ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 186: ხაზი 186:
Lake of Kodistskaro.JPG|<center>კოდისწყაროს ტბა, ხედი ღორინამკლის მთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>
Lake of Kodistskaro.JPG|<center>კოდისწყაროს ტბა, ხედი ღორინამკლის მთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>
Khashuri view.JPG|<center>ქალაქი ხაშური, ხედი ღორინამკლის მთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>
Khashuri view.JPG|<center>ქალაქი ხაშური, ხედი ღორინამკლის მთიდან<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>
Village Tashiskari.JPG|<center>სოფელი ტაშისკარი<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>
Village Tashiskari.JPG|<center>სოფელი ქვიშხეთი<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>
</gallery>
</gallery>



14:24, 31 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი დროშა ხაშურის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ხაშური

რეგიონი

შიდა ქართლის მხარე

სიმჭიდროვე

107,1 [1] კაცი/კმ²

ფართობი

585,2 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

52 603 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 97,6%
ოსები 1,5%
სომხები 0,5%
რუსები 0,3%
აზერბაიჯანელები 0,1%[2]

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ გორის მაზრაშია, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.

აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით და დასავლეთით ისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტით, დასავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ფართობი - 585.2 კმ².

გეოგრაფია

რელიეფი

რელიეფი ძირითადად საშუალო და დაბალმთიანი ეროზიული ქედ-ხეობებიანი და ბორცვიან ვაკეებიანია. ამ ფონზე ადგილ-ადგილ არის მოსწორებული ბრტყელი ზედაპირები, მდინარეული ტერასები და სხვ. მუნიციპალიტეტის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილი მთიანია, მდინარე თეძმის აუზში მუნიციპალიტეტს ეკუთვნის თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის ნაწილი - პალეოცენისა და ეოცენის ნალექებით აგებული ღორისნამკლის შტოქედი, მდინარეების სათიბისა (ძამის სისტემა) და ნეძვისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფი, რომლის ჩრდილოეთ კალთა დანაწევრებულია მდინარეების სათიბისა და მისი შენაკადების ხეობებით.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია მდინარე ძამის აუზისა და მტკვრის ხეობის წყალგამყოფი ყელეთის ქედი, რომლის ჩრდილოეთ კალთა ფართოა, შედარებით დამრეცი; სამხრეთი - ვიწრო და ციცაბო. ქედზე არის მოსწორებული ზედაპირები.

მუნიციპალიტეტის ფარგლებშია აგრეთვე მდინარეების სათიბისა და სათერძის წყალგამყოფი შუანისმთის შტოქედი, რომლის დასავლეთ ნაწილში არის საშუალო და დაბალმთიანი ლიხის ქედი, რომელიც აგებულია პალეოზოური და კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით - გრანიტებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით.

რელიეფის ძირითადი თავისებურეებაა მდინარეთა ეროზიული ხეობებისა და მათი გამყოფი მობრტყელებული სერების შეთანაწყობა. ლიხის ქედზე კარგადაა გამოხატული პენეპლენები (მთა ედისჯვართან, უღელტეხილ კორტოხთან და სხვ.), ქედის კალთა დასერილია მდინარეების ჭერათხევის, ბრილისღელის, სურამულის, ტილიანის, შოლისა და სხვ. ხეობებით.

მუნიციპალიტეტში ვრცელი ფართობი უკავია მეოთხეული ალუვიური რიყნარით, ქვიშებით, თიხებით, ტბიური თიხებითა და ქვიშაქვებით აგებულ ტალღობრივ ვაკეს, რომელზეც ზოგან დაბალი მთებია აღმართული (კლდისწყარო, 896 მ, გუგულისქედი, 783 მ).

სოფელ ტაშისკარიდან მტკვარს გასდევს ახალგაზრდა რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით აგებული ალუვიური ვაკე. მტკვარს აქ რიყნარი კუნძულები და ორივე მხარეზე ტერასული ფერდობი აქვს.

ძირითადი წიაღისეულია მინერალური სამკურნალო წყლები, ცარცი, კვარცის ქვიშები და კირქვა.

