იმამყული-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
+კატ.
(ახალი გვერდი: '''იმამყული-ხანი''' (დ. XVI ს. უკანასკნელი მეოთხედი - გ. 1633), ირანის ჯ...)
 
(+კატ.)
 
მისი მეთაურებით ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კ. ჰორმუზიდან (1923). იმამყული-ხანმა ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა (გაიყვანა გზები, არხები, ააგო, ხიდები, კაშხლები). იგი ძალზე გონიერი და მწიგნობარი კაცი იყო, აინტერესებდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებებიც. დანათესავებული იყო ქართველ ფეოდალებთან ირანსა თუ საქართველოში (მისი ერთი ქალიშვილი [[ანდუყაფარ ამილახვარი|ანდუყაფარ ამილახორი]]ს ცოლი იყო და საქართველოში ცხოვრობდა, მეორე დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყილი-ბეგს, როსტომ-ხან სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად). იმამყული-ხანის შესახებ საინტერესო ცნობებია სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში, სადაც იგი დადებით პიროვნებადაა წარმოდგენილი. [[პიეტრო დელა ვალე]] ხზაზგასმით აღნიშნავს, რომ იმამყული-ხანი მფარველობდა [[ქეთევან დედოფალი|ქეთევან დედოფალს]], [[ლუარსაბ II]]-ს, [[თეიმურაზ I|თეიმურაზის]] შვილებს. იმამყული-ხანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატვრული ნაწარმოებებიც დაიწერა ("ჯანგნამეი ყეშმ", "ფარუხნამე"). მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმამყული-ხანის პიროვნებასა და მოღვაწეობას თეიმურაზ I-ის პოემაში "წამება ქეთვან დედოფლისა". იმამყული-ხანს დაბრალდა თავისი ძმის, დაუდ-ხან უნდილაძის, აჯანყებაში მონაწილეობა და ოჯახთან ერთად შაჰ-სეფი I-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
 
 
==ლიტერატურა==
* ''ფალსაფი ნ.'', ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), [წგნ.] 2, თეირანი, 1956
* ქსე ტ. 5, გვ. 111
 
[[კატეგორია:ქართველი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1633]]

სანავიგაციო მენიუ