თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|თეიმურაზ|თეიმურაზი}}
{{მრავალმნიშვნელოვნება|თეიმურაზ|თეიმურაზი}}
{{ინფოდაფა პიროვნება
[[ფაილი:Teimuraz son of George XII .jpg|მარჯვნივ|მინი|თეიმურაზ ბატონიშვილი]]
| სიგანე =
| სახელი = თეიმურაზ ბატონიშვილი
| ფოტო =Teimuraz son of George XII .jpg
| ფოტოს სიგანე =250
|წარწერა =
| ალტ =
| მშობლსახელი =
| ენის კოდი =
| დაბსახელი =
| დაბთარიღი = 1782
| დაბადგილი = თბილისი
| მოინათლა =
| გაუჩინარების თარიღი =
| გაუჩინარების ადგილი =
| გაუჩინარების სტატუსი =
| გარდთარიღი = 1846
| გარდადგილი =
| გარდაცვალების მიზეზი =
| სხეულის პოვნის ადგილი =
| დაკრძალვის ადგილი =
| დაკრძალვის ადგილის კოორდინატები =
| ძეგლები =
| რეზიდენცია =
| სხვა სახელები =
| ეროვნება =
| მოქალაქეობა =
| ეთნიკური წარმომავლობა =
| ქვეშევრდომობა =
| განათლება =
| ალმა-მატერი =
| მოღვაწეობა =
| საქმიანობა =
| აქტიურობის წლები =
| დამსაქმებელი =
| ორგანიზაცია =
| ხელფასი =
| ქონება =
| ცნობილია როგორც =
| ცნობილი ნაშრომები =
| სიმაღლე =
| წონა =
| წოდება =
| წლები =
| წინამორბედი =
| მემკვიდრე =
| პარტია =
| მოძრაობა =
| ოპონენტები =
| რელიგია =
| წაყენებული ბრალდება =
| განაჩენი =
| დანაშაულებრივი სტატუსი =
| მეუღლეები =
| პარტნიორები =
| შვილები =
| მამა =
| დედა =
| ნათესავები =
| ჯილდოები =
| მოსახმობი სიგნალი =
| სუფთა მოგება =
| სახელი1 =
| მოდული1 =
| სახელი2 =
| მოდული2 =
| სახელი3 =
| მოდული3 =
| სახელი4 =
| მოდული4 =
| სახელი5 =
| მოდული5 =
| სახელი6 =
| მოდული6 =
| სახელი7 =
| მოდული7 =
| საიტი =
| ხელმოწერა =
| ხელმოწერის ზომა =
| ხელმოწერა ალტ =
| შენიშვნები =
}}
'''თეიმურაზ ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') (დ. [[23 აპრილი]], [[1782]], [[თბილისი]] — გ. [[25 ოქტომბერი]]/[[5 ნოემბერი]], [[1846]], [[პეტერბურგი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და მეცნიერი, [[გიორგი XII|გიორგი XII-ის]] ძე. ცოლად ჰყავდა [[ელენე ამილახვარი|ელენე ოთარის ასული ამილახვარი]] (1783-1866).
'''თეიმურაზ ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') (დ. [[23 აპრილი]], [[1782]], [[თბილისი]] — გ. [[25 ოქტომბერი]]/[[5 ნოემბერი]], [[1846]], [[პეტერბურგი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და მეცნიერი, [[გიორგი XII|გიორგი XII-ის]] ძე. ცოლად ჰყავდა [[ელენე ამილახვარი|ელენე ოთარის ასული ამილახვარი]] (1783-1866).



06:55, 2 მაისი 2016-ის ვერსია

ტერმინს „თეიმურაზ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თეიმურაზი.
თეიმურაზ ბატონიშვილი
დაბადების თარიღი 1782
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1846

თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 23 აპრილი, 1782, თბილისი — გ. 25 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1846, პეტერბურგი) — ქართველი მწერალი და მეცნიერი, გიორგი XII-ის ძე. ცოლად ჰყავდა ელენე ოთარის ასული ამილახვარი (1783-1866).

1838 წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა მარი ბროსემ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“[1].

ბიოგრაფია

თეიმურაზ ბატონიშვილი დაიბადა თბილისში 1782 წლის 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) გიორგობა დღეს[კ 1]. თეიმურაზი გიორგი XII-ის პირველი ცოლისაგან შეძენილ ჩვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. პლატონ იოსელიანის ცნობით იგი გამხდარა მიზეზი დედის, ქეთევანის გარდაცვალებისა[კ 2]. თეიმურაზ ბატონიშვილის დაბადებისა და ქეთევან დედოფლის მშობიარობაზე გადაყოლის თარიღებს აიგივებს მარი ბროსე, ხოლო დ. ბაქრაძისთვის იგი უცნობი ყოფილა[2].

