Blu-ray: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
მომხმარებელმა Gobrona გვერდი „Blu-ray დისკი“ გადაიტანა გვერდზე „Blu-ray“ გადამისამართებაზე
(განსხვავება არ არის)

22:45, 10 იანვარი 2017-ის ვერსია

Blu-ray-ის ლოგო

Blu-ray დისკი (ოფიციალური აბრევიატურა - BD) — ოპტიკური დისკი, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შესანახად. ძირითადად, მასზე ვრცელდება უკანასკნელ წლებში გამოსული კინოფილმები, თუმცა ასევე ხდება უფრო ძველი ფილმების რესტავრაცია და ამ ფორმატში გამოცემა. Blu-ray ტექნოლოგია იძლევა დისკის თითო შრეზე 25 გიგაბაიტის ოდენობის ინფორმაციის მოთავსების საშუალებას, რითაც ხდება დისკებზე ვიდეოჩანაწერის გამოსახულების მაქსიმალურად შესაძლებელი ხარისხით მოთავსება. მაყურებელს ეს აძლევს საშუალებას, შეხედოს არა მხოლოდ ეკრანზე მოძრავ ობიექტებს, არამედ მათი უმცირესი დეტალებიც გაარჩიოს, როგორიც არის ადამიანის სახის ნაოჭები ან თვალის სტრუქტურა.

ფორმატის პროტოტიპები პირველად წარმოდგენილი იქნა 2000 წლის ოქტომბერში, პირველი კომერციული დისკი კი გამოვიდა 2003 წლის აპრილში. მისმა პოპულარობამ გაუსწრო მანამდე არსებულ HD DVD ფორმატს, რის გამოც ამჟამად HD DVD-ს გამოცემის აუცილებლობა არ არსებობს და ეს ფორმატი გაუქმებულია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფორმატზე Blu-ray 3D, რომელიც მაყურებელს საშუალებას მისცემს, 3D ფილმები იხილოს უმაღლესი ხარისხით და სამგანზომილებიან ფორმატში.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Blu-ray&oldid=3204007“-დან