ძილის პარალიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14: ხაზი 14:
* [http://www.stanford.edu/~dement/paralysis.html ინფორმაცია ძილის შესახებ], სტენფორდის უნივერსიტეტის საიტი
* [http://www.stanford.edu/~dement/paralysis.html ინფორმაცია ძილის შესახებ], სტენფორდის უნივერსიტეტის საიტი


[[კატეგორია:ძილის ფსიქოლოგია]]
[[კატეგორია:ძილის ფიზიოლოგია]]

16:33, 20 აპრილი 2017-ის ვერსია

ძილის პარალიზი — ფენომენი, რომელიც ხდება ადამიანის ჩაძინების, ან გაღვიძებისას, როდესაც მას არ შეუძლია მოძრაობა, ლაპარაკი ან რეაქციის გამოხატვა. ამას ხშირად მოჰყვება საშიში ჰალუცინაციები, რომელზეც მას რეაგირების უნარი არ აქვს, ვინაიდან პარალიზებულია. ეს მოვლენა გრძელდება რამდენიმე წამიდან, რამდენიმე წუთამდე და არ არის საშიში სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის. მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს სულ მცირე, ერთხელ განუცდია ძილის პარალიზი.

გამომწვევი მიზეზები

ძილის პარალიზი უმეტესად გამოწვეულია ძილის უკმარისობით ან მემკვიდრეობითობით, თუმცა დაკავშირებულია სხვა დარღვევებთანაც, როგორებიც, მაგალითად არის, სტრესი და შფოთვა. ძილის პარალიზის შანსს კიდევ უფრო ზრდის გულაღმა წოლა ძილისას. მეცნიერებს სჯერათ, ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია თვალების სწრაფი მოძრაობის, სწრაფი ძილის პერიოდის გაწყვეტა.

ნიშნები და სიმპტომები

ძილის პარალიზის დროს ხშირია ზმუილის, სისინის და ზუზუნის ხმები, ასევე გამოგონილი ხმები, ვინმეს საუბარი, ჩურჩული, ღრიალი. ამ ხმებს თან ახლავს ძლიერი ემოციები, როგორებიცაა შიში და პანიკა. ხალხს ასევე ჰქონიათ შეგრძნება, თითქოს დაფრინავდნენ ან ვიღაც საწოლიდან ათრევდა.

ხშირად, ძილის პარალიზის დროს ტვინი ქმნის რეალისტურ ჰალუცინაციებს, მაგალითად, რამე ბნელი ფიგურის შემოსვლა ოთახში, ან მისი ფანჯრიდან ინდივიდის ყურება, რომელიც პარალიზებულია, ასევე მისი არაამქვეყნიური არსების მიერ შეშინება ან გაგუდვა, რომელსაც ახასიათებს მკერდზე დაწოლის, სიმძიმის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. ეს ჰალუცინაციები იწვევს ბევრ ფსიქოლოგიურ სიმპტომს ძილის პარალიზის პერიოდში, რომელიც ააქტიურებს ადამიანის გადარჩენის ინსტიქტს, ანუ შებრძოლების ან გაქცევის ინსტიქტს, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ვერ მოძრაობს.

რესურსები ინტერნეტში