189 153
რედაქტირება
'''ანტონ გენათელი''' — [[გელათის საეპისკოპოსო|გელათი]]ს მთავარ-ეპისკოპოსი XVI საუკუნის II ნახევარში. ადრე [[აწყური]]ს [[ეპისკოპოსი]] (მაწყვერელი). [[სამცხე-საათაბაგო]]ში ოსმალთა მომძლავრების გამო იძულებული გახდა [[იმერეთი|იმერეთში]] გადასულიყო. ანტონ გენათელი მონაწილეობდა იმერეთის მეფის [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-ის]] მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებაში (კათოლიკოსთა სამართალი). [[გიორგი II (იმერეთის მეფე)|გიორგი II-ის]] დროს ([[1565]]-[[1585]]) ანტონ გენათელმა შეაკეთა და მოახატვინა გელათის ღვთისშობლის ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭე, რომლის კედლებს დღესაც ამკობს იმდროინდელი ფრესკები და წარწერები. სამხრეთის კედლის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ანტონ გენათელი.
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|498|ლომინაძე ბ.}}
[[კატეგორია:აწყურის ეპისკოპოსები]]
|
რედაქტირება