საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
== ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანები == |
== ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანები == |
||
* [[ნუგზარ საჯაია]]: [[1996]] წლის 31 იანვარი – [[2002]] წლის 25 თებერვალი |
* [[ნუგზარ საჯაია]]: [[1996]] [[წელი|წლის]] [[31 იანვარი]] – [[2002]] [[წელი|წლის]] [[25 თებერვალი]] |
||
* [[თედო ჯაფარიძე]]: [[2002]] წლის 14 მარტი – [[2003]] წლის 30 ნოემბრი |
* [[თედო ჯაფარიძე]]: [[2002]] [[წელი|წლის]] [[14 მარტი]] – [[2003]] [[წელი|წლის]] [[30 ნოემბრი]] |
||
* [[ივანე მერაბიშვილი]]: [[2004]] წლის 26 იანვარი – [[2004]] წლის 6 ივნისი |
* [[ივანე მერაბიშვილი]]: [[2004]] [[წელი|წლის]] [[26 იანვარი]] – [[2004]] [[წელი|წლის]] [[6 ივნისი]] |
||
* [[გელა ბეჟუაშვილი]]: [[2004]] წლის 6 ივნისი – [[2005]] წლის 19 ოქტომბერი |
* [[გელა ბეჟუაშვილი]]: [[2004]] [[წელი|წლის]] [[6 ივნისი]] – [[2005]] [[წელი|წლის]] [[19 ოქტომბერი]] |
||
* [[ლევან ჭოლაძე]]: [[2005]] წლის 19 ოქტომბერი – [[2005]] წლის 23 დეკემბერი |
* [[ლევან ჭოლაძე]]: [[2005]] [[წელი|წლის]] [[19 ოქტომბერი]] – [[2005]] [[წელი|წლის]] [[23 დეკემბერი]] |
||
* [[კონსტანტინე კემულარია]]: [[2005]] წლის 23 დეკემბერი - 19 ნოემბერი |
* [[კონსტანტინე კემულარია]]: [[2005]] [[წელი|წლის]] [[23 დეკემბერი]] - [[2007]] [[წელი|წლის]] [[19 ნოემბერი]] |
||
* [[ალექსანდრე ლომაია]]: 19 ნოემბერი |
* [[ალექსანდრე ლომაია]]: [[2007]] [[წელი|წლის]] [[19 ნოემბერი]] - [[2008]] [[წელი|წლის]] [[5 დეკემბერი]] |
||
* [[ეკატერინე ტყეშელაშვილი]]: 2008 წლის 6 დეკემბერი – 2010 წლის ნოემბერი |
* [[ეკატერინე ტყეშელაშვილი]]: [[2008]] [[წელი|წლის]] [[6 დეკემბერი]] – [[2010]] [[წელი|წლის]] [[20 ნოემბერი]] |
||
* [[გიგა ბოკერია]]: 2010 წლის ნოემბერი – 2013 წლის ნოემბერი |
* [[გიგა ბოკერია]]: [[2010]] [[წელი|წლის]] [[20 ნოემბერი]] – [[2013]] [[წელი|წლის]] [[21 ნოემბერი]] |
||
* [[ირინე იმერლიშვილი]]: 2013 წლის ნოემბერი - დღემდე |
* [[ირინე იმერლიშვილი]]: [[2013]] [[წელი|წლის]] [[22 ნოემბერი]] - დღემდე |
||
== ლიტერატურა == |
== ლიტერატურა == |
12:09, 24 აგვისტო 2016-ის ვერსია
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო — საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.
მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.[1]
2011 წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უშიშროების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.[2]
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანები
- ნუგზარ საჯაია: 1996 წლის 31 იანვარი – 2002 წლის 25 თებერვალი
- თედო ჯაფარიძე: 2002 წლის 14 მარტი – 2003 წლის 30 ნოემბრი
- ივანე მერაბიშვილი: 2004 წლის 26 იანვარი – 2004 წლის 6 ივნისი
- გელა ბეჟუაშვილი: 2004 წლის 6 ივნისი – 2005 წლის 19 ოქტომბერი
- ლევან ჭოლაძე: 2005 წლის 19 ოქტომბერი – 2005 წლის 23 დეკემბერი
- კონსტანტინე კემულარია: 2005 წლის 23 დეკემბერი - 2007 წლის 19 ნოემბერი
- ალექსანდრე ლომაია: 2007 წლის 19 ნოემბერი - 2008 წლის 5 დეკემბერი
- ეკატერინე ტყეშელაშვილი: 2008 წლის 6 დეკემბერი – 2010 წლის 20 ნოემბერი
- გიგა ბოკერია: 2010 წლის 20 ნოემბერი – 2013 წლის 21 ნოემბერი
- ირინე იმერლიშვილი: 2013 წლის 22 ნოემბერი - დღემდე
ლიტერატურა
- საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 99.
- საქართველოს კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. 1996 წლის 24 იანვარი.
- კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. გაზ. „24 საათი“. # 254, 2004 წლის 26 ოქტომბერი.
- კუპრაშვილი ჰ. „მეფემ არ იცის თორემ...“. გაზ. „24 საათი“. # 142, 2004 წლის 17 ივნისი.
- Kuprashvili H. Sharashenidze T. Political Aspects of the Formation of the National Information System in Post-Communist Georgia. Politics, Ethics, and the Challenges to Democracy in 'New Independent States’. Council for Research in Values and Philosophy. Cultural Heritage and Contemporary Change Series IVA, Eas-tern and Central Europe, Volume 29. General Editor George F. McLean. Washington. 2005. P. 133-141. ISBN-13: 978-1-56518-224-0 (pbk.).
- Купрашвили Г. Некоторые аспекты информационно-аналитического обеспечения национальной безопасности. Кавказоведение. Российская академия наук, Институт язикознания. №8. Москва. 2005. С. 9-15
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
- პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლიშვილს ღია წერილით მიმართავს