ტრისტან-და-კუნია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73: ხაზი 73:
[[აღდგომის კუნძული|აღდგომის კუნძულთან]], [[პიტკერნის კუნძულები|პიტკერნის კუნძულებთან]] და [[ბუვე]]ს კუნძულთან ერთად [[მატერიკი|მატერიკებიდან]] ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული დასახლებული ადგილებია [[დედამიწა]]ზე. მდებარეობს 2816 [[კილომეტრი|კმ-ში]] [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან]], 3360 კმ-ში [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთი ამერიკიდან]] და 2161 კმ-ში სამხრეთით [[წმინდა ელენეს კუნძული]]დან.
[[აღდგომის კუნძული|აღდგომის კუნძულთან]], [[პიტკერნის კუნძულები|პიტკერნის კუნძულებთან]] და [[ბუვე]]ს კუნძულთან ერთად [[მატერიკი|მატერიკებიდან]] ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული დასახლებული ადგილებია [[დედამიწა]]ზე. მდებარეობს 2816 [[კილომეტრი|კმ-ში]] [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან]], 3360 კმ-ში [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთი ამერიკიდან]] და 2161 კმ-ში სამხრეთით [[წმინდა ელენეს კუნძული]]დან.


1956 წლიდან ბრიტანელებისგან არენდირებულ კუნძულ [[გოფი (კუნძული)|გოფის]] მონაკვეთზე განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგური<ref>[http://gough.sanap.org.za/ South African weather station on Gough Island]</ref>.
1956 წლიდან ბრიტანელებისგან არენდირებულ [[კუნძული|კუნძულ]] [[გოფი (კუნძული)|გოფის]] მონაკვეთზე განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგური<ref>[http://gough.sanap.org.za/ South African weather station on Gough Island]</ref>.


== გეოგრაფია ==
== გეოგრაფია ==
ხაზი 108: ხაზი 108:


1906 წელს მოხდა [[ვულკანი]]ს ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია პირუტყვის და [[კარტოფილი]]ს პლანტაციების განადგურება. ადამიანები გადაასახლეს [[კეიპტაუნი|კეიპტაუნში]]. 1961 წელს ამოფრქვევამ ზიანი მოუტანა თევზის ფაბრიკას, ხოლო მოსახლეობა გადაასახლეს [[წმინდა ელენეს კუნძული|წმინდა ელენეს კუნძულზე]] ან დიდ ბრიტანეთში. როდესაც ფაბრიკა აღადგინეს, მაცხოვრებლები დაბრუნდნენ სახლში.
1906 წელს მოხდა [[ვულკანი]]ს ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია პირუტყვის და [[კარტოფილი]]ს პლანტაციების განადგურება. ადამიანები გადაასახლეს [[კეიპტაუნი|კეიპტაუნში]]. 1961 წელს ამოფრქვევამ ზიანი მოუტანა თევზის ფაბრიკას, ხოლო მოსახლეობა გადაასახლეს [[წმინდა ელენეს კუნძული|წმინდა ელენეს კუნძულზე]] ან დიდ ბრიტანეთში. როდესაც ფაბრიკა აღადგინეს, მაცხოვრებლები დაბრუნდნენ სახლში.

== მოსახლეობა ==
ტრისტანი-და-კუნიას კუნძული — არქიპელაგის ერთადერთი კუნძულია მუდმივი [[მოსახლეობა|მოსახლეობით]]. კუნძულის მთავარი დასახლებული პუნქტია — [[ედინბურგის შვიდი ზღვა]] კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სხვა დასახლებული პუნქტები დროებითია და წარმოადგენენ სამეცნიერო ბაზებს და [[მეტეოროლოგია|მეტეოროლოგიურ]] სადგურებს. 2016 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 266 ადამიანს<ref name="tristandc.com">{{cite web|title=Tristan da Cunha Family News|url=http://www.tristandc.com/familynews.php|accessdate=5 June 2016}}</ref>. ყველა მაცხოვრებელი კუნძულზე 1816-1908 წლებში გადასახლებული 8 მამაკაცის ([[შოტლანდიელები|შოტლანდიელი]], [[ჰოლანდიელები|ჰოლანდიელი]], ორი [[ინგლისელები|ინგლისელი]], ორი [[იტალიელები|იტალიელი]] და ორი [[აშშ|ამერიკელი]]) და 7 ქალის (5 მულატი: 4 წმინდა ელენეს კუნძულიდან და ერთი კეიპტაუნიდან, და ორი [[ირლანდიელები|ირლანდიელი]]) შთამომავლები.

