პორტ-ჰარკორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = ქალაქი |ქართული სახელი = პო...
 
No edit summary
ხაზი 53: ხაზი 53:


== მომავალი გეგმები ==
== მომავალი გეგმები ==
ქალაქის მჭიდრო დასახლების გამო 2009 წლის დასაწყისში შტატის ხელისუფლებამ, [[გუბერნატორი|გუბერნატორ]] ჩიბუიკე ამაეჩის (Chibuike Amaechi) ხელმძღვანელობით, გამოაცხადა ახალი ქალაქის — გრეით-პორტ-ჰარკორტის შექმნის გეგმები. ახალი ქალაქი უნდა აშენდეს პორტ-ჰარკორტის საერთაშორისო აეროპორტიდან სიახლოვეს.
ქალაქის მჭიდრო დასახლების გამო 2009 წლის დასაწყისში შტატის ხელისუფლებამ, [[გუბერნატორი|გუბერნატორ]] ჩიბუიკე ამაეჩის (Chibuike Amaechi) ხელმძღვანელობით, გამოაცხადა ახალი ქალაქის — გრეით-პორტ-ჰარკორტის შექმნის გეგმები. ახალი ქალაქი უნდა აშენდეს პორტ-ჰარკორტის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

19:51, 30 მაისი 2017-ის ვერსია

ქალაქი
პორტ-ჰარკორტი
ინგლ. Port Harcourt

პორტ-ჰარკორტის ცენტრი
გერბი

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
შტატი რივერსის შტატი
კოორდინატები 4°45′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. / 4.75000° ჩ. გ. 7.00000° ა. გ. / 4.75000; 7.00000
დაარსდა 1912
ფართობი 186 კმ²
ცენტრის სიმაღლე 18
მოსახლეობა 2 667 435 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 234-84
ოფიციალური საიტი riversstatenigeria.net/index/120-Govt Project Pictures.php
პორტ-ჰარკორტი — ნიგერია
პორტ-ჰარკორტი

პორტ-ჰარკორტი (ინგლ. Port Harcourt) — ნიგერიის რივერსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც მდებარეობს მდინარე ბონიზე, ნიგერის დელტაში. ქალაქის მოსახლეობა — 2 667 435 ადამიანი (2006), დიდი პორტ-ჰარკორტი მიოთვლის დაახლოებით 5,7 მილიონ მაცხოვრებელს.

ისტორია

პორტ-ჰარკორტი ბრიტანელებმა 1913 წელს დააარსეს იმ რაიონში, სადაც ტრადიციულად ცხოვრობენ იკვერეს და იჯოს ხალხი. მას სახელი დაერქვა კოლონიების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ლუის ვერნონ-ჰარკორტის პატივსაცემად. თავდაპირველად ქალაქი გამოიყენებოდა ენუგუში ნაწარმოები ნახშირის ექსპორტისათვის. ქალაქი ენუგუ მდებარეობს 243 კმ-ით ჩრდილოეთით პორტ-ჰარკორტიდან,[1] რომელთანაც ის დაკავშირებულია ინგლისელების მიერ აშენებული რკინიგზით აღმოსავლეთის ხაზზე.[2][1][3]

გეოგრაფია

დიდი პორტ-ჰარკორტი მოიცავს თვითონ ქალაქ პორტ-ჰარკორტს, რომელიც შედგება ძველი ევროპული (თაუნშიპი) და მასთან მიმდებარე რამდენიმე ახალი კვარტალებისგან, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის მქონე 7 რაიონისგან — ოკრიკა, ობიო-აკპორი, იკვერე, ოიიგბო, ოგუ-ბოლო, ტაი და ელემე.

ინფრასტრუქტურა

ქალაქში მდებარეობს რივერსის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პორტ-ჰარკორტის უნივერსიტეტი. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, ორი საზღვაო პორტი, ორი სტადიონი და ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

მომავალი გეგმები

ქალაქის მჭიდრო დასახლების გამო 2009 წლის დასაწყისში შტატის ხელისუფლებამ, გუბერნატორ ჩიბუიკე ამაეჩის (Chibuike Amaechi) ხელმძღვანელობით, გამოაცხადა ახალი ქალაქის — გრეით-პორტ-ჰარკორტის შექმნის გეგმები. ახალი ქალაქი უნდა აშენდეს პორტ-ჰარკორტის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Nigeria, Chief Secretary's Office (1933). The Nigeria handbook, 10, Eastern Line: Government Printer, Lagos, გვ. 83. 
  2. Williams, Lizzie (2008). Nigeria: The Bradt Travel Guide, გვ. 200. 
  3. Udo, Reuben K. (1970). Geographical Regions of Nigeria. University of California Press, გვ. 85.