მისი 1834 წლის 16 მაისის ბროსეს მიმართ წერილიდან ირკვევა, რომ ის სწავლობდა კათალიკოზ ანტონ I-ის თელავის სემინარიაში, ცნობილი დავით რექტორის ხელმძღვანელობით.

ვიკიციტატა
„დავით ალექსიშვილი იყო პაპის ჩემის მეფის ირაკლის დროს და მამის ჩემის მეფის გიორგის დროს... ინცფექტორი და უპირველესი მოძღვარი საქართველოს სასწავლებელთა და დიდი სასწავლებელი ჰქონდა გამართული კახეთის ქალაქსა შინა თელავს, სამეფო პალატის ნაწილშია და იქ ასწავლიდა მამა ჩემის მეფის გარდაცვალებამდის; მერმე თავის ნებით გადამდგარა... ეს დავით ალექსიშვილი იყო შაგირდი ანტონ კათალიკოს პირველისა და ჩემის ძმის დავითისა და ჩემი ფილოსოფიისა, ისტორიისა და ქართული ენისა და წერისა მოძღვარი ის იყო. ჩემი ძმა დავით ხომ ადრევე ბარებოდა და როცა სწავლის დრო მოვიდა მეც მას მივებარე და ის მასწავლიდა და სხვა ოსტატებიცა მყვანდნენ. იმ ჩვენმა ოსტატმა დავით ალექსიშვილმა საქართველოს ისტორია დიახ კარგად იცოდა... საზოგადოდაც კარგი ისტორიკოსი იყო.“
(წ-კ. საზოგადოების ფონდი, S № 4.294, რვეული 1, ფურც. 28)

თეიმურაზ ბატონიშვილი იზრდებოდა თავისი უფროსი ძმის დავითის უშულო მეთვალყურეობითა და მზრონველობით. მისი მზრუნველობა მეჭირნახულეობა მან გამოხატა გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგაც, როცა თეიმურაზი უმამულოდ და სხვა საშემოსავლო სახსრების გარეშე დარჩა[3].

ოჯახი

ელენე ამილახვარი, თეიმურაზ ბატონიშვილის ცოლი

1798 წელს მომხდარა თ. ბატონიშვილის დაწინდვა ოთარ ამილახვარის ქალიშვილ ელენეზე. პლატონ იოსელიანი დაწინდვას უკავშირებს გიორგის მოგზაურობას თრიალეთისაკენ, რომელიც პლატონის მიხედვით 1778 (წელი შეცდომით უწერია პლატონ იოსელიანს) წლის ზაფხულში მომხდარა.

ვიკიციტატა
„ამასვე დღესა დაწინდეს მისსა ქალსა ელენეზედ მეფის ძე თეიმურაზი, რომელსაც არა სურდა იგი ცოლად მიზეზისათვის მის, რომელ იყო პირველ დანიშნული მის ძმაზედ მემკვიდრეზედ დავით, რომელმანაც მამისა არა უთანხმოებით შეირთო ცოლად სომეხთა აბიმელიქის სვიმონისა ქალი.“

ქორწინება თეიმურაზისა ელენეზე მოხდა, დავითის ქორწინების შემდეგ, ე. ი. 1799 წლის დასასრულს.

ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ

როგორც ცნობილია, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იწყება არეულობა და შფოთი ერეკლე II-ის მრავალმრიცხოვან მემკვიდრეთა შორის. გიორგის ანდერძისამებრ ტახტი დავითს უნდა მიეღო, მაგრამ ლაზარევს ნაბრძანები ჰქონდა მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი არც ერთ მემკვიდრისთვის არ დაეთმო. დავითი აღიარებულ იქნა რეგენტად ტახტისა და არა მეფედ, ხოლო იულონ ერეკლეს ძე ერთის მხრივ, დარეჯან დედოფალი მეორეს მხრივ, ფიქრობდნენ გამეფებას. აღნიშნული ვითარების გამო ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე წამოიჭრა შუღლი, სადაც თეიმურაზი თავისი ძმის დავითის მხარეს იდგა.

გიორგი XII-მ თავის სიცოცხლეშივე დანიშნა მეფედ დავითი, რომელიც 1800 წლის 20 დეკემბერს სცემს სხვადასხვა სახის ბრძანებებს. მათ შორის აღსანიშნავია მის მიერ თეიმურაზის დანიშვნა მოხელედ.

