ტანზანიის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:


ტანზანიის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს დიდ [[პლატო]]ს, რომელიც [[აღმოსავლეთი აფრიკის პლატო]]ს ნაწილია. პლატოს სამხრეთი არის მდელო, რომლის უდიდეს ნაწილზეც მდებარეობს [[სელუსის ეროვნული პარკი]]. პლატოს ჩრდილოეთი წარმოადგენსსახნავ მიწებს, სადაც ასევე მდებარებს დედაქალაქი - [[დოდომა]].
ტანზანიის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს დიდ [[პლატო]]ს, რომელიც [[აღმოსავლეთი აფრიკის პლატო]]ს ნაწილია. პლატოს სამხრეთი არის მდელო, რომლის უდიდეს ნაწილზეც მდებარეობს [[სელუსის ეროვნული პარკი]]. პლატოს ჩრდილოეთი წარმოადგენსსახნავ მიწებს, სადაც ასევე მდებარებს დედაქალაქი - [[დოდომა]].

ტანზანიის აღმოსავლეთ სანაპიროზე არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალქი - [[დარ-ეს-სალამი]]. ქალაქიდან ჩრდილოეთით [[ზანზიბარის არქიპელაგი|ზანზიბარის არქიპელაგზე]] მდებარეობს [[ზანზიბარი]]ს ვატონომიური რესპუბლიკა. სანაპირო [[აღმოსავლეთ-აფრიკული მანგროს ტყეები]]ს სამშობლოა.

[[ტანზანიის ადმინისტრაციული დაყოფა|ადმინისტრაციულად ტანზანია დაყოფილია]] [[ტანზანიის რეგიონები|30 რეგიონად]].<ref>[http://www.statoids.com/utz.html "Regions of Tanzania", ''Statoids'', last updated 25 July 2012]</ref> მათგან [[ზანზიბარი (კუნძული)|ზანზიბარის კუნძულზე]] მდებარეობს სამი, ხოლო [[პემბა (კუნძული)|კუნძულ პემბაზე]] ორი.

== სქოლიო ==
{{სქოლიო}}

08:26, 8 სექტემბერი 2016-ის ვერსია

ტანზანიის ტოპოგრაფიული რუკა.
ტანზანიის სატელიტური სურათი.

ტანზანიის გეოგრაფია — მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას აქვს ბევრი მტკნარი და მლაშე ტბები, ეროვნული პარკები და აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო (5,895 მ.).

ტანზანიის ჩრდილოეთი არის მთიანი. იქ არის უსამბარას და პარეს ქედები. ჩრდილოეთშია აქტიური ვულკანი მერუ და კილიმანჯარო რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ნახულობს. მთების დასავლეთით გადის გრეგორის რღვევის ხაზი, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის ნაწილია. რღვევის ხაზის ტერიტორიაზე მდებარეობს ბევრი მლაშე ტბა, მათ შორის: ნატრონი, მანიარა, ეიასი. რღვევის ხაზი მოიცავს ასევე კრატერის მთიანეთს სადაც მდებარეობს ნგორონგოროს დაცული ტერიტორია. კრატერიდან სამხრეთით მდებარეობს სერენგეტის ეროვნული პარკი.

ჩრდილო-დასავლეთში კენია-უგანდის საზღვართან მდებარეობს ტბა ვიქტორია, რომელიც ზედაპირის ფართობით აფრიკაში უდიდესია. ეს ტბა ტრადიციულად მიიჩნევა ნილოსის სათავედ. მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ტბა ტანგანიიკა, რომელიც ტანზანიას კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისგან ყოფს. ის ბაიკალის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბად მიიჩნევა. ამ ტბებს შორის მოქცეული ბრტყელი ტერიტორია ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ ცენტრალური ზიმბაზიური მიომბოს ტყის ეკორეგიონის ნაწილად მიიჩნევა.

ტანზანიის ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს დიდ პლატოს, რომელიც აღმოსავლეთი აფრიკის პლატოს ნაწილია. პლატოს სამხრეთი არის მდელო, რომლის უდიდეს ნაწილზეც მდებარეობს სელუსის ეროვნული პარკი. პლატოს ჩრდილოეთი წარმოადგენსსახნავ მიწებს, სადაც ასევე მდებარებს დედაქალაქი - დოდომა.

ტანზანიის აღმოსავლეთ სანაპიროზე არის ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალქი - დარ-ეს-სალამი. ქალაქიდან ჩრდილოეთით ზანზიბარის არქიპელაგზე მდებარეობს ზანზიბარის ვატონომიური რესპუბლიკა. სანაპირო აღმოსავლეთ-აფრიკული მანგროს ტყეების სამშობლოა.

ადმინისტრაციულად ტანზანია დაყოფილია 30 რეგიონად.[1] მათგან ზანზიბარის კუნძულზე მდებარეობს სამი, ხოლო კუნძულ პემბაზე ორი.

სქოლიო