ლუციუს ანტონიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ლუციუს ანტონიუსი '''ლუციუს ანტონიუსი''' (ძვ. წ. I ს.)...
(განსხვავება არ არის)

16:00, 16 ივნისი 2016-ის ვერსია

ლუციუს ანტონიუსი

ლუციუს ანტონიუსი (ძვ. წ. I ს.) — ძველრომაელი პოლიტიკოსი, კონსული ძვ. წ. 41 წელს; მარკუს ანტონიუსის უმცროსი ძმა და მხარდამჭერი.

ლუციუსი იყო ძვ. წ. 86 წელს მარიუსის მომხრეთა მიერ მოკლული ორატორის, მარკუს ანტონიუსის ვაჟის, მარკუს ანტონიუს კრეტიკუსისა და იულიუს კეისრის ბიძაშვილის, იულია ანტონიას შვილი. თავის უფროს ძმებთან, მარკუსსა და გაიუსთან ერთად, მან თავისი ცხოვრების ადრეული წლები რომში ხეტიალსა და ცუდ გარემოცვაში გაატარა. პლუტარქე, რომელიც ახალგაზრდების მოუთვინიერებელ ცხოვრებას ეხება, აღნიშნავს, რომ ისინი ხშირად სტუმრობდნენ სათამაშო სახლებს და ძალიან ბევრს სვამდნენ.

ლუციუსი ყოველთვის იყო ძმის, მარკუს ანტონიუსის ძლიერი მხარდამჭერი. ძვ. წ. 44 წელს, ანტონიუსის კონსულობისა და კეისრის მკვლელობის წელს, ლუციუსმა, როგორც სახალხო ტრიბუნმა, მიიღო კანონი, რომელიც კეისარს უფლებას აძლევდა რომში არყოფნის დროსაც წარედგინა მთავარი მაგისტრატები. კეისრის მკვლელობის შემდეგ, იგი მხარს უჭერდა თავის ძმას, მარკუსს. იგი გამოვიდა ხალხისა და კეისრის ვეტერანების სასარგებლო აგრარული კანონის შეთავაზებით და მონაწილეობა მიიღო ძვ. წ. 43 წლის მუტინის მოვლენებში. ძვ. წ. 41 წელს, ლუციუსი იყო კონსული პუბლიუს სერვილიუს ვატიასთან, თავის უფროს პარტნიორთან ერთად. ამავე წელს იგი დახმარა მარკუსის ცოლს, ფულვიას, რომელიც შეშფოთებული იყო კლეოპატრას სამეფო კარიდან ქმრის გამოხმობით, ოქტავიანეს არაპოპულარული პოლიტიკის წინააღმდეგ რვა ლეგიონის ამხედრებაში. მოგვიანებით, იმ მწარე განცდების ყურებისას, რაც მიწის კეისრის ვეტერანებს შორის განაწილებამ გამოიწვია, ლუციუსმა და ფულვიამ თავიანთი დამოკიდებულება შეცვალეს და მათი მხარდაჭერა დაიწყეს, რომლებიც ამ ოპერაციებით დაზარალდნენ. ანტონიუსი რომისაკენ გაემართა, ლეპიდუსი განდევნა და ხალხს პირობა მისცა, რომ ტრიუმვირატი დაიშლებოდა. ოქტავიანესთან დაპირისპირებისას, ლუციუსმა პერუზიაში დაიხია, სადაც მას სამმა არმიამ შემოარტყა ალყა და დანებება აიძულა (ძვ. წ. 41 წლის ზამთარი). ქალაქი განადგურდა, თუმცა ლუციუსი შეიწყალეს და ოქტავიანემ ის ესპანეთის გუბერნატორად გაგზავნა. მისი გარდაცვალების გარემოებების ან თარიღის შესახებ არაფერია ცნობილი. ციცერონი თავის ფილიპიკებში, დიდი პირადი შუღლის ფონზე, ლუციუსის პიროვნებას უაღრესად უარყოფითად წარმოაჩენს.

ლიტერატურა

  • Appian, Bellum Civile, v. 14 ff.
  • Dio Cassius xlviii. 5-14.
  • Suetonius, De Vita Caesarum, II, 14-5.
  • This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "article name needed". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი და ლუციუს მუნაციუს პლანკუსი
რომის რესპუბლიკის კონსული
პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსთან ერთად
ძვ. წ. 41
შემდეგი:
გაიუს ასინიუს პოლიონი და გნეუს დომიციუს კალვინუსი