ვიკიციტატა
„შენ იყავი ციხეში, პური ბევრი დაამზადე, თუ ბიძები მოისურვებენ მოსვლას გორში, არ დაუშვა... მე შენ დაგნიშნე ქართლში მოადგილედ, მოაგროვე მებრძოლები და მოემზადე. აგრეთვე თვალყური ადევნე იმას, თუ რას შვრებიან შენი ბიძები...“
(«Акты», I, გვ. 290)

მაგრამ ისევე როგორც დავითის „მეფობა“, ასევე თეიმურაზის მოადგილეობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. 1802 წელს კარლ კნორინგის ჩამოსვლამ საზღვარი დაუდო მათ. კნორინგმა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და აგრეთვე დავითის მისწრაფებით სამეფო ხელისუფლების მთელი ატრიბუტების აღდგენისკენ და გადააყენა იგი.

ამის შემდეგ თეიმურაზი, რომელიც მისი სიტყვებით, მამა მისის ხანმოკლე სიცოცხლის გამო დარჩა უმამულოდ, იმყოფება თავის სამ დასთან ერთად დავითის ხარჯზე[4]. ის მცირე ადგილებიც კი, რომელიც მამამ მისცა მას, ნაზარსკეტი, კარაჯალი და ლომისციხე, მიეტაცა კირილე ავალიშვილს.

1802 წლის 11 აპრილით დათარიღებული განცხადებით თეიმურაზი მიმართავს კნორინგს, რათა უკანონოდ მიტაცებული ლომისციხე, რომელიც მას ემსახურებოდა მამის სიცოცხლეში და დავითის მმართველობის დროსაც, დაუბრუნდეს, დაუნიშნონ მოურავი და იქ სხვა არავის ჰქონდეს ხელი. ამავე მამულების თეიმურაზისათვის დაბრუნებას მოითხოვდა დავითის 1802 წლის 19 მაისის წერილიც.

ჯერ კიდევ 1801 წლის თებერვალში, როდესაც თეიმურაზი გორში იმყოფებოდა მან განაცხადა სურვილი რუსეთში წასვლისა. ზოგ ბატონიშვილს ამისთვის დროც დაუნიშნეს, მაგრამ თეიმურაზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და გამგზავრების დრო აღარ დანიშნა[5].

მისი რუსეთისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ რაც დავით ბატონიშვილს ეთქვა უარი გამხდარიყო საქართველოს პირობითი მმართველი. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია გიორგი მეფესთან დადებული პირობა და შექმნა ახალი მანიფესტი რაც ითვალისწინებდა საქართველოდან ყოველი სამეფო დინასტიის რუსეთში, კერძოდ კი პეტერბურგში გადასახლებას, სადაც რუსეთი იმპერია საკუთარ თავზე აიღებდა საქართველოს სამეფო კარზე ზრუნვას. სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევის შემდეგ თეიმურაზი იწყებს შეხვედრების მოწყობას მათი გადმობირების მიზნით. აღნიშნულმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და 1803 წელს სპარსეთში გაიქცა, სადაც თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან ცხოვრობდა.

როგორც ციციანოვის 1803 წლის 26 თებერვლის პატაკშია ნათქვამი, 1803 წლის 25 თებერვალს ღამით თეიმურაზ ბატონიშვილი თბილისიდან გაიპარა, დატოვა მეუღლე და წაიღო თან რაც კი ძვირფასი ნივთები ჰქონდა[6]. ამასვე ადასტურებს სიღნაღის კაპიტან ისპრავნიკის სოკოლოვის ცნობაც[7].

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზი თეიმურაზს ნათლად აქვს გამოხატული ციციანოვისადმი თავის საპასუხო წერილში:

ვიკიციტატა
„გარნა უკეთუ გნებავსთ სამსახური ჩვენ მიერ მაღლისა ხელმწიფისა, წარმოგზავნონ ოჯახისა ჩუენისაგან ერთი, რომელიცა სათნო იყოს იმპერატორისა, მეფედ ქუეყანასა შინა ჩუენსა და აღადგინოს მაღალმან ხელმან დაცემული ოჯახი ჩუენი და მაშინ ჩუენ ყოვლისა ბრძანებისა მისისა მორჩილნი შევიძლებთცა სამსახურთა შესაბამთა დიდებულებისა მისისათა. და თუ არა ესრეთ იქმნას, არცა ჩუენ ძალა გვიძს მოსულაჲ მანდა, ვინაიდგან არა ვართ ჩუენ გოჰთაჯნი მხოლოდ გლახაკებრივისა პურისა ჭამისანი, არამედ ყოველთვის სისხლ დათხევით მცდელნი ბაგრატიონთა ოჯახისა აღდგენისანი[8].“

მისი ეს დამოკიდებულება ვერ შეაცვლევინა მისთვის ძვირფასი მეუღლის, ელენეს, სიბრალულითა და სიყვარულით სავსე წერილმაც.

