გელათის აკადემია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.136.182-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Kober-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გელათი}}გელათის სასწავლო აკადემია[[ფაილი:Gelati Academy.jpg|thumb|გელათის აკადემია]]
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გელათი}}
[[ფაილი:Gelati Academy.jpg|thumb|გელათის აკადემია]]
'''გელათის აკადემია''' — ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა [[1106]] წელს [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერთან]] [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიძე]] და [[არსენ იყალთოელი]]. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა [[მოძღვართ-მოძღვარი]]. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ - „რიცხუნი“, მუსიკა - „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის - „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია - „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
'''გელათის აკადემია''' — ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა [[1106]] წელს [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერთან]] [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ [[იოანე პეტრიწი]] და [[არსენ იყალთოელი]]. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა [[მოძღვართ-მოძღვარი]]. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ - „რიცხუნი“, მუსიკა - „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის - „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია - „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.


გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. [[XIII საუკუნე]]ში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. [[XIV საუკუნე]]ში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი [[ხელმწიფის კარის გარიგება|„გარიგება ჴელმწიფის კარისა“]] და ჩვენამდე მოუღწეველი საისტორიო თხზულება „გელათური ქორონიკონი“, რომელიც დასახელებული აქვს [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] თავის ერთ-ერთ წყაროდ.
გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. [[XIII საუკუნე]]ში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. [[XIV საუკუნე]]ში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი [[ხელმწიფის კარის გარიგება|„გარიგება ჴელმწიფის კარისა“]] და ჩვენამდე მოუღწეველი საისტორიო თხზულება „გელათური ქორონიკონი“, რომელიც დასახელებული აქვს [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] თავის ერთ-ერთ წყაროდ.

14:14, 3 ივნისი 2017-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გელათი.
გელათის აკადემია

გელათის აკადემია — ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ - „რიცხუნი“, მუსიკა - „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის - „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია - „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.

გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ და ჩვენამდე მოუღწეველი საისტორიო თხზულება „გელათური ქორონიკონი“, რომელიც დასახელებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის ერთ-ერთ წყაროდ.

ლიტერატურა

  • გამსახურდია ს., სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975;
  • თავზიშვილი გ., უმაღლესი განათლების ისტორიისათვის საქართველოში, ნაკვ. 1, თბ., 1938;
  • ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • ყაუხჩიშვილი ს., გელათის აკადემია, თბ., 1948;
  • ქსე, ტ. 3, გვ. 36, თბ., 1978