ჰაირი ჰაირიოღლუ: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
- {{ფაქტი}}
(- {{ფაქტი}})
'''ჰაირი ჰაირიოღლუ''' ({{lang-tr|Hayri Hayrioğlu;}} დ. [[1936]] — გ. [[2003]]{{ფაქტი}})<ref>[http://gurcu.org/vakhtang-malakmadze-nin-hayri-hayrioglu-1936-2003-yasami-ve-calismalarinin-temel-gorunumleri-rozeta-guceciani-icerigi-656.html ჰაირი ჰაირიოღლუ]</ref><ref>[https://www.tsu.ge/ge/faculties/humanities/bg_foaydxdtbgqlga/hsua31kt73riscza/oq9l4dlhddej_8zrn/427c5iblmfpq56go1/ ჰაირი ჰაირიოღლუ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]</ref> — [[თურქეთი|თურქეთელი]] მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ეთნიკურად ქართველი (ვახტანგ მალაყმაძე), [[აჭარა|აჭარელ]] [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირთა]] შთამომავალი.
 
ჰაირი ჰაირიოღლუ დაიბადა ქართველ მუჰაჯირთა ოჯახში სოფელ ჰაირიეში. ამავე სოფლიდან იყო მისი მეგობარი და ქართველი კულტურული მოღვაწე [[აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)]]. სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“. ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა [[იაკობ გოგებაშვილი]]ს „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრები“, ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თადილავას „ლაზების ისტორია“ (1992 წ.), [[ივანე ჯავახიშვილი]]ს, [[ნიკო ბერძენიშვილი]]სა და [[სიმონ ჯანაშია]]ს შრომების მიხედვით მომზადებული „საქართველოს ისტორია“ (1997) და სხვ. რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს, პირველად 1977 წელს. გარდაიცვალა 2003 წელს; დაკრძალულია ქალაქ ინეგოლის სასაფლაოზე.
== ლიტერატურა ==
* ვახტანგ მალაყმაძე (ჰაირი ჰაირიოღლუ) - ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე თურქეთში : (1936-2002 წწ.) / როზეტა გუჯეჯიანი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-9970. - [ტ.] IV. - გვ.364-375. - შენიშვნ.. - რეზ. ინგლ.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:ჰაირიოღლუ, ჰაირი}}

სანავიგაციო მენიუ