რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჯგუფის სტილში. მასში მოხდა ჯგუფის სტილის, [[პოპი]]სა და [[ტექნო]]ს შერწყმა. რამდენიმე სიმღერაში ელექტრონული დრამებიც კი იყო წარმოდგენილი. პირველ [[ევროპა|ევროპულ]] სინგლზე გადაღებულმა [[მუსიკალური ვიდეო|მუსიკალურმა ვიდეომ]] To Be No. 1, რომელშიც [[მონიკა ლევინსკი]]ს გარეგნობის მქონე გოგონაც მონაწილეობდა, ოდნავ გაზარდა ალბომის პოპულარობა, თუმცა ვოკალისტი კლაუს მაინე [http://www.metal-rules.com/interviews/Scorpions-Nov2003.htm 1999 წლის ინტერვიუში] ამბობს, რომ ეს ალბომი იყო მათი დიდი მარცხი.
მომდევნო წელს ჯგუფს ჰქონდა საკმაოდ წარმატებული კონცერტი [[ბერლინის ფილარმონიის ორკესტრი|ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან]] ერთად, რის შედეგიცაა რიგით მეოთხე ათ სიმღერიანი ცოცხალისაკონცერტო ალბომი [[Moment of Glory (ალბომი)|Moment of Glory]]. ალბომს დიდი ძალისხმევა დასჭირდა სკორპიონსის რეპუტაციის აღსადგენად ''Eye II Eye''-ის უხეში კრიტიკის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთმა კრიტიკოსმა ჯგუფი დაადანაშაულა [[მეტალიკა|მეტალიკის]] ანალოგიური ფანდების გამეორებაში, რაშიც იგულისხმება ერთი წლის წინანდელი კონცერტი [[სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი|სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრთან]] ერთად (შედეგად, ალბომი ''[[S&M]]'').
 
[[2001]] წელს სკორპიონმა გამოუშვა ახალი ცოცხალისაკონცერტო ალბომი ''[[Acoustica (ალბომი)|Acoustica]]'', რომელშიც შესული იყო როგორც ჯგუფის ყველაზე წარმატებული ჰიტების აკუსტიკური ვერსიები, ისე ზოგიერთი ახალი სიმღერაც. ალბომი დაფასებული იქნა ფანების მიერ, თუმცა სტუდიური ალბომის არარსებობა იწვევდა ზოგიერთი მათგანის განაწყენებას. ჯგუფისთვის ეს ალბომი ცოტა იყო ყურადღების ცენტრში მოსაქცევად. ალბომთან ერთად ჯგუფმა გამოუშვა კონცერტის [[DVD]] ჩანაწერი, რომელშიც, ალბომისგან განსხვავებით, შედიოდა 22 სიმღერა.
[[ფაილი:Scorpions - 07.jpg|მინი|მარჯვნივ|პაველ მონცივოდა]]
[[2003]] წელს ჯგუფში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა: რალფ რიკერმანი შეცვალა [[პაველ მონცივოდა]]მ. [[2004]] წელს ცოტა ხნით ჯგუფში [[ბას-გიტარა]]ზე უკრავდნენ [[ბარი სპარკსი]] და ინგო პოვიცერიც.

სანავიგაციო მენიუ