დიომა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
'''დიომა''' ({{lang-ru|Дёма;}} {{lang-ba|}}{{Audio-IPA|BA-Дим.ogg|Дим}}; აგრეთვე: {{lang-ba|Күгиҙел}}) — მდინარე [[რუსეთი|რუსეთში]], [[ბაშკირეთი|ბაშკირეთსა]] და [[ორენბურგის ოლქი|ორენბურგის ოლქში]]. მდინარე [[ბელაია (კამის შენაკადი)|ბელაიის]] მარცხენა შენაკადი. სიგრძე 535 კმ, აუზის ფართობი 12 800 კმ². საერთო ვარდნა დაახლოებით 267 მ. სათავე აქვს [[ობშჩი-სირტი]]ს ჩრდილო კალთაზე, სოფელ ალიოშკინოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში. [[კალაპოტი]] დაკლაკნილია. მიედინება ფართო ხეობაში. [[ორენბურგის ოლქი]]ს ტერიტორიაზე ღებულობს პირველი თანრიგის 28 შენაკადს, რომელთაგან 11 მდინარეს აქვს 10 [[კილომეტრი|კილომეტრზე]] მეტი სიგრძე. მთავარი შენაკადებია: დიდი იზიაქი, თიათერი, სადაკი და უდრიაქი. [[ბაშკირეთი]]ს ტერიტორიაზე გაედინება დაახლოებით 420 კილომეტრზე. ამ მონაკვეთზე მდინარე ძირითადად [[თოვლი]]ს წყლით იკვებება. [[ლანდშაფტი|ლანდშაფტები]] წარმოდგენილია ფართოფოთლოვანი და მეორეული წვრილფოთლოვანი ტყეებით. მდინარის ნაპირზეა ქალაქი [[დავლეკანოვო]], სანატორიუმი „იუმატოვო“, ტურბაზა „ვოსხოდი“. საშუალო წლიური ხარჯი შესართავში 35 მ³/წმ.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{დსე|022698|დიომა}}

სანავიგაციო მენიუ