ჩანშა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = ქალაქი |ქართული სახელი...)
 
|add1=
}}
'''ჩანშა''' — საქალაქო ოლქი [[ხუნანის პროვინცია|ხუნანის პროვინციაში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]]. ხუნანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე [[სიანძიანი]]ს ნაპირზე. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 7,431,800 ადამიანი.
 
დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. საშუალოწლიური [[ტემპერატურა]] უდრის 17°С-ს. საშუალო თვიური ტემპერატურები მერყეობს 4,6°С-იდან 29°С-მდე ივლისში. [[ატმოსფერული ნალექები]]ს წლიური რაოდენობა შეადგენს 1330 მმ-ს. [[ზაფხული]] ხანგრძლივია და ცხელი, ნიშანდობლივია უხვნალექიანობა. [[ზამთარი]] საკმაოდ მშრალია და მოკლე. ზოგჯერ დამახასიათებელია ყინვები, რომლის დროს [[ტემპერატურა]] ეცემა 0°С დაბლა.
ქალაქის ძირითადი საზოგადოებრივი ტრანსპორტია [[ავტობუსი]]. 2014 წლის 29 აპრილს გაიხსნა [[ჩანშის მეტროპოლიტენი]], ხოლო 2016 წლის 6 მაისს [[მაგლევი]]ს ხაზი.
 
ჩანშა მსხვილი სარკინიგზო კვანძია ცენტრალური და სამხრეთი სარკინიგზო სადგურებით. ქალაქზე გადის სარკინიგზო გზები ჩქაროსნული და მაღალჩქაროსნული მატარებლებით: უხანი — გუანჯოუ, ხანჯოუ — ჩანშა, ჩანშა — კუნმინი. ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს ჩანშა ხუანხუის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის[[ჩინეთი]]ს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთულ აეროპორტს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.changsha.gov.cn/ ოფიციალური საიტი]

სანავიგაციო მენიუ