ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება}}
{{მრავალმნიშვნელოვნება}}
{{ინფოდაფა საქართველოს კუთხე
|სახელი = ქართლი
|სურათი =
|სურათის სიგანე =
|სურათის წარწერა =
|რუკა = Historical Kartli (Inner, Lower and Upper) in modern international borders of Georgia.svg
|რუკის სიგანე =
|რუკის წარწერა =
|კუთხის ცენტრი = [[თბილისი]]
|ქვეყანა = [[საქართველო]]
|რეგიონი = [[შიდა ქართლის მხარე]]<br/>[[ქვემო ქართლის მხარე]]<br/>[[სამცხე-ჯავახეთის მხარე]]
|მუნიციპალიტეტი =
|ფართობი = 21 333
|მოსახლეობა =
|სიმჭიდროვე =
|ეროვნება =
|რელიგია =
|ვებგვერდი =
|რეგიონის რუკა =
|რეგიონის რუკის სიგანე =
|რეგიონის რუკის წარწერა =
}}
[[File:Clouet Georgie 1767.jpg|მინი|ქართლი (Cardueli) მე-18 საუკუნეში. ფრაგმენტი ჟან კლუეს რუკიდან, 1767]]
[[File:Clouet Georgie 1767.jpg|მინი|ქართლი (Cardueli) მე-18 საუკუნეში. ფრაგმენტი ჟან კლუეს რუკიდან, 1767]]
'''ქართლი''' — მხარე [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.
'''ქართლი''' — მხარე [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]]. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.

14:24, 26 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ტერმინს „ქართლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქართლი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქართლი
კუთხის ცენტრი თბილისი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ქვემო ქართლის მხარე
სამცხე-ჯავახეთის მხარე
მოსახლეობის რაოდენობა 21 333
ქართლი (Cardueli) მე-18 საუკუნეში. ფრაგმენტი ჟან კლუეს რუკიდან, 1767

ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი — ქართლოსი. მთა „ქართლი“ იქცა ქალაქ „ქართლად“ (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა „დიდი ქართლი“, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.

ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:

  1. ზემო ქართლი — ისტორიული მხარე, მოიცავდა მტკვრის ზედა დინებას, დაწყებული მის სათავეებიდან — ტაშისკარამდე (კოლა, არტაანი, სამცხე, ჯავახეთი და თორი), პლუს ჭოროხის აუზს სრულად (ტაო-კლარჯეთი). გეოგრაფიულად სრულად აერთიანებს, ეთნარქები — ოძრხოსის და ჯავახოსის მიწებს. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის „მესხეთს“.
  2. შიდა ქართლი — ისტორიული მხარე მტკვრის შუა დინებაზე, თავდაპირველად ცენტრით უფლისციხე დღესდღეობით ცენტრით ქალაქ გორით. თავდაპირველად აერთიანებდა მტკვრის შუაწელის ტერიტორიებს ტაშისკარიდან თბილისის ჩათვლით. გეოგრაფიულად სრულად მოიცავდა, ეთნარქი — უფლოსის მიწას. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  3. ქვემო ქართლი — ისტორიული მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე. თავდაპირველად იგი მოიცავდა თრიალეთის ქედის სამხრეთი მდინარეების (ხრამი და ალგეთი) აუზის ტერიტორიებს. შემოფარგლული იყო ერთის მხრივ მდინარე მტკვრით, მეორეს მხრივ თრიალეთის ქედით, მესამეს მხრივ აბოცის მთებით და მეოთხეს მხრივ დებედა-არაქსის წყალგამყოფი ზოლით. გეოგრაფიულად სრულად აერთიანებდა ეთნარქები — გარდაბოსისა და გაჩიოსის ტერიტორიებს. მოგვიანებით გარდაბნის ტერიტორიას დაემატა მტკვრის მარცხენა სანაპიროც ქალაქ რუსთავის ჩათვლით.

ვახუშტი ბატონიშვილი ქვემო ქართლის საზღვრის ერთ ნაწილს ასე აღწერს:

ვიკიციტატა
„ხოლო აწ, ვინათგან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არს, ვიყოთ მუნითგან წერად: რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლით ჭოჭკანამდე, მერმე მოიქცევის და დის ჩრდილოთ კერძ, და მიერთვის ქციის მდინარეს...სომხითისა, ერევნისა და ამისი გამყოფელი არს მთა დიდი, მაღალი და მარადის თოვლიანი, კალთათა ტყიანი, ნადირიანი, რომელი წარივლის დასავლით არტანადმდე, ხოლო აღმოსავლით რანსა და გელაქუნს შუა განვლის, და ვიდრე რახსადმდე მივალს, მთისა ამის სამხრით კერძი სომხით-ერევნისა არს, ხოლო ჩრდილოთ კერძი ბერდუჯისა და რანისა, არამედ ბერდუჯის მდინარის აღმოსავლეთი კიდე უპყრავთ ბორჩალუთა და დასავლის კიდის კერძი კი უპყრავს მეფესა ქართლისასა, ვიდრე ხუნანამდე[1].“

ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 40-42