გაგრის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Anacopia church.jpg|მინი|გაგრის ეკლესია]]
'''გაგრის ეკლესია''' — ქართული ტაძარი [[აფხაზეთი|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში]], [[გაგრა|ქალაქი გაგრა]].
'''გაგრის ეკლესია''' — ქართული ტაძარი [[აფხაზეთი|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში]], [[გაგრა|ქალაქი გაგრა]].



08:56, 13 მარტი 2017-ის ვერსია

გაგრის ეკლესია

გაგრის ეკლესია — ქართული ტაძარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, ქალაქი გაგრა.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

ეკლესია თარიღდება VI საუკუნით. ის წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას. ტაძარი აგებულია უხეშად დამუშავებული კვადრების სწორი რიგებით. მთავარ ნავს შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთ ნავს გრძივი კედლიდან. სამხრეთი ნავი, მთავარ ეკლესიას უერთდება ორი მცირე კარით. ერთი კარით გავდივართ, ასევე ჩრდილოეთის ეგვტერში, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი შესასვლელიც აქვს დასავლეთ კედელში. მთავარი ეკლესია ნათდება სამი სარკმლით, სამხრეთ კედელზე და თითო-თითო სარკმლით დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში. ტაძრის გაფორმება შემოფარგლულია მხოლოდ ე.წ. “ბოლნური” ჯვრებით, რომელიც განთავსებულია დასავლეთი კარის ტიმპანზე და სარკმლის გვერდით. ძველი გაგრის ტაძარი VI-IX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ბაზილიკების ანალოგიურია.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ტაძარი საჭიროებს გადახურვის შეცვლას, ხოლო ციხეს ესაჭიროება საკონსერვაციო სამუშაოები.

გაგრის ბაზილიკას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში,თბ.,2015