კუნძულზე ცხოვრობენ მხოლოდ 7 გვარის ადამიანები: გლესი, გრინი, ჰაგანი, ლავარელიე, რეპეტო (ორი ტიპიური [[ლიგურია|ლიგურიული]] გვარი), როჯერსი და სუეინი<ref>{{Cite book|title=Genetic isolateds: Separate but equal?|author=Leonid Kruglyak.|volume=96|page=1170-1172|date=February 1999|url=http://www.pnas.org/content/96/4/1170.full.pdf}}</ref>.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

14:41, 6 აგვისტო 2016-ის ვერსია

ტრისტანი-და-კუნია
მშობ. სახელი: ინგლ. Tristan da Cunha

ტრისტანი-და-კუნიას არქიპელაგის რუკა
გეოგრაფია
ტრისტან-და-კუნია — ატლანტის ოკეანე
ტრისტან-და-კუნია
ტრისტან-და-კუნია (ატლანტის ოკეანე)
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 37°06′00″ ს. გ. 12°16′00″ დ. გ. / 37.10000° ს. გ. 12.26667° დ. გ. / -37.10000; -12.26667
მთავარი კუნძული ტრისტანი-და-კუნია
ფართობი 207 კმ²
უმაღლესი წერტილი 2055 მ
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას დროშა წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია
დემოგრაფია
მოსახლეობა 264 ად. (2008)
სიმჭიდროვე 1,275 ად. /კმ²

ტრისტანი-და-კუნია (ინგლ. Tristan da Cunha) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შედის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში.

აღდგომის კუნძულთან, პიტკერნის კუნძულებთან და ბუვეს კუნძულთან ერთად მატერიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული დასახლებული ადგილებია დედამიწაზე. მდებარეობს 2816 კმ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, 3360 კმ-ში სამხრეთი ამერიკიდან და 2161 კმ-ში სამხრეთით წმინდა ელენეს კუნძულიდან.

1956 წლიდან ბრიტანელებისგან არენდირებულ კუნძულ გოფის მონაკვეთზე განლაგებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეტეოროლოგიური სადგური[1].

გეოგრაფია

ტრისტანი-და-კუნია — ვულკანური წარმოშობის კუნძული, წარმოიშვა დაახლოებით 1 მილიონი წლის წინ. კუნძულზე მდებარეობს არქიპელაგის ყველაზე მაღალი წერტილი — დედოფალ მერის პიკი, სიმაღლით ზღვის დონიდან 2055 მეტრი. ზამთარში მთის მწვერვალი დაფარულია თოვლით. დედოფალ მერის პიკი — ვულკანია, კუნძულის აღმოჩენის მომენტიდან ამოიფრქვა რამდენჯერმე.

ტრისტანი-და-კუნიას კუნძულს აქვს კლდოვანი ნაპირი და მთიანი რელიეფი, მრავალრიცხოვანი თხრილები, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ეძახიან «ხეობას» («gulches»). კუნძულის ერთადერთი ტერიტორია, რომელიც მიესადაგება ადამიანის მუდმივ საცხოვრებელს — ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია. აქვე შესაძლებელია ზღვიდან გადმოსვლა დიდი რისკის გარეშე.

კლიმატი

არქიპელაგის ხედი კოსმოსიდან (კუნძულ გოფის გარეშე)

კუნძულების კლიმატი ზომიერი ოკეანისებურია, წვიმიანი და ქარიანი. კუნძულ გოფზე თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +9 °С-დან +14,5 °C-მდე, ჩრდილოეთის კუნძულებზე — +11 °С-დან +17,5 °C-მდე. ნალექი წელიწადში მოდის ჩრდილოეთში 2000 მმ-დან კუნძულ გოფის 2500 მმ-მდე.

