ეგვიპტის ძველი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Saqqara BW 5.jpg|მინი|[[ჯოსერის პირამიდა]]]]
'''ეგვიპტის ძველი სამეფო''' — [[ეგვიპტის ისტორია|ეგვიპტის ისტორიის]] ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მოიცავს ჩვენს ერამდე 2780–2280 წლებს და III-VI დინასტიების მმართველობის ხანას ემთხვევა. მას სხვანაირად [[პირამიდების ეპოქა|პირამიდების ეპოქას]] უწოდებენ. ძველი სამეფო [[ფარაონი|ფარაონის]] აბსოლუტური ძალაუფლების კულმინაციის ხანად ითვლება. ეს ეპოქა იწყება პირველი ეგვიპტური პირამიდის მფლობელი ფარაონის–[[ჯოსერი|ჯოსერის]] გამეფებიდან. მისი ხუროთმოძღვარი - [[იმხოტეპი|იმჰოტეპი]] - ეგვიპტურ ტრადიციაში მოიხსენიება, როგორც ბრძენი, ხოლო გვიანი პერიოდის ეგვიპტელებმა იგი თავიანთი პანთეონის ერთ–ერთ ღვთაებად შერაცხეს.
 
== ძველი ეგვიპტის მართვა ==
[[ფაილი:Cairo, Gizeh, Sphinx and Pyramid of Khufu, Egypt, Oct 2004.jpg|მინი|[[დიდი სფინქსი]]]]
ძველი ეგვიპტის მატერიალური კეთილდღეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, ხოლო ეს უკანასკნელი–ერთიანი [[ეგვიპტის საირიგაციო სისტემა|საირიგაციო სისტემის]] მწყობრ მუშაობაზე, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლებოდა [[ნილოსი|ნილოსის]] წყლის მიწოდება ყანებისა და საძოვრებისათვის ვარგისი მიწებისთვის. ძველი სამეფოს დროს დასრულდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა. თითოეულ [[ნომი|ნომს]] ევალებოდა წესრიგში ჰქონოდა მის ტერიტორიაზე განლაგებული საირიგაციო ქსელის არხები და ყოველწლიურად ჩაებარებინა სამეფო ბეღლისათვის მარცვლეულის განსაზღვრული რაოდენობა. ადრეული დინასტიის პერიოდის ეგვიპტეში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფარაონი თვითონ ატარებდა მოსავლის ინსპექციას. ამ პროცედურას [[ხორის გაცილება]] ეწოდებოდა. [[ეგვიპტის III დინასტია|III დინასტიიდან]] ხორის გაცილება უკვე ყოველწლიური გადასახადების აღწერად იქცა, რომელსაც ადგილზე ატარებდა სათანადო მოხელე ნომის მმართველის მეთვალყურეობით.
 
ძველი სამეფოს ეგვიპტეს არ ჰყავდა რეგულარული არმია და ფლოტი, მაგრამ სამხედრო ლაშქრობების დროს თითოეული ნომიდან იწვევდნენ მასზე შეწერილი მამაკაცების განსაზღვრულ რაოდენობას. ასევე გამოყოფილი იყო მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა მაღაროებში მუშაობისათვის და ნიჩბოსნებად ძირითადად [[ლიბანი|ლიბანსა]] და [[ბიბლოსი|ბიბლოსში]] ექსპედიციებისათვის, საიდანაც ეგვიპტელებს ჩამოჰქონდათ მათთვის ძვირფასი ხე, რომლის ნაკლებობა ეგვიპტეში იგრძნობოდა.
 
== IV დინასტიის ეგვიპტე ==
[[ფაილი:Khufu CEM.jpg|მინი|[[ხეოფსი]]]]
ძველი სამეფოს კულმინაციას IV დინასტია წარმოადგენს. ეგვიპტის პირამიდებიდან ყველაზე ცნობილი სამი დიდი პირამიდა სწორედ IV დინასტიის ფარაონების–[[ხეფრენი|ხეფრენის]] (ეგვ. ხაფრა), [[მიკერინი|მიკერინის]] (მენკაურა), და [[ხეოფსი|ხეოფსის]] (ხუფუ)–მიერ არის აგებული. თავად ამ პირამიდებისპიროვნებების შესახებ, მათი პირამიდების გარდა, თითქმის არაფერია ცნობილი.ამ დროის წარწერებიდან ირკვევა, რომ ეგვიპტე სისტემატურად ამუშავებს [[სინაის ნახევარკუნძული|სინაის]] მაღაროებს, საიდანაც მოედინება [[სპილენძი]] და [[ფირუზი]]. წესრიგი სუფევს სამხრეთშიც, [[ნუბია|ნუბიაში]], რომელიც აგრეთვე მრავალი ნედლეულის წყაროს წარმოადგენს.
 
== V დინასტიის ეგვიპტე ==
ანონიმური მომხმარებელი

სანავიგაციო მენიუ