ცვლილებები

Jump to navigation Jump to search
===ქცევა===
 
შიმპანზეს სახეობის მაიმუნები სიციალურად აქტიური არსებები არიან. ეს განპირობებულია მათი ცხოვრების სტილით. შიმპანზეები ძირითადად ჯგუფებსა და თემებში ერთიანდებიან რაც თავისთავად მსგავსია ადამიანების ცხოვრების მანერისა. შიმპანზეს ტიპის მაიმუნებს ძალიან ბევრი აქვთ ადამიანებთან საერთო. მათ ადამიანების მსგავსად ახასიათებთ სწავლისა და ათვისების კარგი უნარი.<ref>About Chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.janegoodall.ca/about-chimp-behaviour-social-organization.php</nowiki></ref>
 
შიმპანზეებზე დაკვირვებებს მუდმივად ართულებს მათი ჯგუფურად გადაადგილების უნარი რაც ყოველთვის ართულებდა პროცედურებს.<ref name=":6">Mitani, J. C., Watts, D. P., & Muller, M. N. (2002). Recent developments in the study of wild chimpanzee behavior. ''Evol. Anthropol. Evolutionary Anthropology: Issues, News, and Reviews,'' ''11''(1), 9-25. doi:10.1002/evan.10008</ref>   მათთვის ერთიანობა სიძლიერის მაჩვენებელია და შესაბამისად ნაკლაბად თუ ნახავთ მარტო მოხეტიალე შიმპანზეს.
 
შიმპანზეთა ქცევა გამოიხატება სხვადასხვანაირად, კერძოდ კომუნუკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით შიმპანზეები ურთიერთობენ ერთმანეთთან. ისინი იყენებენ შეძახილებს, ჟესტებს და სხვადასხვა სახის გამომეტყველებებს რათა ერთმანეთს უკეთ მიახვედრონ თუ რა სურთ. შიმპანზეთა გონება იმდენად განვითარებულია, რომ ძუძუმწოვართა შორის ინტელექტის მონაცემებით საკმაოდ განვითარებულ პრიმიტებს წარმოადგენენ.<ref>Baker, K. C., & Aureli, F. (1997). Behavioural Indicators of Anxiety: An Empirical Test in Chimpanzees. ''Behaviour,'' ''134''(13), 1031-1050. doi:10.1163/156853997x00386</ref>
 
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შიმპანზეთა ქცევა განპირობებულია ასევე ადამიანების მიერ მათ მიმართ გამოხატულ რეაქციებზეც. შიმპანზესთვის ყვირილი მისგან უფრო მეტი აგრესიის გამომწვევი ხდება და შესაბამისად არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით, ლმობიერები ხდებიან მაშინ როდესაც საჭმელი გამოჩნდება მათ თემში. საკვები შიმპანზეებს უფრო დამთმობებს და ლმობიერებს ხდით რაც ასევე აისახება მათ ქცევაში.
გარდა დადებითი ქცევებისა, შიმპანზეებს ასევე აქვთ უარყოფითი ქცევებიც, რაც გამოიხატება მათი მხირდან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაში. შიმპანზეებს ადრეული ასაკიდან, შესაძლებელია დაეწყოთ საკუთარი თავის დაზიანებისაკენს სწრაფვა, რაც არც თუ ისე სახარბიელო რამ არის.
 
თემში შიმპანზეთა ქცევის საინტერესო ელემენტს წარმოადგენს დავების გადაწყვეტის მეთოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად ისინი აგრესიულობით და დაუნდობელი ქმედებებით გამოირჩევიან, თუმცა შესაძლებელია თემში რაიმე გაუგებრობა შიმპანზეებმა მოაგვარონ უშუალოდ ძალადობის გარეშე მუქარით. მუქარის მეთოდს აქტიურად იყენებენ შიმპანზეები იმისათვის, რომ დავა და გაუგებრობა ან შუღლი დააშოშმინონ თემის წევრებს შორის.<ref name=":6" />
 
===საინტერესო ფაქტები და მახასიათებლები===
===შიმპანზეთა ინტელექტი===
 
წლების განმავლობაში, შიმპანზეთა ინტელექტუალური მონაცემების შესწავლა მსოფლიოს წამყვანი ანთროპოლოგების ძირითადი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა.    დღესდღეობითაც ისინი იკვლევენ ადამიანის გენებთან მიმართებაში თუ რამდენად ინტელექტუალურად განვითარებულს პრიმატებს წარმოადგენენ შიმპანზეს სახეობის მაიმუნები.<ref>The Chimpanzee Sequencing And Analysis Consortium. (2005). Initial sequence of the chimpanzee genome and comparison with the human genome. ''Nature,'' ''437''(7055), 69-87. doi:10.1038/nature04072</ref> 
 
შიმპანზეთა გონებრივი მონაცემები ძალიან გავს ადამიანისას. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფატქორებით. უნდა აღვნიშნოთ, ადამიანებს და შიმპანზეს სახეობის მაიმუნებს საერთო წინაპარი ჰყავთ, რომლის ისტორიაც 6 მილიონ წელიწადს ითვლის.
შიმპანზეები განსაკუთრებული ინტელექტის მქონე პრიმიტებს წარმოადგენენ. მათ აქვთ უნარი ინადირონ, აღიქვან ადამიანის ლაპარკი, რიცხვები, დაამზადონ იარაღები. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ საკვების მოპოვების სხვადასხვა სტრატეგიების მოფიქრება, დაგეგმარება, რაც მათ გონებრივ განვითარებაზე მეტყველებს. ყოველივე ნათლად მიუთითებს შიმპანზეების ინტელექტზე და ადამიანურ გენებთან მსგავსებას.
 
შიმპანზეთა ინტელექტის მნიშვნელოვანი ასპექტია მშენებლობის უნარი, რაც გამოიხატება მათთვის საცხოვრებელი ბუდის (სახლის) შენებაში. აღსანიშნავია, რომ მათ სხვადასხვა იარაღის გამოყენებით შეუძლიათ ააგონ თავიანთი მოსასვენებელი ადგილი რომელსაც გამოიყენებენ დასაძინებლად. 1970-იანი წლების ჩანაწერები ცხადყოფს, რომ შიმპანზეთა სახეობის მაიმუნები სამუშაო იარაღებს ქვისგან ამზადებდნენ და მათი გამოყენებით ნადირობდნენ და აგებდნენ ბუდეებს.<ref>(n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>https://en.wikipedia.org/wiki/Chimpanzee#Intelligence</nowiki></ref> 
 
შიმპანზეთა ინტელექტის ძალიან საინტერესო ფაქტორია მათი მოხერხებულობის უნარი. ისტორიულად, ცნობილია რომ შიმპანზეებს ადამიანების გაცურებაც კი შეუძლიათ საკმაოდ მარტივად. მათი მსგავსება ადამიანების მიმართ გამოიხატება ასევე დაავადებების მიღებაშიც. შიმპანზეები, ისევე როგორც ადამიანები, ავადდებიან ერთი და იგივე გრიპებით და ვირუსებით. ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს მათ მსგავსებას ადამიანებთან.
სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, შიმპანზეები განსაკუთრებული ათვისების უნარით გამოირჩვიან. კერძოდ, მათ დროის მცირე მონაკვეთში შეუძლიათ ადამიანებისაგან ისწავლონ და გაიწვრთნან სხვადასხვა მიმართულებებით. ასვე თამაში და სხვა გასართობი აქტივობები შიმპანზეებს განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებთ.
 
შიმპანზეებს როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ განვითარებული ინტელექტუალური მონაცემები გააჩნიათ. ისინი გონებრივ მომწიფებულობას სხვადასხვა ასაკში აღწევენ. ზოგი უფრო სწრაფად ზოგიც კი უფრო ნელა. გარდა თვითშემეცნების და ათვისების უნარისა, მათ გააჩნიათ უნარი ასწავლოს სხვას და მათი გადმოცემის უნარი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უნარია შიმპანზეთა სახეობის მაიმუნებში.<ref>Intellect and Emotion | Chimpanzees | Release & Restitution for Chimpanzees. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.releasechimps.org/chimpanzees/intellect-and-emotion</nowiki></ref>   
<references />
 
====მეხსიერება====
ჩიკაგოს უნივერსიტეტის გენეტიკოსმა შეისწავლა ოლივერის ქრომოსომები და დაადგინა, რომ მას 47-ის ნაცვლად 48 ქრომოსომა ჰქონდა. ოლივერს ასევე ჰქონდა უჩვეულო მიტოქონდრიული დნმ-ს მიმდევრობა, რაც მიანიშნებდა, რომ იგი წარმოადგენდა შიმპანზეების სრულიად ახალ, უნიკალურ პოპულაციას.
 
===შიმპანზეები ზოოპარკებში<ref>ChimpanZoo Homepage. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from <nowiki>http://www.chimpanzoo.org/african_notecards/chapter_3.html</nowiki></ref>===
 
ყველა შიმპანზე არ ცხოვრობს თავიანთ ბუნებრივ აფრიკულ საცხოვრებლში. დაახლოებით 500 შიმპანზე ბინადრობს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ზოოპარკებში. ზოგიერთი ასაკოვანი შიმპანზე ზოოპარკებში დაბადებულები იყვნენ ველურ გარემოში და გასაყიდად შეიპყრეს. ყველაზე უფროსი შიმპანზე ამერიკულ ზოოპარკში არის მდედრი, Little Mama, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს. ის დაახლოებით 70 წლის არის.
25

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