შიგა წყლები

მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიგა წყლებით მდიდარია. მთავარი მდინარეა მტკვარი (ტიპური ვაკის მდინარე მეანდრებით, ნამდინარევებით, კუნძულებით), რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს მუნიციპალიტეტს.

თრიალეთის ქედის კალთაზე ჩამოედინება მდინარე სათიბე (ძამის სისტემა) შენაკად-შემდგენელით.

ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთა დასერილია მტკვრის მარჯვენა შენაკადებით : წრომისწყალი, მიწობისწყალი, ხცისი, კრისხევი, თაგვეთისწყალი და სხვ. ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ძირითადი მდინარეა სურამულა და მისი შენაკადები; ჭერათხევი (იგი თავის მხრივ, იერთებს ულუმბისღელეს, უწლეულას, ბრილისღელეს), ტილიანა (მარცხ.) და შოლა (მარჯვ.). ყელეთის ქედზე ნასოფლარ კოდისწყაროსთან არის მცირე ტბა.

მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მდინარეებზე წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. გამოყენებულია ელექტროენერგიის მისაღებად და სარწყავად.

ყველაზე დიდია დოღლაურის არხი.

ჰავა

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს, მაგრამ რელიეფის სირთულის შესაბამისად ცალკეულ ნაწილში ჰავა განსხვავებულია :

  • თრიალეთის ქედის კალთაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გრილი ზაფხული (დაბალ ზონაში ხანგრძლივი თბილი ზაფხული);
  • ლიხის ქედის კალთაზე ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცივი, თოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი ზაფხული;
  • მთისწინეთში და ვაკის დიდ ნაწილში ზომიერად ნოტიო ცივზამთრიანი და ხანგრძლივი თბილზაფხულიანი ჰავაა; ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა. იცის ცხელი ზაფხული, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში.

ბარის ზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6°C—9.7°C-მდეა, იანვრის - 9.4°C—1.9°C, ივლისის 20°C—20.5°C; აბსოლუტურ მინიმუმი - 27°C—29°C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 32°C—36°C.

მთისწინეთსა და ვაკე ტერიტორიაზე წელიწადში საშუალოდ 700 მმ ნალექი მოდის. ლიხის ქედის კალთაზე ნალექები მეტია (1840 მმ), თრიალეთის ქედზე - ნაკლები (610 მმ).

ბარში ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია, ლიხის ქედის კალთაზე - ზამთარში; ბარში მინიმუმი ზამთარშია, მთებში - ზაფხულში.

ნიადაგები

ხაშურის მუნიციპალიტეტის ნიადაგები ნაირგვარია. ნიადაგები იცვლებიან სიმაღლის ცვლასთან ერთად.

ტყის ყომრალი ნიადაგები გავრცელებულია ლიხისა და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობების ზედა ნაწილში (სოფლები: უწლევი, ოძისი, ჩორჩანა) და ქვიშხეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით (სოფლები: ბულბულისციხე, მონასტერი და სხვ.) ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზე. ყავისფერი ნიადაგები გარდამავალი საფეხურია ტყის ყომრალ, ველის ტიპის შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის. იგი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული და მთა-ტყეთა ნიადაგებს შორის ყველაზე დაბლა მდებარეობს. სახელდობრ, გავრცელებულია ლიხის ქედის დაბალმთიან და მთისწინა ნაწილში ზღვის დონიდან 600-1200 მეტრზე.

ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები ძირითადად გავრცელებულია სოფლების ალის, წაღვლის, ნაბახტევის, დიდი ფლევის, ტკოცისა და ურთხვის მიდამოებში. ქანები აქ წარმოდგენილია კირქვებით, და კირქვიანი კონგლომერატებით. შავმიწისებრი ნიადაგები მთისწინეთებსა და ძველ ტერასებზე ფართოდაა გავრცელებული (ხაშური, სურამი, ვაყა, ქვემო ოსიაური, ზემო ოსიაური...). მდელოს ყავისფერ ნიადაგებს შიდა ქართლის ვაკის დასავლეთ ნაწილსი უმნიშვნელო ფართობი უკავია და ძირითადად თიხნარებსა და ძველ ალუვიურ სილნარ-თიხნარ ნაფენებზე. აღნიშნული ნიადაგები გვხვდება სოფლების ალის, ხცისის, ქვიშხეთის, გომის და ვაყის მიდამოებში.

