საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:


{{საქართველოს ეპარქიები}}
{{საქართველოს ეპარქიები}}
{{საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებები}}
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიები]]
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიები]]

16:30, 1 ივნისი 2017-ის ვერსია

ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის რუკა

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიასაქართველოს ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, მდინარე ივრის აუზში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთი კალთებზე. იგი მოიცავს ქალაქ საგარეჯოსა და მის მუნიციპალიტეტს. ეპარქიას აღნიშნული სახელწოდება 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წმინდა სინოდის კრებაზე ეწოდა. 1995 წლის 5 აპრილიდან იგი საგარეჯოსა და გურჯაანის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, რომლის გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, და გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირებით, სამღვდელთმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოდბისა და გურჯაან-ველისციხის, დასავლეთიდან - რუსთავ-მარნეულისა და მცხეთა-თბილისის, ჩრდილოეთიდან - ალავერდისა და თიანეთ-ფშავ-ხევსურეთის ეპარქიები, სამხრეთის მიჯნა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.

ისტორია

სააგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიის ტერიტორია ისტორიული კახეთის სამეფოს მესამე სადროშოს მიეკუთვნებოდა. ამ რეგიონში საქართველოს გაქრისტიანების ახლო ხანებიდან რამდენიმე მსხვილი სამღვდელმთავრო კათედრა არსებობდა, რომელთაც დასაბამი წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამ დაუდო. ვახტანგის მიერ დაფუძნებულ ქართლის საკათალიკოსოში თორმეტი ახალი საეპისკოპოსო კათედრიდან ორი - ნინოწმინდა და ჭერემი თანამედროვე საგარეჯო-ნინოწმიდის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ნინოწმიდის საეპისკოპოსოს კათედრა - „უჯარმის კარი“ - მეფის სასახლის კარის ეკლესია იყო, რომლის მწყემსმთავარი მეექვსე საუკუნის დასაწყისში დვინის საეკლესიო კრებაზეც მოიხსენიებოდა.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის სამწყსო ტერიტორიის გადანაწილების შემდეგ, ჩამოყალიბდა გურჯაანისა და ველისციხის და საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიები.

საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქიის მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია დავით-გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ლუკა ლომიძე.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში