ზურაბ ავალიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[Image:ZurabAvalishvili.jpg|thumb|ზურაბ ავალიშვილი]]
 
'''ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი''' (დ. [[18761874]], [[თბილისი]] - გ. [[21 მაისი]], [[1944]], [[შვარცენფელდი]] ([[გერმანია]])), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ([[1909]]), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ([[1917]]).
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია ([[18951893]]) და [[პეტერბურგი|პეტერბურგის]] უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ([[19001898]]) და იქვე იქნა დატოვებული საპროფესოროდ მოსამზადებლად. [[19011902]]-[[19031904]] წლებში მივლინებული იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1901]] წელს გამოიცა მისი ისტორიულ-სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". [[19031904]] წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც [[19051906]] წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია ("დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე"). [[19051907]]-[[1909]] და [[1912]]-[[1913]] იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. [[1909]] წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. აღნიშნულ ინსტიტუტში მოღვაწეობდა იგი [[1913]] წლის ჩათვლით. [[1912]]-[[1917]] წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი. გარდა ამისა, ავალიშვილი სათავეში ედგა პეტერბურგში იმხანად გამომავალი ცნობილი გაზეთის "რუსსკაია მოლვა" საერთაშორისო განყოფილებას. იგი იყო, აგრეთვე, პეტერბურგის გამომცემლობის "ოგნი" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად. [[1917]] წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად.
 
[[1917]] წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] დაფუძნებაში. იმავე ხანებში ავალიშვილი იყო კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (საზოგადოებას და ხსენებული რკინიგზის მშენებლობას სათავეში ედგა დიდი მამულიშვილი, [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] დის შვილი, გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი|კოტე აფხაზი]]).
 
[[1918]] წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ([[1918]]-[[1921]]) ზ. ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. საქართველოს ინტერესებს იცავდა [[ბათუმი|ბათუმის]] კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნულ საბჭოს]]. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ, ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის [[26 მაისი|26 მაისს]].
 
==ლიტერატურა==
* პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა და მასწავლებელთა სია 1819 წლიდან 1915 წლამდე, პეტერბურგი, 1916 (რუსულ ენაზე), გვ. 23.
* გ. პაიჭაძე. რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიისათვის, თბილისი, 1960, გვ. 4-5.
* М. Гиоргидзе. Грузины в Петербурге, Тбилиси, 1976, стр. 179-181.
* შ. ბადრიძე, შ. ცირეკიძე. ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 60-61.
742

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