მურად III: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დამატებული ბმულები; დავამატე უმნიშვნელოვანესი ინფო, გთხოვთ დამიდასტუროთ
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება
ხაზი 37: ხაზი 37:
მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას [[ჰარემი|ჰარემში]] გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, ნურბანმა და მისმა ცოლმა, საფიემ. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა.

მურადის მმართველობის პერიოდში, 1578-1590 წლებში მიმდინარეობდა დიდი ომი ოსმალეთსა და სეფიანთა ირანს შორის. ომი დასრულდა 1590 წლის შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც სპარსეთმა ცნო ოსმალეთის მითვისებული ტერირორიები კავკასიაში.
ჰყავდა 25 შვილი (21 [[შეჰზადე]] და 4 გოგო). გარდაიცვალა [[1595]] წელს [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]] ჰარამხანაში. ამის შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი [[მეჰმედ III]].

ჰყავდა 25 შვილი (21 [[შეჰზადე]] და 4 გოგო). გარდაიცვალა [[1595]] წელს [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]] ჰარამხანაში. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი [[მეჰმედ III]], რომელმაც თავისი 19 ძმა მოაკვლევინა.

== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

00:33, 23 აგვისტო 2016-ის ვერსია

მურად III
ოსმალეთის მე-12 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1574
მმართ. დასასრული: 1595
წინამორბედი: სელიმ II
მემკვიდრე: მეჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ივლისი, 1546
დაბ. ადგილი: მანისა
გარდ. თარიღი: 15 იანვარი, 1595
გარდ. ადგილი: სტამბოლი
მეუღლე: საფიე სულთანი
შემშირუჰსარ ხათუნი
შაჰიჰუბან ხათუნი
ნაზფერვერ ხათუნი
მიჰრიბან ხათუნი
შვილები: მეჰმედ III, მაჰმუდი, აიშე, ფატმა, მიჰრიმაჰი, ამრიე
დინასტია: ოსმანები
მამა: სელიმ II
დედა: ნურბანუ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

მურად III (ოსმ. مراد ثالث‎ — Murâd-ı sâlis , თურქ. Üçüncü Murat; დ. 4 ივლისი, 1546 — გ. 15 იანვარი, 1595) — ოსმალეთის იმპერიის მეთორმეტე სულთანი. სელიმ II-სა და ნურბანუ სულთნის შვილი. ქვეყანას მართავდა 1574-1595 წლებში.

ტახტზე ასვლამდე

მურადი დაიბადა 1546 წელს, როდესაც მისი მამა, შეჰზადე სელიმი (მომავალში სელიმ II) საუფლისწულო სანჯაყის მანისას მმართველი იყო. როდესაც 1566 წელს, მისი ბაბუა სულეიმან I გარდაიცვალა და მისი მამა ავიდა ტახტზე, იგი მამის პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა და მამამისივით მანისას პროვინციაში გაემგზავრა. ის იქ 8 წლის განმავლობაში მსახურობდა და ნამდვილად არ ტოვებდა გონიერი და წარმატებული მმართველის შთაბეჭდილებას, რაც არც მისი სულთნობის პერიოდში შეცვლილა. როცა 1574 წელს მამამისი გარდაიცვალა, იგი დედაქალაქში იმპერიის მმართველობისათვის დაბრუნდა.

მმართველობის პერიოდი

მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას ჰარემში გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, ნურბანმა და მისმა ცოლმა, საფიემ. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა.

მურადის მმართველობის პერიოდში, 1578-1590 წლებში მიმდინარეობდა დიდი ომი ოსმალეთსა და სეფიანთა ირანს შორის. ომი დასრულდა 1590 წლის შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც სპარსეთმა ცნო ოსმალეთის მითვისებული ტერირორიები კავკასიაში.

ჰყავდა 25 შვილი (21 შეჰზადე და 4 გოგო). გარდაიცვალა 1595 წელს თოფქაფის სასახლის ჰარამხანაში. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი მეჰმედ III, რომელმაც თავისი 19 ძმა მოაკვლევინა.

რესურსები ინტერნეტში