საკონცერტო ალბომი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
clean up, replaced: ცოცხალი ალბომი → საკონცერტო ალბომი (2) using AWB
მომხმარებელმა Abandoner გვერდი „ცოცხალი ალბომი“ გადაიტანა გვერდზე „საკონცერტო ალბომი“
(განსხვავება არ არის)

16:59, 4 ივნისი 2017-ის ვერსია

საკონცერტო ალბომი — მუსიკალური ალბომი, რომელიც შედგება ამა თუ იმ მუსიკოსის, ორკესტრის ან ჯგუფის საკონცერტო გამოსვლების ჩანაწერებისგან. გარდა ამ ნიშნისა, სტუდიური ალბომისგან მას განასხვავებს ცოცხალი საკონცერტო ატმოსფეროს გადმოცემა, რაშიც ხელს უწყობს მაყურებლის ხმაურის თანმხლები ჩანაწერიც.

ცოცხალი ალბომების მიზანია საკონცერტო შესრულების, ატმოსფეროს გადმოცემა. ასეთი ჩანაწერების უმეტესობა მზადდება უფრო ხშირად პირდაპირ ხმის მარეგულირებელი ტექნიკიდან მიღებული ჩანაწერით, ვიდრე მაყურებლებს შორის მოთავსებული მიკროფონებით. ჩაწერის შემდეგ, ხშირად ხდება ასეთი ჩანაწერების სტუდიაში დამუშავება და ხოლმე — დამატებითი ინსტრუმენტების ჩაწერაც, თუმცა ძირითადად, ყოველთვის ცდილობენ, ჩანაწერს შეუნარჩუნონ „ცოცხალი“ განწყობა.

ხანდახან ცოცხალ ალბომებზე (რომლებსაც ასევე live-ალბომებს უწოდებენ) წარმოდგენილია ისეთი საკონცერტო შესრულებები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ კონცერტებზე დაკრულ სიმღერებს.

ხშირია არალეგალური საკონცერტო ჩანაწერების ტირაჟირება, ბუტლეგის სახით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში