იუსტინე I (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
|რიგი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი =
|სურათი =Tremissis-Justin I-sb0058.jpg
|წარწერა =
|წარწერა ='''იუსტინე I'''
|მმართველობის დასაწყისი = [[518]]
|მმართველობის დასაწყისი = [[518]]
|მმართველობის დასასრული = [[527]]
|მმართველობის დასასრული = [[527]]
ხაზი 14: ხაზი 14:
|მემკვიდრე = [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I]]
|მემკვიდრე = [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I]]
|სხვა წოდებები =
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = დაახლ.[[450]]
|დაბადების თარიღი = დაახლ.[[450]]
|დაბადების ადგილი =
|დაბადების ადგილი =[[ბედერიანა]]
|გარდაცვალების თარიღი = [[527]]
|გარდაცვალების თარიღი = [[527]]
|გარდაცვალების ადგილი =
|გარდაცვალების ადგილი =

16:17, 20 დეკემბერი 2016-ის ვერსია

იუსტინე I
Flavius Justinus

იუსტინე I
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 518
მმართ. დასასრული: 527
წინამორბედი: ანასტასიოს I
მემკვიდრე: იუსტინიანე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ.450
დაბ. ადგილი: ბედერიანა
გარდ. თარიღი: 527
მეუღლე: ეფემია
დინასტია: იუსტინიანიდების

იუსტინე I (ლათ: Flavius Justinus; ბერძნ: Ἰουστίνος; დ. დაახლ. 450 — გ. 1 აგვისტო 527) — ბიზანტიის იმპერატორი 518-527 წლებში, იუსტინიანიდების დინასტიის დამაარსებელი. წარმოშობით ილირიელი გლეხი იყო და ღორებს მწყემსავდა. შემდეგ თავის ძმებთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გამორჩეული იყო ათლეტური აღნაგობით, რის გამოც ადვილად ჩაეწერა იმპერატორის სასახლის დაცვაში. შემდეგ თანდათანობით გაერკვა ჯარისა და სასახლის ინტრიგებში და მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაპატრონება. აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ანასტასიოს I ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დაუსახელებია. ახალი იმპერატორის არჩევას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და სრულიად მოულოდნელად არჩეული იქნა იმპერატორის სასახლის დაცვის უფროსი იუსტინე. იუსტინე მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, სდევნიდა ერეტიკოსებს, მრავალი სირიელი ეპისკოპოსი — მონოფიზიტი დაითხოვა. ერთ-ერთ ანტიოქიელ მღვდელმთავარს ენის მოჭრასაც უპირებდა ქალკედონის კრების ძაგების გამო. ამასთან იუსტინე სრულიად გაუნათლებელი იყო, მან წერა-კითხვაც არ იცოდა. თუმცა შესანიშნავი განათლება მიაღებინა თავის ძმისშვილსა და მემკვიდრეს იუსტინიანეს, შემდგომში ბიზანტიის ყველაზე წარმატებულ იმპერატორს იუსტინიანე I-ს.

ლიტერატურა

  • „ბიზანტიური ცივილიზაცია“, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006წ.
წინამორბედი:
ანასტასიოს I
ბიზანტიის იმპერატორი
518 - 527
შემდეგი:
იუსტინიანე I