ოქროს ნაპირი (ბრიტანეთის კოლონია): განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
[[ფაილი:Gold Coast Map 1896.jpg|220px|მინი|ოქროს ნაპირი 1896 წელს]]
'''ოქროს სანაპირონაპირი''' — [[ბრიტანეთი]]ს კოლონია დასავლეთ [[აფრიკა]]ში [[გვინეის ყურე|გვინეის ყურის სანაპიროზე]], რომელის მოგვიანებით, [[1957]] წელს გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო [[განა]].
 
==ისტორია==
ოქროს ნაპირს პირველას 1471 წელს მიაღწიეს [[პორტუგალიელები|პორტუგალიელებმა]]. აქ მათ დახვდათ მრავალრიცხოვანი აფრიკული სამეფოები, რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა [[ოქრო]]ს უმდიდრესი მარაგი. 1482 წელს პორტუგალიელებმა აქ ააგეს ციხე-სიმაგრე [[ელმინა]]. ეს იყო პირველი ევროპული ფორტი ოქროს ნაპირზე. აქედან აწარმოებდნენ ისინი მონებით, მძივებით, დანებით, იარაღით, ოქროთი, რომით და მინით ვაჭრობას. წარმატებული ვაჭრობის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმები და შედეგად, ამ რეგიონს მოაწყდა [[ბრიტანეთი]]ს, [[ჰოლანდია|ჰოლანდიის]], [[დანია|დანიის]], [[პრუსია|პრუსიის]], [[შვედეთი]]ს ვაჭართა მთელი არმია, რომელთაც ააგეს რამდენიმე ციხე-სიმაგრე სანაპირო ხაზის გასწვრივ. სახელწოდება „ოქროს ნაპირი“ მოდის ევროპელებისაგან, აქ მოპოვებული დიდი რაოდენობით [[ოქრო]]ს მარაგის გამო. მრავალი ასეული წლის მანძილზე ამ რეგიონის ეკონომიკის ძირითადი წამყვანი დარგი იყო [[მონათვაჭრობა]].

სანავიგაციო მენიუ