ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
ოქტავიანემ, აგრეთვე, მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო დეკრეტი, რომელიც ანტონიუსს სახალხო მტრად აცხადებდა.<ref name="rowell 27" /> როდესაც ამაზე უარი მიიღო, იგი რვა ლეგიონით გაემართა ქალაქისაკენ.<ref name="rowell 27" /> რომში მას არავითარი სამხედრო ოპოზიცია არ დაპირისპირებია და [[ძვ. წ. 43]] წლის [[19 აგვისტო]]ს არჩეულ იქნა კონსულად მის ნათესავ კვინტუს პედიუსთან, როგორც თანაკონსულთან ერთად.<ref name="eck 14">Eck (2003), 14.</ref><ref name="rowell 28">Rowell (1962), 28.</ref> ოქტავიანემ თავისი ჯარისკაცები დააჯილდოვა და ამის შემდეგ კეისრის მკვლელების დევნაზეც დაიწყო ფიქრი. ''ლექს პედიათი'' ყველა შეთქმული და სექსტუს პომპეუსი დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს და ხალხის მტრებადაც გამოაცხადეს. ამის შემდეგ, ლეპიდუსის წაქეზებით, იგი ციზალპურ გალიაში წავიდა ანტონიუსთან შესახვედრად.
 
ძვ. წ. 43 წლის ნოემბერში ოქტავიანე, ლეპიდუსი და ანტონიუსი ერთმანეთს ბოლონიის მახლობლად შეხვდნენ.<ref>Eck, 2003, pg 15</ref> ორდღიანი განხილვის შემდეგ, ისინი [[მეორე ტრიუმვირატი|სამკაციანი დიქტატურის]] დამყარებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რესპუბლიკა ხუთი წლის განმავლობაში უნდა ემართა და ცნობილი იყო, როგორც „სამი კაცი რესპუბლიკის აღდგენისათვის“ (ლათ: „Triumviri Rei publicae Constituendae“), თანამედროვე ისტორიკოსები კი [[მეორე ტრიუმვირატი]]ს სახელით მოიხსენიებენ.<ref name="eck 15" />{{sfn-2|სანიკიძე|(1976)|გვ=43}} არაოფიციალური პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, რომელიც [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსის]], [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრისა]] და [[კრასუსი]]ს მიერ იყო შექმნილი, მათ ეს სპეციალური ძალაუფლება ხუთი წლით მიენიჭათ და პლებსის მიერ მიღებული კანონით იყო მხარდაჭერილი.<ref name="eck 15">Eck (2003), 15.</ref><ref name="Scullard 1982 163">Scullard (1982), 163.</ref> სამეულმა ერთმანეთში გაინაწილა რესპუბლიკის არმიებისა და პროვინციების მართვა-გამგებლობა: ანტონიუსმა მიიღო [[გალია]], ლეპიდუსმა — ესპანეთი, ოქტავიანემ კი როგორც უმცროსმა პარტნიორმა — [[აფრიკა (რომის პროვინცია)|აფრიკა]]. იტალია მათი ერთობლივი მმართველობის ქვეშ მოექცა. ტრიუმვირებს უნდა დაეპყროთ რომის დანარჩენი ტერიტორიები, რამდენადაც აღმოსავლეთი პროვინციები ბრუტუსისა და კასიუსის ხელში რჩებოდა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს კი სექსტუს პომპეუსი აკონტროლებდა.<ref>Hinard, 2000, pg 841-842</ref> იმავე წლის 27 ნოემბერს ტრიუმვირატი ფორმალურადაც დაფუძნდა საგანგებოდ მიღებული კანონით, lex Titia-ით. კავშირის განსამტკიცებლად, ოქტავიანე ანტონიუსის გერზე, [[კლოდია პულქრა]]ზე დაქორწინდა.
 