1805 წელს თეიმურაზი იხსენიება, როგორც ერთ-ერთი მეთაური ერევნის ხანის კულიხანის ლაშქრისა, ქემალ-ხანთან ერთად. იმავე წლის ოქტომბერს გამოემგზავრა ისევ ბაბახანისაკენ და ცდილობდა დაერწმუნა იგი, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია თუ კი რუსეთს მთელ მოსახლეობას აუმხედრებდნენ. მაგრამ როგორც ჩანს აქ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და გადადის ახალციხეში. ხვდება რა რომ სპარსეთის დახმარებიდან არაფერი გამოდის, ბიძასთან ერთად მიმართავს ოსმალეთს, ინგლისს და სხვ. როგორც ირკვევა თეიმურაზს ასევე გარკვეული ორიენტაცია ჰქონდა ნაპოლეონის საფრანგეთთანაც. მას მიწერ-მოწერაც კი ჰქონდა ამ საკითხზე და საფიქრბელია, რომ გამგზავრებაც კი სურდა ამ მიზნით საფრანგეთში.

რუსეთში გამგზავრება

თეიმურაზი რწმუნდებოდა რა მთელი ამ გეგმების უსუსურობაში, 1810 წელს ის თავის მტკიცე გადაწყვეტილებას სცვლის და არჩევს რუსეთთან შერიგებას. ამ შერიგების საქმეში დიდი როლი ითამაშა პეტრე ლარაძემ, როგორც გვამცნობს მისი „ჩახრუხაული და შაირნი, მწირობასა შინა თქმული ოდეს მსახურა მეფის ძეს თეიმურაზს და ძლიერის ხელოვნებით გამოიყანა სპარსეთით“.

1810 წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე პეტერბურგში გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე 1813 წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.

ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქართველოს წარსულს.

ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვვებით მას დაწერილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომიც, რომელიც დაიკარგაო[9].

თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 წლის გამოცემას. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში, აღწერა ეს მოვლენა. აღწერა ერეკლე II-ის ცხოვრების ბოლო პერიოდი.

თეიმურაზ ბატონიშვილმა შეისწავლა ქართული ლექსთწყობის საკითხებიც („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა“). მას ეკუთვნის აგრეთვე ლექსთა კრებული „სამოცეული“, პოემა „ვაშლი ანუ დარღვევა ტროადისა“, პიესა „სამსახეობა რაინდისა“, მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“; თარგმნა ტაციტუსის, ვოლტერის, პუშკინისა და სხვათა ნაწარმოებები.

მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა.

თეიმურაზ ბატონიშვილი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1837), პარიზის სააზიო საზოგადოების და კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი.

1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[10].

თეიმურაზ ბატონიშვილი 1846 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ის არის ავტორი შრომისა „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“.

კომენტარები

  1. ვიკიციტატა
    „წელსა ქ~სით 1810 აპრილის 23, თავრიზს მყოფმან ვსთქვი ესე აკროსტახული ჩემს შობის დღეს, რომლისა კიდურ წერილობა [არს] წმ~ო გიორგი ვაკურთხევ დღესა შენსა, რომელსა შინა ვიშევ მწირი თეიმურაზ.“
    (საისტორიო ფონდი, H, 2.225, თეიმურაზის ლექსების ალბომი, ფურცელი 18)
  2. ვიკიციტატა
    „3 ივნისს 1782 წლისა მშობიარობისა გამო თეიმურაზზედ, მეფის რძალი ქეთევან გარდაიცვალა.“
    (ცხოვრება გიორგი XIII-სა, 1936, აკ. გაწერელიას რედაქციით, გვ. 10)

ლიტერატურა

  • ბარამიძე არ., შარაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 642.
  • შ. მესხია, „თეიმურაზ ბატონიშვილი“, თბ. 1982

სქოლიო

  1. Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX
  2. Д. Бакрадзе, Статьи по истории, 1887, გვ. 9
  3. დავითის წერილი კნორინგისადმი, 1802 წ, 19 მაისი, Акты, 11, გვ. 306
  4. «Акты», I, გვ. 308
  5. «Акты», I, გვ. 311
  6. «Акты», II, გვ. 185
  7. «Акты», II, გვ. 155
  8. «Акты», II, გვ. 184-188
  9. ზ. ჭიჭინაძე, „საქართველოს ცხოვრება“, თბ. 1913, გვ 32
  10. Собрание (1825 - 1881) : Том 17 (1842) : Часть 1 : Законы 15766