თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
ხოლო გაგზავნილ მისამართით ატყობინებს, რომ მას აქვს თავისი საკუთარი სახლი სანკტ პეტერბურღს, ვასილის ოსტროვასა შინა მეცხრეს ლინიაზედ, მახლობელ მდინარესა ნევისა №8-ს.
 
[[1831]] წელს თეიმურაზი ჩაირიცხააირჩიეს [[პარიზის აზიური საზოგადოება|პარიზის აზიური საზოგადოების]] წევრად.
 
 
ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანული რელიგიის]] დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქართველოს წარსულს.
 
[[ზაქარია ჭიჭინაძე|ზაქარია ჭიჭინაძის]] სიტყვვებით მას დაწერილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომიც, რომელიც დაიკარგაო<ref>ზ. ჭიჭინაძე, „საქართველოს ცხოვრება“, თბ. 1913, გვ 32</ref>.
 
თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]] შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის [[1841]] წლის გამოცემას. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა [[კრწანისის ბრძოლა]]ში, აღწერა ეს მოვლენა. აღწერა [[ერეკლე II]]-ის ცხოვრების ბოლო პერიოდი.
 
თეიმურაზ ბატონიშვილმა შეისწავლა ქართული ლექსთწყობის საკითხებიც („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა“). მას ეკუთვნის აგრეთვე ლექსთა კრებული „სამოცეული“, პოემა „ვაშლი ანუ დარღვევა ტროადისა“, პიესა „სამსახეობა რაინდისა“, მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“; თარგმნა [[პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი|ტაციტუსის]], [[ვოლტერი|ვოლტერის]], [[პუშკინი, ალექსანდრე|პუშკინისა]] და სხვათა ნაწარმოებები.
 
მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა.
 
თეიმურაზ ბატონიშვილი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი ([[1837]]), [[პარიზი]]ს სააზიო საზოგადოების და [[კოპენჰაგენი]]ს სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი.

სანავიგაციო მენიუ