ფლორა და ფაუნა

ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე არ არიან ძუძუმწოვრები (სანაპიროზე სელაპების და გოფის კუნძულზე ადამიანის შემოყვანილი თაგვის გამოკლებით), ქვეწარმავლები, პეპლები. მატერიკიდან კუნძულების სიშორემ გავლენა იქონია ცხოველთა და მცენარეულ სამყაროზე. კუნძულებზე ბევრია მცენარე-ენდემები, ინაკსესიბლეს კუნძულზე შენარჩუნებულია ყველაზე პატარა არამფრინავი ფრინველი დედამიწაზე — «ინაკსესიბლეს კუნძულის ლაინა» ანუ «ტრისტანის ლაინა» (ლათ. Atlantisia rogersi). კუნძულზე ასევე ბინადრობს მეკლდეური პინგვინი (ლათ. Eudyptes chrysocome).

გოფის, ნაიტინგეილის და ინაკსესიბლეს კუნძულები გამოცხადებულია ველური ბუნების ნაკრძალებად.

შინაური ცხოველებს და მსხვილ რქოსან საქონელს ტრისტანი-და-კუნიას კუნძულის მაცხოვრებლები არ აველურებენ და ისინი ბუნებისათვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ისტორია

ითვლება, რომ არქიპელაგის ჩრდილოეთის კუნძულები 1506 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ტრისტან და კუნიამ, მაგრამ ის ნაპირზე არ გადასულა. გოფის კუნძული აღმოაჩინა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჩარლზ გოფმა 1731 წელს. პირველი გადასვლა განახორციელეს ფრანგმა მეზღვაურებმა — ფრეგატ «L’Heure du Berger»-ის ეკიპაჟის წევრებმა 1767 წელს.

კუნძულზე პირველი დამსახლებელი 1810 წელს გახდა მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებელი ამერიკელი ჯონათან ლამბერტი, რომელიც გარდაიცვალა 1812 წელს.

1815 წელს დიდი ბრიტანეთმა მოახდინა კუნძულების ანექსია. სუეცის არხის გახსნამდე კუნძულებს ჰქონდათ სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპიდან და აღმოსავლეთ ამერიკიდან ინდოეთის ოკეანეში მოგზაურობის დროს.

1906 წელს მოხდა ვულკანის ამოფრქვევა, რომელმაც გამოიწვია პირუტყვის და კარტოფილის პლანტაციების განადგურება. ადამიანები გადაასახლეს კეიპტაუნში. 1961 წელს ამოფრქვევამ ზიანი მოუტანა თევზის ფაბრიკას, ხოლო მოსახლეობა გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე ან დიდ ბრიტანეთში. როდესაც ფაბრიკა აღადგინეს, მაცხოვრებლები დაბრუნდნენ სახლში.

მოსახლეობა

ტრისტანი-და-კუნიას კუნძული — არქიპელაგის ერთადერთი კუნძულია მუდმივი მოსახლეობით. კუნძულის მთავარი დასახლებული პუნქტია — ედინბურგის შვიდი ზღვა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სხვა დასახლებული პუნქტები დროებითია და წარმოადგენენ სამეცნიერო ბაზებს და მეტეოროლოგიურ სადგურებს. 2016 წლის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 266 ადამიანს[2]. ყველა მაცხოვრებელი კუნძულზე 1816-1908 წლებში გადასახლებული 8 მამაკაცის (შოტლანდიელი, ჰოლანდიელი, ორი ინგლისელი, ორი იტალიელი და ორი ამერიკელი) და 7 ქალის (5 მულატი: 4 წმინდა ელენეს კუნძულიდან და ერთი კეიპტაუნიდან, და ორი ირლანდიელი) შთამომავლები.

კუნძულზე ცხოვრობენ მხოლოდ 7 გვარის ადამიანები: გლესი, გრინი, ჰაგანი, ლავარელიე, რეპეტო (ორი ტიპიური ლიგურიული გვარი), როჯერსი და სუეინი[3].

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ვიდეოები კუნძულების შესახებ

სქოლიო

  1. South African weather station on Gough Island
  2. Tristan da Cunha Family News. ციტირების თარიღი: 5 June 2016.
  3. Leonid Kruglyak. (February 1999). Genetic isolateds: Separate but equal?, გვ. 1170-1172.