მდინარე მტკვრისა და ზოგიერთი სხვა მოზრდილი მდინარის გაყოლებით ალუვიური კარბონატული ნიადაგია.

ლანდშაფტები

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია მთა-მდელოს, ზომიერად ნოტიო ჰავიანი მთა-ტყისა და ზომიერად მშრალი სუბტროპიკული ჯაგეკლიანი სტეპური ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეების ფარგლებში :

  1. სუბალპური მდელოები, მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით;
  2. საშუალო მთების წიწვიან-ფოთლოვანი (ფიჭვნარ-წიფლნარ-მუქწიწვიანი) ტყით, ტყის ყომრალ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე;
  3. საშუალო მთები, წიფლის ტყით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  4. საშუალო მთები, რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგებით;
  5. დაბალი მთები, რცხილნარ-მუხნარით და ტყის ყავისფერი ნიადაგით;
  6. ბორცვიანი მთისწინეთი, ჯაგეკლიანებით და ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერ ნიადაგზე;
  7. ბორცვიან-ბექობებიანი მთისწინეთი, ბუჩქნარებითა და სტეპებით, ტყის ყავისფერ და შავმიწისებრ ნიადაგებზე;
  8. ტერასული დახრამული ვაკე, კაგეკლიან-სტეპური მცენარეულობით, ალუვიურ და ყავისფერ ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა

ფლორა

ფლორა მრავალფეროვანია - სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრებული.

ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი, რომელშიც გარეულია ტყის ელემენტები; ბუჩქნარებიდან ძირითადია ძეძვი. ლიხის ქედის კალთაზე ტყეს უმთავრესად ქმნის წიფელი, არის აგრეთვე რცხილა, მუხა, გამოერევა წაბლიც.

ქვეტყეში ფოთლოვანი ჯიშების გარდა, ვხვდებით მარადმწვანე მცენარეებსაც; შქერს, ჭყორს, თაგვისარას. აქ და თრიალეთის ქედის მთისწინეთშიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით ტყე გაჩეხილია, აქა-იქ გვხვდება ჯაგრცხილნარი. თრიალეთის ქედის კალთებზე ქვემოთ მუხნარ-რცხილნარია, ზემოთ - წიფლნარი. არის აგრეთვე ნაძვი და ფიჭვი, აქა-იქ სოჭიც.

ტყის ზონოს ზემოთ მთებზე (შუამთა, დიდი ქართა და პარატა ქართა, აგრეთვე თრიალეთის ქედის თხემი) სუბალპური მდელოებია. მტკვრის სანაპიროზე ზოგან შემორჩენილია ჭალის (ტუგაის) ტყე - ჭალის მუხა, ტირიფი, მურყანი, იალღუნი და სხვ.

ფაუნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ფაუნა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბინადრობენ როგორც სტეპის ისე მთის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.

ძუძუმწოვრებიდან არის მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, დედოფალა, კურდღელი;

ბევრია მღრღნელი : თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, ძილგუდა.

ორნითოფაუნას ქმნიან : გარეული მტრედი, გვრიტი, შაშვი, მწყერი, ბევრია ყვავი, კაჭკაჭი, ქორი, კვირიონი, ბეღურა და სხვ.

მდინარეებში არის ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, თაღლითა, გველანა და სხვ.

მოსახლეობა

ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კარგადაა დასახლებული და ათვისებული მეურნეობრივად. სოფლების უმეტესობა შიდა ქართლის ვაკესა და ლიხის ქედის გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში მდებარეობს, მცირე ნაწილი - თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის ვიწრო ხეობებში.

