გურუ ნანაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2016 წლის 23 სექტემბერი}}
[[File:Guru.Nanak.with.Hindu.holymen.jpg|thumb|გურუ ნანაკი ინდუსებთან]]
[[File:Guru.Nanak.with.Hindu.holymen.jpg|thumb|გურუ ნანაკი ინდუსებთან]]
'''გურუ ნანაკ დევი''' ([[პენჯაბური ენა|პენჯ]] ਗੁਰੂ ਨਾਨਕ ਦੇਵ, Gurū Nānak Dēv IAST; 15 აპრილი, 1469 — 22 სექტემბერი, 1539) — რელიგია [[სიქიზმი]]ს დამაარსებელი და ათიდან პირველი სიქჰი [[გურუ]]. მას აქვს მრავალი სხვა სახელი და ტიტული. [[პენჯაბი|პენჯაბში]] მას თაყვანს სცემენ არა მხოლოდ [[სიქჰები]], არამედ [[ინდუსები]], [[მუსლიმები]]ც.
'''გურუ ნანაკ დევი''' ([[პენჯაბური ენა|პენჯ]] ਗੁਰੂ ਨਾਨਕ ਦੇਵ, Gurū Nānak Dēv IAST; 15 აპრილი, 1469 — 22 სექტემბერი, 1539) — რელიგია [[სიქიზმი]]ს დამაარსებელი და ათიდან პირველი სიქჰი [[გურუ]]. მას აქვს მრავალი სხვა სახელი და ტიტული. [[პენჯაბი|პენჯაბში]] მას თაყვანს სცემენ არა მხოლოდ [[სიქჰები]], არამედ [[ინდუსები]], [[მუსლიმები]]ც.

14:22, 3 ოქტომბერი 2016-ის ვერსია

გურუ ნანაკი ინდუსებთან

გურუ ნანაკ დევი (პენჯ ਗੁਰੂ ਨਾਨਕ ਦੇਵ, Gurū Nānak Dēv IAST; 15 აპრილი, 1469 — 22 სექტემბერი, 1539) — რელიგია სიქიზმის დამაარსებელი და ათიდან პირველი სიქჰი გურუ. მას აქვს მრავალი სხვა სახელი და ტიტული. პენჯაბში მას თაყვანს სცემენ არა მხოლოდ სიქჰები, არამედ ინდუსები, მუსლიმებიც.

ცხოვრების აღწერა

გურუ ნანაკის ცხოვრების აღწერა შეკრებილია თხზულებებში, რომელსაც ეწოდება „ჯამანსაკჰი“ (Janamsākhīs). მეტნაკლებად უფრო ცნობილი ცხოვრების აღწერა ეკუთვნის ბჰაი ბალას, რომელიც მან დაწერა ნანაკის სიკვდილამდე. კრიტიკულად განწყობილი მეცნიერები თვლიან, რომ სტილისა და ენის მიხედვით, გურუს ცხოვრების აღწერა ზუსტად ეკუთვნის მისი გარდაცვალების შემდეგ პერიოდს.

ბჰაი გურდასის თხზულებები შეგროვდა, ასევე, გურუ ნანაკის გარდაცვალების შემდეგ და შეიცავს, მცირე უზუსტობებს. თუმცა სიქჰებს შორის სარგებლობს დიდი პოპულარობით და საიმედო წყაროდ ითვლება.

დაბადება

ნანაკი დაიბადა 1469 წლის 15 აპრილს. მამამისი მეხტა კალუ მუშაობდა მუსლიმ მიწათმფლობელ რაი ბუშარათან. დედა ატარებდა სახელს - მატა ტრიპა. ნანაკს ერთი და ჰყავდა, სახელად ბიბი ნანკი.

მისია

გადმოცემის თანახმად, ერთხელ ნანაკი გაქრა. ყველას ეგონა, რომ ის დაიხრჩო მდინარე კალი ბეინში, რომელშიც დილაადრიან წავიდა საბანაოდ, მაგრამ სამი დღის შემდეგ ნანაკი დაბრუნდა. ყველა შეკითხვაზე ის ერთსა და იგივეს პასუხობდა: ”იქ არ არიან ინდუსები, იქ არ არიან მუსლიმები”. (პენჯ.: nā kō hindū nā kō musalmān").

ამ მომენტიდან ნანაკმა დაიწყო თავისი სწავლების გავრცელება და ეს ითვლება სიქიზმის დასაწყისად. მან განახორციელა ოთხი დიდი მოგზაურობა, გადალახა მრავალი ათასი კილომეტრი. მისი მოგზაურობის ზუსტი მარშუტი საკამათოა. მისი პირველი მარშუტის მიზანი იყო ბენგალია და ასამი. მეორე ცეილონი ტამილნადუს გავლით. მესამე - ქაშმირი, ლადაქი და ტიბეტი. უკანასკნელი - ბაღდადი და მექა.

ნანაკი დაქორწინდა მულჩანდა ჩონას ქალიშვილ სულაკნიზე. შეეძინა ორი ვაჟი: შრი ჩანდი და ლაქშმი დასი. უფროსი ვაჟი მიჰყვა რელიგიურ ცხოვრებას, ხოლო უმცროსი მთლიანად ჩაეფლო ამქვეყნიურ საზრუნავში. ნანაკი თვლიდა, რომ არცერთ შვილს არ შეეძლო ამაღლებულიყო გურუს სტატუსამდე.

სიქიზმის ძირითადი პოსტულატები

„სულტამპურში” ნანაკმა ჩამოაყალიბა სიქიზმის სამი მნიშვნელოვანი პოსტულატი:

„სიმრან და ნაან ჯაპნა“ — ღმერთზე მედიტაციის პრაქტიკა და სპეციალური მანტრების გალობა ღმერთ ვაჰეგურუს სახელით.

„კირატ კარნი“ — ყველა სიქჰი უნდა ცხოვრობდეს საკუთარ სახლში და აწარმოოს საკუთარი მეურნეობა და საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შრომით დაიკმაყოფილოს საკუთარი ცხოვრება.

„ვანდაკ კაი შაკო“ — სიქჰთა თემებში საკუთრების დანაწილება.