სევერიან ჯუღელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14: ხაზი 14:
[[კატეგორია:დაბადებული 1877]]
[[კატეგორია:დაბადებული 1877]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1909]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1909]]
[[კატეგორია:თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]

17:58, 10 ნოემბერი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯუღელი.
1907

სევერიან მოსეს ძე ჯუღელი (დ. 1877, სოფ. ჩხარი, ახლანდელი თერჯოლის რაიონი ― გ. 6 აგვისტო, 1909, თბილისი), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მენშევიკი.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1891) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893 სემინარიელთა გაფიცვაში მონაწილეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, იყო „მესამე დასის“ წევრი. შედიოდა სოციალურ-დემოკრატიულ თბილისის კომიტეტში. 1899 თბილისში ჩატარებული პირველმაისობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1902 თბილისიდან გაასახლეს. 1903 დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1905 წლის 17 ოქტომბერს მანიფესტის შემდეგ დაბრუნდა. 1907 აირჩიეს II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად თბილისის გუბერნიიდან. იყო სოციალურ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ (1907 წლის 3 ივნისს) ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად სამართალში მისცეს. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. 1909 მაისში კვლავ დააპატიმრეს. გარდაიცვალა მეტეხის ციხეში. ჯუღელმა პუბლიცისტური მოღვაწეობა სემინარიაში სწავლის დროს დაიწყო. თანამშრომლობდა გამოცემებში: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „სხივი“, „ლამპარი“, „განთიადი“, „ჩვენი აზრი“ და სხვა.

ლიტერატურა

  • სიდამონიძე უ., ქსე, ტ. 11, გვ. 580, თბ., 1987