კვიპაროზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
მომხმარებელმა გიო ოქრო გვერდი „კვიპაროზი“ გადაიტანა გვერდზე „კვიპაროსი“ გადამისამართებ...
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „კვიპაროსი“ გადაიტანა გვერდზე „კვიპაროზი“ გადამისამართებაზე
(განსხვავება არ არის)

04:11, 21 აპრილი 2017-ის ვერსია

კვიპაროსი
ხმელთაშუაზღვის კვიპაროსი
ხმელთაშუაზღვის კვიპაროსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cupressus

კვიპაროსი (Cupressus) — მარადმწვანე ხეების, იშვიათად — ბუჩქების, გვარი კვიპაროსისებრთა ოჯახიდან. პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს ყავისფერი ქერქი და ჯვარედინ-საპირისპიროდ განლაგებული ქერქლისებრი წიწვები. მეტნაკლებად მსხვილი, ბურთის ფორმის გირჩები დარგვიდან მეორე წელს მწიფდება. გვარში 15-20 სახეობაა. გავრცელებულია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერად თბილ სარტყელში. ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის ზოგ რაიონში კულტივირებულია კვიპაროსის 11 სახეობა.

საქართველოში 9 სახეობაა შემოტანილი. მათგან უფრო ფართოდაა გავრცელებული მარადმწვანე კვიპაროსი (Cupressus sempervirens). ამ ხის სიმაღლე 30-60 მ აღწევს. ცნობილია მისი ორი ფორმა: პირამიდული და ჰორიზონტული. კვიპაროსი მეზოფიტია, იტანს 20°C-მდე ყინვას, ნიადაგის მიმართ საკმაოდ უპრეტენზიოა.

კვიპაროსის სამშობლოდ ითვლება ჰიმალაის მთების სამხრეთ კალთები. XIX საუკუნემდე პირამიდულ კვიპაროსს საქართველოში ალვის ხეს ეძახდნენ. ეს სახელი საქართველოში მაზდეანობის გავრცელებას უკავშირდება. სახელი „ალვის ხე“ ანუ „წვის ხე“ თავისი ვიწრო, პირამიდული ჰაბიტუსის გამო, მართლაც, უხდებოდა მარადმწვანე კვიპაროსს, როგორც მაზდეანური სარწმუნოების სიმბოლოს.

საქართველოში ასევე იზრდება ლუზიტანური, ჰიმალაური, არიზონული და სხვა კვიპაროსები, რომლებსაც იყენებენ ქარსაფარ ზოლებად და დეკორატიულ ბაღმშენებლობაში.

კვიპაროსის სინონიმია სარო.

ლიტერატურა