ემპირიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7: ხაზი 7:
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}


{{ფილოსოფია}}
{{ფილოსოფია}}22


{{ფილოსოფიის თემები}}
{{ფილოსოფიის თემები}}

20:13, 4 მარტი 2017-ის ვერსია

ჯონ ლოკი, ბრიტანული ემპირიზმის წამყვანი ფილოსოფოსი

ემპრიზმი (ბერძ.empeiria - გამოცდილება) — თეორია, რომელიც ცდას აღიარებს შემეცნების ერთადერთ წყაროდ.[1] იგი არ უარყოფს გონების ანუ აბსტრაქტული აზროვნების როლს შემეცნების პროცესში, მაგრამ კატეგორიულად კრძალავს მის მიერ ცდის საზღვრებს მიღმა გასვლას. აზროვნება, თუგინდ თეორიული და აბსტრაქტული, ოღონდ ცდის ფარგლებში — ასეთია ემპირიზმის მოთხოვნა.

ფრენსის ბეკონის შემდეგ ემპირიზმის გამგრძელებლები არიან ჯონ ლოკი, ტომას ჰობსი, ჰიუმი და ბერკლი. ემპირიზმი რაციონალიზმზე უფრო მეტად იფარგლება შემეცნების პრობლემით. ბეკონი მხოლოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიას გვაწვდის, ჰობსი - მექანიცისტურ დოქტრინას, ბერკლი კი - არამატერიალისტურს, თუმცა ორივე ხაზს უსვამს ფილოსოფიის გნოსეოლოგიურ ასპექტს. ლოკთან და ჰიუმთან ფილოსოფია თითქმის მთლიანად შემეცნების პრობლემა და დოქტრინაა. ემპირიზმი ფაქტების, დეტალების, შემეცნებითი და ნებელობითი ფენომენების, ანუ ზოგადად ფსიქიკური პროცესების ფილოსოფიაა. ემპირისტები არ სყწალობენ უნივერსალურ პრინციპებს. იმ დროს, როდესაც რაციონალიზმი ვოლფის მშრალი და პრეტენზიული სისტემატიზაციით სრულდება, ემპირიზმი ჰიუმის სკეპტიკურ ფენომენიზმში სრულდება. თითქოსდა მეცნიერების პროგრესისადმი მტრულად განწყობილი რაციონალიზმი ადამიანის ცოდნასა და რეალობის ამოწურვის თითქმის ღვთაებრივ უნარს ასხამს ხოტბას. მეცნიერებათა პროგრესი მხოლოდ ემპირიზმის დამსახურება არაა, რადგანაც მეცნიერების დარგების წინსვლა ასევე უკავშირდება მათემატიკის განვითარებასაც, რომელიც რაციონალისტურ გარემოში ვითარდება.

სქოლიო

22