==== პროსკრიფციები ====
[[File:Antony with Octavian aureus.jpg|thumb|რომაული [[აურეუსი]], რომელზეც გამოსახულია მარკუს ანტონიუსისა (მარცხნივ) და ოქტავიანეს (მარჯვნივ) პორტრეტები, გამოშვებულია ძვ. წ. 41 წელს ძვ. წ. 43 წელს ოქტავიანეს, ანტონიუსისა და ლეპიდუსის მიერ მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების აღსანიშნავად. ორივე მხარეს გამოსახულია წარწერა „III VIR R P C“, რაც ნიშნავს „ერთ-ერთი სამი კაციდან რესპუბლიკის რეგულირებისათვის“.<ref>{{cite web|last = Sear | first = David R | title = Common Legend Abbreviations On Roman Coins | url = http://www.davidrsear.com/academy/roman_legends.html | accessdate = 24 August 2007 | archiveurl= https://web.archive.org/web/20070730185143/http://www.davidrsear.com/academy/roman_legends.html| archivedate= 30 July 2007 | deadurl= no}}</ref>]]
ახალდაფუძნებული კავშირის უპირველესი მიზანი კეისრის სიკვდილის გამო შურსძიება და მის მკვლელებთან ომის წამოწყება იყო. სანამ ბრუტუსისა და კასიუსის წინააღმდეგ აღმოსავლეთში გაემართებოდნენ, ტრიუმვირებმა გადაწყვიტეს ჯერ რომში განედგურებინათ თავიანთი მტრები. საამისოდ მათ აამოქმედეს მასობრივი მკვლელობების ერთგვარი ლეგალური ფორმა — პროსკრიფციები, რომელიც პირველად [[ძვ. წ. 82]] წელს [[დიქტატორი|დიქტატორმა]] [[სულა|ლუციუს კორნელიუს სულამ]] გამოიყენა. ტრიუმვირების მიერ შედგენილ პროსკრიფციებში მოხვდა 300 სენატორი და 2 000 მხედარი. ისინი კანონგარეშეებად გამოაცხადეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, სიცოცხლეს გამოასალმეს.<ref name = "eck 16" />
 
[[ძვ. წ. 43]] წლის ოქტომბერში, [[ბოლონია|ბოლონიის]] მახლობლად გამართულ შეხვედრაზე, ოქტავიანემ, ანტონიუსმა და ლეპიდუსმა ჩამოაყალიბეს [[სამხედრო დიქტატურა|ხუნტა]], რომელიც [[მეორე ტრიუმვირატი]]ს სახელითაა ცნობილი.<ref name="eck 15" />{{sfn-2|სანიკიძე|(1976)|გვ=43}} არაოფიციალური პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, რომელიც [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსის]], [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრისა]] და [[კრასუსი]]ს მიერ იყო შექმნილი, მათ ეს სპეციალური ძალაუფლება ხუთი წლით მიენიჭათ და პლებსის მიერ მიღებული კანონით იყო მხარდაჭერილი.<ref name="eck 15">Eck (2003), 15.</ref><ref name="Scullard 1982 163">Scullard (1982), 163.</ref> ტრიუმვირებმა შეადგინეს პროსკრიფციები,{{sfn-2|სანიკიძე|(1976)|გვ=43}} რომლებშიც მოხვდა 300 სენატორი და 2 000 მხედარი. ისინი კანონგარეშეებად გამოაცხადეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, სიცოცხლეს გამოასალმეს.<ref name = "eck 16" />
 
შეფასება, რომ პროსკრიფცირებული იყო 300 სენატორი, [[აპიანე]]ს მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა მისი ადრეული თანამედროვე [[ტიტუს ლივიუსი]] აცხადებს, რომ სიებში მხოლოდ 130 სენატორი მოხვდა.<ref>Southern (1998), 52-53.</ref> ტრიუმვირთა მიერ ამ განკარგულების გამოცემა განპირობებული იყო ფულის მოგროვების საჭიროებით, რომელიც მათი ჯარებისათვის უნდა გადაეხადათ კეისრის მკვლელებთან, [[მარკუს იუნიუს ბრუტუსი (უმცროსი)|მარკუს იუნიუს ბრუტუსსა]] და [[გაიუს კასიუს ლონგინუსი|გაიუს კასიუს ლონგინუსთან]] მოახლოებულ კონფლიქტში.<ref name="Scullard 1982 164">Scullard (1982), 164.</ref> სიაში მყოფთა შეპყრობაზე დაწესებული ჯილდოები რომაელებს პროსკრიფცირებულთა დაკავების სტიმულს აძლევდნენ, თუმცა შეპყრობილთა ქონებასა და სახსრებს ტრიუმვირატის წევრები იტაცებდნენ.<ref name="eck 16">Eck (2003), 16.</ref>

სანავიგაციო მენიუ