საბაწმიდის ლავრა: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
 
 
==ქართველები საბაწმინდაში==
საბაწმიდის ლავრაში ქართველი ბერები ადრევე დასახლდნენ. VIII-X საუკუნეებში არაბთა მომძლავრების გამო სამშობლოდან გადახვეწილმა ქართველმა ბერებმა შეიმუშავეს ბიბლიური წიგნების ე.წ. საბაწმიდური რედაქცია (დაახლოებით IX ს.),განავითარეს ორიგინალური ჰიმნოგრაფია ([[ბასილი საბაწმიდელი]], [[იოანე-ზოსიმე]]), თარგმნითი ლიტერატურა. გახშირდა ხელნაწერთა დამზადება, დაოსტატდნენ კალიგრაფები ([[მაკარი ლეთეთელი]], [[გიორგი თბილელი]], [[იოანე-ზოსიმე]]). იქ დამზადებულ ხელნაწერთაგან მნიშვნელოვანია 864 წლის ე. წ. სინის მრავალთავი - უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერი; ჭილ-ეტრატის იადგარი (IX საუკუნე) და სხვა. საბაწმინდის ლავრის ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა [[საქართველო]]სთან. იქ შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია ქართველ მწიგნობართა და პილიგრიმთა საშუალებით გავრცელდა როგორც პალესტინაში, ისე საქართველოშიც და საგრძნობი გავლენა მოახდინა ქართული მწერლობის შემდგომ განვითარებაზე. [[გრიგოლ ხანძთელი]]ს დროს საბაწმიდის ლავრიდან სამხრეთ საქართველოში გადმოინერგა საბაწმინდურისაბაწმიდური ტიპიკონი ([[IX საუკუნე]]), რომლის ახალი რედაქცია ([[XII საუკუნე]]) მთელ საქართველოში გავრცელდა.
 
XI საუკუნიდან არაბთა მოძალებისა და სავანის ხშირი დარბევის გამო ქართველმა მოღვაწეებმა სხვა მონასტრებს მიაშურეს და ხელნაწერებიც ახალ სადგომებში გადაიტანეს. ამიტომაც საბაწმიდის ლავრის ქართულ ხელნაწერთა უმრავლესობა [[სინის მთა]]ზეა დაცული; ორიოდე მათგანი ინახება [[თბილისი|თბილისსა]] და [[პეტერბურგი|პეტერბურგში]].

სანავიგაციო მენიუ