13 043
რედაქტირება
მ (added Category:ძვ. წ. I საუკუნის რომაელები using HotCat) |
|||
[[Image:Lucius Antonius.jpg|thumb|ლუციუს ანტონიუსი]]
'''ლუციუს ანტონიუსი''' (ძვ. წ. I ს.) — ძველრომაელი პოლიტიკოსი, კონსული [[ძვ. წ. 41]] წელს; [[მარკუს ანტონიუსი]]ს უმცროსი ძმა და მხარდამჭერი.
ლუციუსი იყო [[ძვ. წ. 86]] წელს
ლუციუსი ყოველთვის იყო ძმის, [[მარკუს ანტონიუსი]]ს ძლიერი მხარდამჭერი. ძვ. წ. 44 წელს, ანტონიუსის კონსულობისა და კეისრის მკვლელობის წელს, ლუციუსმა, როგორც სახალხო ტრიბუნმა, მიიღო კანონი, რომელიც კეისარს უფლებას აძლევდა რომში არყოფნის დროსაც წარედგინა მთავარი მაგისტრატები. კეისრის მკვლელობის შემდეგ, იგი მხარს უჭერდა თავის ძმას, მარკუსს. იგი გამოვიდა ხალხისა და კეისრის ვეტერანების სასარგებლო აგრარული კანონის შეთავაზებით და მონაწილეობა მიიღო ძვ. წ. 43 წლის მუტინის მოვლენებში. ძვ. წ. 41 წელს, ლუციუსი იყო კონსული პუბლიუს სერვილიუს ვატიასთან, თავის უფროს პარტნიორთან ერთად. ამავე წელს იგი დახმარა მარკუსის ცოლს, ფულვიას, რომელიც შეშფოთებული იყო კლეოპატრას სამეფო კარიდან ქმრის გამოხმობით, ოქტავიანეს არაპოპულარული პოლიტიკის წინააღმდეგ რვა ლეგიონის ამხედრებაში. მოგვიანებით, იმ მწარე განცდების ყურებისას, რაც მიწის კეისრის ვეტერანებს შორის განაწილებამ გამოიწვია, ლუციუსმა და ფულვიამ თავიანთი დამოკიდებულება შეცვალეს და მათი მხარდაჭერა დაიწყეს, რომლებიც ამ ოპერაციებით დაზარალდნენ. ანტონიუსი რომისაკენ გაემართა, ლეპიდუსი განდევნა და ხალხს პირობა მისცა, რომ ტრიუმვირატი დაიშლებოდა. ოქტავიანესთან დაპირისპირებისას, ლუციუსმა პერუზიაში დაიხია, სადაც მას სამმა არმიამ შემოარტყა ალყა და დანებება აიძულა (ძვ. წ. 41 წლის ზამთარი). ქალაქი განადგურდა, თუმცა ლუციუსი შეიწყალეს და ოქტავიანემ ის ესპანეთის გუბერნატორად გაგზავნა. მისი გარდაცვალების გარემოებების ან თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი. ციცერონი თავის ''ფილიპიკებში'', დიდი პირადი შუღლის ფონზე, ლუციუსის პიროვნებას უაღრესად უარყოფითად წარმოაჩენს.
|