ჭარბობს დიდი და საშუალო სოფლები. განსახლების ზონა 600-1000 მ ფარგლებშია. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები (97.6%) არიან, ცხოვრობენ აგრეთვე ოსები 1.5%, სომხები 0.5%, რუსები 0.3%, აზერბაიჯანელები 0.1%.

მოსახლეობის რიცხოვნობა — 64 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 107,1 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 77 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 75 სოფელი.

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 66 820
2002 63 140
2014 52 603

მმართველობა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ცენტრალური ხელისუფლების შემდეგი ტერიტორიული ორგანოენი:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის სამმართველო;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური;
  • სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ხაშურის რაიონული სამმართველო;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის მომსახურების ცენტრი;
  • გარემოს დაცვის ინსპექციის ხაშურის სამსახური;
  • განათლების სამინისტროს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
  • გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ხაშურის ფილიალი;
  • ხაშურის რაიონული სასამართლო;
  • სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების ხაშურის სამმართველო;
  • ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია.

ეკონომიკა

სამრეწველო საწარმოები ძირითადად თავმოყრილია ქალაქ ხაშურში. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიზნესსექტორი ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო ორგანიზაციების, სამრეწველო ორგანიზაციებისა და მსხვილი ფერმერული ორგანიზაციების სახით. 2010 წლის ივლისის მონაცემებით, მსხვილი ფერმერული მეურნეობების, ფერმერთა ასოციაციების, კოოპერატივების და სხვა გაერთიანებების რაოდენობა შეადგენს 56 ერთეულს.

კულტურა

რაიონში 34 სახელმწიფო და 7 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 3 მუზეუმი.


ხაშურის მუნიციპაიტეტის ტერიტორიაზე ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, მატერიალური კულტურის საყურადღებო ნაშთებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვისა და კაჟის იარაღები, სხვადასხვა სახის მძივები, ქინძისთავები ბეჭდები, სხვადასხვა ორნამენტებით შემკული ქილები, ბრინჯაოს იარაღები, სამარხები და სხვ. არქეოლოგიური ხასიათის ექსპონატები, რომლებიც დღეს ხაშურის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა ტკოცის გორაზე ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც აღმოჩნდა ე.წ. „გორგოტის“ ძირში, ყორღანისებრ მაღლობზე. აღსანიშნავია ორი კარგად ნახელავი სამაჯური და ბრინჯაოს ბალთა, რომელზედაც გამოსახულია მხედრის ქანდაკება. მხედარს თავზე მაღალი ქუდი ახურავს, ცალი ხელი ცხენის ფაფარზე უკიდია, მეორე კი წელზე აქვს შემოდებული. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანჯალი (სატევარი), სამწახნაგოვანი ბრინჯაოს ისრის წვერი, თიხის ჭურჭელი და სხვ. 1938 წელს სოფელ ალში, ვენახის ბარვის დროს ნახეს უძველესი დროის ღვინის ქვევრები. ერთ ჰექტარ ფართობზე ორასამდე ქვევრი იყო, ზოგი მათგანი სამოც ვედრიანი. სისტემატიური ხასიათი აქვს რაიონის სოფლებში დიდი ზომის ქვევრების, მარნების, გულაზების, საქაჩავებისა და სხვა სახის საგნების აღმოჩენას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წარსულში ხაშურის რაიონის მეურნეობის წამყვან დარგს მეხილეობა-მევენახეობა წარმოადგენდა.

ღირსშესანიშნაობანი

ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებია: სურამის ციხე, ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია, წრომის ტაძარი, ალის კვირაცხოვლის ეკლესია, სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, კვერცხობის ეკლესია, ბულბულის ციხე, ალის ციხე, იტრიის მონასტერი, წაღვლის და წრომის ნასოფლარები და სხვა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის პანორამული ხედი ღორინამკლის მთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

პოლიტიკა

მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში:

გალერეა

ლიტერატურა

  • უკლება დ., ჯაოშვილი ვ., ქსე, ტ. 11, გვ. 444-445, თბ., 1987;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
  • სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა (ხაშურის მუნიციპალიტეტი) 2011

სქოლიო